ნახშირღელე
Jump to navigation
Jump to search
სოფელი | |||
---|---|---|---|
ნახშირღელე | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ნახშირღელე | ||
კოორდინატები | 42°13′23″ ჩ. გ. 42°49′20″ ა. გ. / 42.22306° ჩ. გ. 42.82222° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 150 მ | ||
მოსახლეობა | 1432[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
ნახშირღელე — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ნავენახევი). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 150 მეტრი, თერჯოლიდან 20 კილომეტრი. სოფლის მიდამოებშია ქალცედონის, კირქვისა და სპონგოლითის საბადოები. სოფელში არის საექიმო ამბულატორია.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1432 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1726 | 824 | 902 |
2014[1] | ![]() |
693 | 739 |
განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში არის საჯარო სკოლა. სკოლაში 261 მოსწავლე და 32 მასწავლებელია. შენობის საერთო ფართობია 3575 კვ.მ.[3] სოფელში არის საბავშვო ბაღი.
ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1, ასევე ნახშირღელე-ნავენახევის საავტომობილო გზა, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 2010 წლიდან [4]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 357, თბ., 1984 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
- ↑ საქართველოს მთავრობის განკარგულება N75
|