განხილვა:ფოკა (ბიზანტია)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უფრო სწორი ხომ არ იქნება, რომ ეს სტატია გადავიტანოთ ფოკა (იმპერატორი)-ზე, ხოლო ამავე სახელის სოფელი ფოკა (სოფელი)-ზე?--ILIA მომწერეთ 13:44, 18 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის დადგენილებების მიხედვით ფრჩხილები უნდა ავიცილოთ იქ სადაც ამის საშუალებაა, შენ კი მეორე ფრჩხილიანი სათაური შემოგაქვს და უფრჩხილებოს ცარიელს ტოვებ, რაც გამართლებულად არ მიმაჩნია. ეს რაც შეეხება სოფელს. იმპერატორს კი აუცილებლად სჭირდება ფრჩხილები, თუმცა რატომ იმპერატორი და არა ქვეყანა? --ჯაბა 1977 14:19, 18 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]
მგონი რამდენიმე ერთნაირი სახელის მქონე გვერდის შემთხვევაში უფრჩხილებოდ რჩება ის, რომელიც უპირატესი, პირველადია, აქ კი არა მგონია სოფელი პირველადი იყოს. ფრჩხილებში ქვეყნის მითითება, ჩემი აზრით, მაშინაა მისაღები, როდესაც რამდენიმე ერთი ტიპის საგანზე ან პიროვნებაზეა საუბარი (მაგალითად, ალექსანდრე III (იმერეთის მეფე) და ალექსანდრე III (რუსეთი) ან სოპოტის თემი (ბულგარეთი) და სოპოტის თემი (სერბეთი)), მაგრამ როდესაც სოფელსა და პიროვნებას ერთი სახელი აქვს, მგონი მათ გასარჩევად მათი რაობის მითითება უფრო ადეკვატურია.--ILIA მომწერეთ 14:31, 18 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

მე კი მგონია, რომ ამ უზურპატორზე მეტად ქართული სოფელი უნდა იყოს უპირატესი. საქართველოში სიტყვა ფოკას ხსენების დროს მერწმუნე უმეტესობას ეს სოფელი უფრო გაახსენდება ვიდრე იმპერატორი. --ჯაბა 1977 17:52, 18 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]