კლარჯეთის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 94: | ხაზი 94: | ||
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]]. მამა სუმბატ III არტანუჯელი [[ერისთავთ-ერისთავი|ერისთავთ ერისთავისა]] († [[988]]). † [[20 თებერვალი]], [[943]], მონაზვნობაში. |
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]]. მამა სუმბატ III არტანუჯელი [[ერისთავთ-ერისთავი|ერისთავთ ერისთავისა]] († [[988]]). † [[20 თებერვალი]], [[943]], მონაზვნობაში. |
||
|----- |
|----- |
||
| '''გურგენ III''' || align="center" | [[900]] – [[923]] |
| '''გურგენ III''', ბაგრატ I მამფალი არტანუჯელის ძე || align="center" | [[900]] – [[923]] |
||
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]] († [[923]]). მამა გურგენ V-ისა († [[968]].) |
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]] († [[923]]). მამა გურგენ V-ისა († [[968]].) |
||
|----- |
|----- |
||
| '''აშოტ IV კისკასი''' || align="center" | [[923]] - [[932]] |
| '''აშოტ IV კისკასი''', ბაგრატ I მამფალი არტანუჯელის ძე || align="center" | [[923]] - [[932]] |
||
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]]. მამა ერთადერთი ქალიშვილისა (ცოლი [[გურგენ IV|გურგენ IV დიდისა]].) † [[ივნისი]], [[939]] უძეოდ. |
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]]. მამა ერთადერთი ქალიშვილისა (ცოლი [[გურგენ IV|გურგენ IV დიდისა]].) † [[ივნისი]], [[939]] უძეოდ. |
||
|----- |
|----- |
||
| '''სუმბატ III არტანუჯელი''' [[ერისთავთ-ერისთავი|ერისთავთ ერისთავი]], დავითის I მამფალის ძე || align="center" | [[943]] – [[988]] |
| '''სუმბატ III არტანუჯელი''', [[ერისთავთ-ერისთავი|ერისთავთ ერისთავი]], დავითის I მამფალის ძე || align="center" | [[943]] – [[988]] |
||
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]]. მამა ბაგრატ II არტანუჯელისა († [[988]]) და დავით IV-ისა († [[993]].) |
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]]. მამა ბაგრატ II არტანუჯელისა († [[988]]) და დავით IV-ისა († [[993]].) |
||
|----- |
|----- |
||
ხაზი 109: | ხაზი 109: | ||
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]]. მამა ბაგრატ IV-სა. † [[1011|1011 წელს]], [[თმოგვის ციხე|თმოგვის ციხეში.]] |
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]]. მამა ბაგრატ IV-სა. † [[1011|1011 წელს]], [[თმოგვის ციხე|თმოგვის ციხეში.]] |
||
|----- |
|----- |
||
| '''ბაგრატ IV''' || align="center" | [[1011]] |
| '''ბაგრატ IV''', სუმბატ IV კლარჯის ძე || align="center" | [[1011]] |
||
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]]. (კონსტანტინეპოლს წავიდა). |
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]]. (კონსტანტინეპოლს წავიდა). |
||
|----- |
|----- |
||
| '''გურგენ VI კლარჯი''' || align="center" | [[1011]] – [[1012]] |
| '''გურგენ VI კლარჯი''', ბაგრატ II არტანუჯელის ძე || align="center" | [[1011]] – [[1012]] |
||
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]]. მამა დემეტრესი ([[კონსტანტინეპოლი|კონსტანტინეპოლს]] წავიდა). † [[1012|1012 წელს]], [[თმოგვის ციხე|თმოგვის ციხეში.]] |
| [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის]] [[ერისთავი]]. მამა დემეტრესი ([[კონსტანტინეპოლი|კონსტანტინეპოლს]] წავიდა). † [[1012|1012 წელს]], [[თმოგვის ციხე|თმოგვის ციხეში.]] |
||
|----- |
|----- |
||
| '''[[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]]''' || align="center" | [[1011]] – [[1014]] |
| '''[[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]]''', [[გურგენი|გურგენ II–ის]] ძე || align="center" | [[1011]] – [[1014]] |
||
| [[საქართველოს სამეფო|გაერთიანებული საქართველოს მეფე]] |
| [[საქართველოს სამეფო|გაერთიანებული საქართველოს მეფე]] |
||
|----- |
|----- |
13:51, 14 თებერვალი 2018-ის ვერსია
კლარჯეთის საერისთავო — ისტორიული საქართველოს ადმინისტრაციული ერთეული. ფარნავაზ I-ის ეპოქაში ქართლის ანუ იბერიის სამეფო 1 სასპასპეტოდ და 8 საერისთავოდ იყო დაყოფილი,[1] მათგან ერთ-ერთი კი კლარჯეთი იყო. მის ეპოქაში იგი საკუთრივ კლარჯეთის გარდა შავშეთსა და ამიერ-ტაოსაც მოიცავდა. საერისთავოს დაარსება მოხდა მას შემდეგ რაც ფარნავაზმა მოახერხა აზონის დამარცხება და არიან-ქართლის ინკორპორაცია მოახდინა.[2] „ქართლის ცხოვრება“ მეფის მიერ კლარჯეთის ერისთავის დანიშვნას შემდეგნაირად მოიხსენიებს:
„ | (ფარნავაზმა) ...გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. | “ |
საერისთავოს უძველესი ცენტრი იყო ციხე თუხარისი, რომელიც ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს - ოძრხოსს დაუარსებია.[3]
I საუკუნეში, კლარჯეთის საერისთავოს იმჟამინდელმა ერისთავმა, დაიმსახურა მეფე ადერკის წყრომა. მიზეზი ის იყო, რომ ერისთავი მის სამფლობელოში ჩასულ ანდრია პირველწოდებულს, შემწყნარებლური დამოკიდებულებით შეხვდა.[4]
III საუკუნის შუა ხანებში კლარჯეთის ერისთავი, „ქვემო ივერიის“ ანუ დასავლეთ საქართველოს სხვა ოთხ ერისთავთან ერთად, მეფე ამაზასპის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებაში მონაწილეობდა.[5]
V საუკუნეში, სავარაუდოდ 456[6] წელს, ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიისაგან დაიბრუნა დაახ. 370 წელს წართმეული კლარჯეთი და მის გამგებლად თავისი ძუძუმტე, არტავაზი დანიშნა. სააღმშენებლო საქმიანობის დაწყებასთან ერთად, მეფემ ადმინისტრაციული ცვლილებაც მოახდინა და ერისთავის რეზიდენციად ახლადაშენებული არტანუჯი დაადგინა.
ერისთავმა არტავაზმა, მეფის ბრძანებით განაახლა ახიზის და ააშენა არტანუჯის ციხეები. მანვე ააშენა ოპიზის მონასტერი, მერეს, შინდობისა და ახიზის ეკლესიები.[7]
კლარჯეთის საერისთავომ არსებობა იბერიის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ქართლის საერისმთავროს არსებობის პერიოდშიც განაგრძო. სტეფანოზ I-დან აშოტამდე მას უშუალოდ ბაგრატიონები განაგებდნენ.[8] აშოტის გარდაცვალების და ბაგრატიონთა ტაოსა და კლარჯეთის შტოებად გაყოფის შემდეგ, კლარჯეთის ერისთავობა ამ უკანასკნელთ ერგოთ, თუმცა ისინი ქართველთა სამეფოს მეფეებს, ანუ ტაოს შტოს ბაგრატიონებს დაემორჩილნენ. დაახლოებით 1011 წელს ბაგრატ მესამემ დააპატიმრა და განდევნა „კლარჯ ხელმწიფეთა“ შტო.[9]
1191 წელს, ზაქარია ასპანისძის თამარ მეფის მიერ, შავშეთის, კლარჯეთისა (არტანუჯის) და ტაოს ერისთავად დამტკიცების შემდგომ, კლარჯეთი დანარჩენ ორთან ერთად, გაერთიანდა ერთ, ფანასკეთის (ანუ ტაოს) მონაპირე საერისთავოში, რომლის ცენტრიც ციხესიმაგრე ფანასკეთში იყო.[10]
არტანუჯის ერისთავები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სახელი | მმართველობის წლები | ტიტული | |||||||
აშოტ II კეკელა, ადარნასე I კლარჯის ძე | VII – 867 | არტანუჯის ერისთავი. მამა გურგენ II კურაპალატისა და სუმბატ II არტანუჯელი ანთიპატრიკისა. | |||||||
სუმბატ I მამფალი არტანუჯელი, ანთიპატოს-პატრიკი. ადარნასე I კლარჯის ძე | 867 – 889 | არტანუჯის ერისთავი. მამა დავით I მამფალისა და ბაგრატ I მამფალი არტანუჯელისა. | |||||||
ბაგრატ I მამფალი არტანუჯელი, მაგისტროსი, სუმბატის I მამფალის ძე | 889 – 20 აპრილი, 909 | არტანუჯის ერისთავი. მამა ადარნასე III კლარჯისა, მონაზვნობაში ბასილისა († 945), გურგენ III ერისთავისა († 923), აშოტ IV კისკასისა († 939 წლის ივნისში, უძეოდ) და დავით III ერისთავისა († 922). † 20 აპრილი, 909, აღვსების დღეს. | |||||||
დავით I მამფალი, სუმბატ I მამფალის უფროსი ძე | 889 – 20 თებერვალი, 943 | არტანუჯის ერისთავი. მამა სუმბატ III არტანუჯელი ერისთავთ ერისთავისა († 988). † 20 თებერვალი, 943, მონაზვნობაში. | |||||||
გურგენ III, ბაგრატ I მამფალი არტანუჯელის ძე | 900 – 923 | არტანუჯის ერისთავი († 923). მამა გურგენ V-ისა († 968.) | |||||||
აშოტ IV კისკასი, ბაგრატ I მამფალი არტანუჯელის ძე | 923 - 932 | არტანუჯის ერისთავი. მამა ერთადერთი ქალიშვილისა (ცოლი გურგენ IV დიდისა.) † ივნისი, 939 უძეოდ. | |||||||
სუმბატ III არტანუჯელი, ერისთავთ ერისთავი, დავითის I მამფალის ძე | 943 – 988 | არტანუჯის ერისთავი. მამა ბაგრატ II არტანუჯელისა († 988) და დავით IV-ისა († 993.) | |||||||
დავით IV, სუმბატ III ერისთავთ ერისთავის ძე | 988 – 993 | არტანუჯის ერისთავი | |||||||
სუმბატ IV კლარჯი, არტანუჯელი. ბაგრატ II არტანუჯელის ძე, დავითის ძმისწული | 993 – 1011 | არტანუჯის ერისთავი. მამა ბაგრატ IV-სა. † 1011 წელს, თმოგვის ციხეში. | |||||||
ბაგრატ IV, სუმბატ IV კლარჯის ძე | 1011 | არტანუჯის ერისთავი. (კონსტანტინეპოლს წავიდა). | |||||||
გურგენ VI კლარჯი, ბაგრატ II არტანუჯელის ძე | 1011 – 1012 | არტანუჯის ერისთავი. მამა დემეტრესი (კონსტანტინეპოლს წავიდა). † 1012 წელს, თმოგვის ციხეში. | |||||||
ბაგრატ III, გურგენ II–ის ძე | 1011 – 1014 | გაერთიანებული საქართველოს მეფე |
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო–კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ.
სქოლიო
- ↑ გ. მამულია, სტ. „ფარნავაზი“, ქსე, ტ.10, გვ. 232
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 4
- ↑ დ. მუსხელიშვილი, სტ „თუხარისი“, ქსე, ტ.5, გვ. 30
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 42
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 57
- ↑ ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბილისი, 1991, გვ. 141–145
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 178
- ↑ მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, მ. ბახტაძე, საქართველოს ისტორია – X კლასი, თბილისი, „არტანუჯი“, 2005. ISBN 99940-11-30-8
- ↑ ჯაბა სამუშია — ბაგრატ III, 2012, გვ. 117
- ↑ ნ. შოშიაშვილი, სტ. „ზაქარია ფანასკერტელი“, ქსე, ტ.10, გვ. 217