საჩხერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
ტექსტი გადმოვიტანე საჩხერის სტატიიდან
(ტექსტი გადმოვიტანე საჩხერის სტატიიდან)
{{ვიკიფიცირება}}
{{გასაწმენდი}}
{{სტილი}}
 
 
{{ინფოდაფა საქართველოს რაიონები
|სახელი = საჩხერის მუნიციპალიტეტი
რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია, მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე.
 
რაიონის ფართობი 771 (შვიდასსამოცდათერთმეტიათასი) კვ. კილომეტრია, ქალაქის მიწის ფართობი 110 ჰექტარს შეადგენს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველებია, რომლებსაც ეთნიკურად ზემო იმერლებს უწოდებენ, ცხოვრობენ სომხებიც და ოსებიც; რაც შეეხება ებრაელებს, ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ, მაგრამ ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან მათი უმრავლესობა ისტორიულ სამშობლოში წავიდა საცხოვრებლად, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი კი თბილისში გადავიდა.
== ბუნება ==
 
==მოსახლეობა==
2003 წლის 1 იანვრის მონაცემებით რაიონში 47 693 სული ადამიანი ცხოვრობს, აქედან ქალაქში - 6 500.
 
სახალხო მეუნეობის დარგებიდან ძირითადია სოფლის მეურნეობა, მოსახლეობა მისდევს მევენახეობას, მესაქონლეობას, მარცვლეულისა და ბოსტნეული კულტურების წარმოებას.
 
საჩხერის რაიონი აღმოსავლეთით ესაზღვრება ჯავასა და ყორნის, დასავლეთით - ჭიათურას, სამხრეთ აღმოსავლეთით - ხაშურს, სამხრეთ დასავლეთით - ხარაგაულს, ხოლო ჩრდილოეთით და ჩრდილო დასავლეთით ონსა და ამბროლაურს.
 
საჩხერის მადლიანი მიწა დაფარულია ისტორიისა და კულტურის უმნიშვლოვანესი ძეგლებით: ჭრუჭის, ქორეთის, სავანის, ჭალის, სპეთის, სარეკის, ბაჯითის სამონასტრო კომპლექსებითა და სალოცავებით, სანთელას, დუნთის, მოდინახესა და ჭორვილის ციხეებით; რაიონში მთლიანად აღრიცხულია 127 ძეგლი, რომელთაგან ერთი საკავშირო, 26 რესპუბლიკური, 100 კი ადგილობრივი მნიშვნელობისაა.
 
რაიონში არსებული წიაღისეული: იტავაზის საყალიბე ქვიშები, ბაჯითის კვარცის სილები, მარმარილო, გიშერი, ნავთობი, საკერამიკე თიხები, ხე-ტყე, და გოგირდწყალბადოვანი წყლები ამ დარგების განვითარების და მკურნალობის შესანიშნავ პირობებს ქმნიან.
 
რაიონის ტერიტორიაზე ცივილიზებული ადამიანის ნაკვალევი დადასტურებულია უხსოვარი დროიდან. პირველი არქეოლოგიური მონაპოვარი დაკავშირებულია აკაკი წერეთლის ძმის – დავითის სახელთან. მის შემდეგ რაიონს არქეოლოგთა ყურადღება არ მოჰკლებია ექვთიმე თაყაიშვილის, ბორის კუფტინის, ოთარ ჯაფარიძის, ჯურხა ნადირაძისა და სხვათა ძალისხმევით; ამ ქვეყნიდან უდროოდ წასულმა ჯურხა ნადირაძემ უკანასკნელი გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთმტკიცებებით დაადასტურა რაიონში ცივილიზაციის უწყვეტი განვითარება ადრეული ბრინჯაოს ხანიდან დღემდე.
 
თაობათა ღირსეული მემკვიდრეობითობით უნდა იყოს განპირობებული ის ფაქტი, რომ სამონასტრო კომპლექსებიდან და საეკლესიო ცენტრებიდან წამოსული ესტაფეტა წინა თაობებმა ღირსეულად მოიტანეს დღევანდელობამდე. ამიტომაა დაფარული დღევანდელი საჩხერე სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების, ჯანმრთელობის, კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების ფართო ქსელით.
 
საჩხერე ამაყობს თავის ღირსეული შვილებით: აკაკი და გიორგი წერეთლებით, პაოლო იაშვილით, ვიქტორ ნოზაძით, ივანე გომართელით, მუხრან მაჭავარიანით, ნოდარ შამანაძით, იორამ ქემერტელიძით, ფილიპე ბერიძით, მარი აბრამიშვილით, გივი ჭიჭინაძით და სხვებით. საჩხერემ მისცა მსოფლიო მეცნიერებას 6 აკადემიკოსი: სერგი დურმიშიძე, გიორგი ჭოღოშვილი, მალხაზ აბდუშელიშვილი, ეთერ ქემერტელიძე, ზურაბ ტატაშიძე, მეცნიერების სხვადასხვა დარგის 25 დოქტორი და 60 კანდიდატი.
 
საჩხერეს შორს გაუთქვა სახელი: მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელმა, თეატრისა და კინოს ვარსკვლავებმა: მედეა ჯაფარიძემ, ლეილა და გოჩა აბაშიძეებმა, ოპერის სოლისტმა ნუგზარ გამგებელმა, კომპოზიტორმა მამია ხატელიშვილმა, მუსიკოსებმა: ზურაბ, მარინე, ირინე და ნანა იაშვილებმათ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძალოსნობაში გიორგი ასანიძემ. ყოფილი სსრ კავშირის ჩემპიონმა ავიამოდელიზმში ნოდარ გელბახიანმა; სამშობლოსათვის თავგანწირულმა ბესიკ ქუთათელაძემ .საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერმა გენერალ (სოსო)სამსონ ქუთათელაძემ,და სხვებმა სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა სპორტის დამსახურებულმა მუშაკმა თამაზ ლაშხმა, ხოლო გოგი თოდაძემ და ელგუჯა დვალმა, როგორც მწვრთნელებმა, პირველებმა დაულოცეს გზა გიორგი ასანიძეს ოლიმპიური მწვერვალებისაკენ.
 
== მმართველობა ==
რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რაიონის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
* თემის საკრებულო - 13: [[არგვეთი]]ს ([[ბახიოთი]], [[ირტავაზა]], [[იცქისი]], [[მახათაური]], [[სავანე]], [[შალაური (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|შალაური]], [[ცხამი]]), [[გორისა|გორისის]] ([[გამოღმა არგვეთი]]), [[კორბოული]]ს ([[ნიგვზარა]], [[შომახეთი]]), [[მერჯევი]]ს ([[ივანწმინდა]]), [[საირხე|საირხის]] ([[კალვათა]], [[ჭორვილა]]), [[სარეკი]]ს ([[ბაჯითი]], [[ქვემოხევი]]), [[სინაგური]]ს ([[ზემო ქარზმანი]], [[თედელეთი]], [[ტბეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ტბეთი]], [[ქვემო ქარზმანი]], [[ხახეთი]], [[ჯალაბეთი]]), [[ქორეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ქორეთის]], [[ჩიხა|ჩიხის]] ([[ზედა ორღული]], [[ქვედა ორღული]]), [[ცხომარეთი]]ს ([[მოხვა]]), [[ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ჭალის]] ([[დარყა]], [[დრბო]], [[პერევი]], [[საკოხია]], [[სპეთი]], [[ღონა]], [[ჭურნალი]], [[ჯრია (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ჯრია]]), [[ჭალოვანი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ჭალოვანის]] ([[ვაკისა]], [[ლიჩი]], [[ღოდორა]], [[ხვანი]]), [[ჯალაურთა|ჯალაურთის]] ([[მოძვი]]).
 
== ისტორიული ძეგლები ==
== ეკონომიკა ==
'''[[ჯრუჭის_მონასტერი|ჯრუჭის მონასტერი]] - X საუკუნე'''
==კულტურა==
 
== ღირსშესანიშნაობანი ==
ჯრუჭის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში განათლებისა და კულტურის ცენტრი იყო რაჭა-იმერეთისათვის. ამ მონასტერმა შემოუნახა ქართულ მართმადიდებლობას უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ჯრუჭის ოთხთავად წოდებული სახარება, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული. სამონასტრო კომპლექსი 1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა და აღსადგენია.
[[ფაილი:ჯრუჭის მონასტერი.jpg|thumb|100px|ჯრუჭის მონასტერი]]
 
'''ქორეთის მაცხოვრის ეკლესია - XI საუკუნე'''
[[ფაილი:ქორეთის მაცხოვრის ეკლესია.jpg|thumb|100px|ქორეთის მაცხოვრის ეკლესია]]
„სამებაო წმინდაო შეიწყალე და ადიდე მარიამ დედოფალი და შვილნი მისნი, ეს ბალავარი დაიდგა ქორონიკონსა 220-სა“.
2002 წელს რაიონის საზოგადოებამ ზეიმით აღნიშნა ეკლესიის კედელზე არსებული ამ წარწერის ათასწლოვანი იუბილე.
 
'''[[სავანის_წმინდა_გიორგის_ეკლესია|სავანის წმინდა გიორგის ეკლესია]] - XI საუკუნე'''
 
„სახელითა ღმრთისაითა მე, გიორგი ერის-თავთერისთავმა, ავაშენე ესე წმინდა ეკლესიაი სავანისაი სალოცველად სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხურსი ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის გულზვიადისათვის და მარიამისათვის და დედისა მისისათვის. წმინდაო გიორგი მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა, ამენ იყავნ“.
[[ფაილი:სავანის წმინდა გიორგის ეკლესია.jpg|thumb|100px|სავანის წმინდა გიორგის ეკლესია]]
 
'''სპეთის ღვთაების ეკლესია - XI საუკუნე'''
 
სპეთის ღვთაების ეკლესია კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ამ ეკლესიის კანკელი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გამოფენას ამშვენებს, ხოლო მისი ასლი საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია ექსპონირებული. მის კედლებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები.
[[ფაილი:სპეთის ღვთაების ეკლესია.jpg|thumb|100px|სპეთის ღვთაების ეკლესია]]
 
'''აკაკის სასახლე - XIX საუკუნე'''
 
აი, ამ სახლში დაიბადა საქართველოს ბულბულად წოდებული პოეტი აკაკი წერეთელი. სასახლე ააგო აკაკის მამამ, თავადმა როსტომ როსტომის ძე წერეთლმა 1834 წელს. ამ ფაქტს ადასტურებს სასახლის მზიდ კედელში ჩატანებული თლილი ქვა სამშენებლო წარწერით.
[[ფაილი:აკაკის სასახლე.jpg|thumb|100px|აკაკის სასახლე]]
 
'''აკაკის ძიძის ქოხი'''
 
აი, ამ ქოხში იზრდებოდა ექვს წლამდე სოფელ სავა-ნეში გაძიძავებული მომავალი მგოსანი და „საქართველოს უგვირგვინო მეფე“, აკაკი წერეთელი.
 
პოეტი უდიდესი კმაყოფილებით იხსენებდა სოფელში ძიძასთან გატარებულ წლებს: „თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი უფრო იმის წყალობით, რომ სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ერთად ვიზრდებოდი“.
[[ფაილი:აკაკის ძიძის ქოხი.jpg|thumb|100px|აკაკის ძიძის ქოხი]]
 
'''ბაჯითის სამების ეკლესია - XII საუკუნე'''
 
ბაჯითის სამების ეკლესია გიორგი ბოჭორიძის აღწერილობით, ერთნავიანი მცირე ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვისა და კირისაგან. ამ ეკლესიამ შემოგვინახა ხარების, შობის, ნათლისმცემლის ხატები და კურთხევანი ხუცური დამწერლობით.
 
'''წმინდა ნინოს ეკლესია - XX საუკუნე'''
==სქოლიო==
<references />
 
1903 წელს აშენებული წმინდა ნინოს ეკლესია ბუნების სტიქიამ მთლიანად გაანადგურა. პარლამენტარ თეიმურაზ ხურციძის ინიციატივით 1994 წელს დაიწყო მშენებლობა. წელიწადნახევრის შემდეგ იგი გააგრძელა ქველმოქმედმა გოჩა ჭიღლაძემ. მშენებლობა დაასრულდა 1997 წელს. ეკლესია მოქმედია, მღვდელთმსახურებას ეწევა დეკანოზი დავითი (კაციტაძე).
 
{{commonscat|Sachkhere district|საჩხერის მუნიციპალიტეტი}}
 
{{ესკიზი-საქართველო}}
{{იმერეთი}}
{{საჩხერის მუნიციპალიტეტი}}

სანავიგაციო მენიუ