ვარდიკო ნადიბაიძე
ვარდენ ნადიბაიძე | |
![]() | |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 აპრილი, 1994 – 27 აპრილი, 1998 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | გიორგი ყარყარაშვილი |
მემკვიდრე | დავით თევზაძე |
დაბადებული | 31 მარტი, 1939 მლეთა, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
მამა | მიხეილ ნადიბაიძე |
დედა | სიდონია ნადიბაიძე |
მეუღლე | სუსანა ნადიბაიძე |
შვილები | 2 |
განათლება | რიაზანის სამხედრო-საავტომობილო სასწავლებელი |
წოდება | ![]() გენერალ-ლეიტენანტი |
საქმიანობა | სამხედრო |
ჯილდოები | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
ვარდენ ნადიბაიძე (დ. 31 მარტი, 1939, მლეთა) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1994 წლის 25 აპრილიდან 1998 წლის 27 აპრილამდე. საპატიო ნიშნისა და წითელი ვარსკვლავის ორდენების კავალერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვარდიკო ნადიბაიძე დაიბადა 1939 წლის 31 მარტს სოფელ მლეთაში, დუშეთის რაიონში, მიხეილ და სიდონია ნადიბაიძეების ოჯახში. დაამთავრა რიაზანის სამხედრო საავტომობილო სასწავლებელი 1961 წელს. 1967-1972 წლებში სწავლობდა ა. ვ. ხრულიოვის სახელობის ზურგის სამსახურის და ტრანსპორტის სამხედრო აკადემიაში (ლენინგრადი). აკადემიის დამთავრებისთანავე დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მე-4 საერთო-საჯარისო არმიის 75-ე მოტომსროლელი დივიზიის 34-ე მოტომსროლელი პოლკის საავტომობილო სამსახურის უფროსად.
1974 წელს გახდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსი ოფიცერი მომარაგების დარგში. 1975–1976 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ავტოინსპექციის უფროსი; 1976–1978 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავტოინსპექციის უფროსი ინსპექტორი; 1978–1986 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსის მოადგილე. 1986 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსად. 1992 წელს დაინიშნა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდლის მოადგილედ შეიარაღების დარგში.
1992-1994 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე; 1994 წლის 17 აპრილიდან 1998 წლის 28 აპრილამდე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპატიო ნიშანი
წითელი ვარსკვლავის ორდენი
ორდენი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის“ (III ხარისხი)
მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა ვეტერანი“
მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“
საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წელი“
საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 60 წელი“
საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 70 წელი“
მედალი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი)
მედალი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი)
მედალი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (III ხარისხი)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 276, თბ., 2017 წელი
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 114-115, ISBN 978-9941-0-7386-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვარდიკო ნადიბაიძე“ ვიკისაწყობში.
- ვარდიკო ნადიბაიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვარდიკო ნადიბაიძე — ბიბლიოვიკი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- შრომითი წარჩინებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- III ხარისხის სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის ორდენის კავალრები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა ვეტერანის ორდენით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 60 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 70 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- უმწიკვლო სამსახურისათვის I ხარისხის მედლით დაჯილდოებულები
- უმწიკვლო სამსახურისათვის II ხარისხის მედლით დაჯილდოებულები
- უმწიკვლო სამსახურისათვის III ხარისხის მედლით დაჯილდოებულები
- დაბადებული 31 მარტი
- დაბადებული 1939
- დუშეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საბჭოთა გენერალ-მაიორები
- საქართველოს თავდაცვის მინისტრები
- ქართველი გენერლები
- ნადიბაიძეები