შინაარსზე გადასვლა

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბისაქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი სამხედრო შტაბი. ის არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების უფროსს. გენერალური შტაბის ძირითადი პასუხისმგებლობაა დაეხმაროს თავდაცვის უფროსს სამხედრო მართვისა და თავდაცვის ძალების ოპერატიული კონტროლის სხვადასხვა ამოცანებში. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილე. მას ნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1991 წელს. მას ეწოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 2008 წლამდე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი 2008 წლიდან 2013 წლამდე,[1] კვლავ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 2018 წლამდე. 2018 წლიდან - თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი (ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც 2018 წლიდან დაექვემდებარა თავდაცვის ძალების უფროსს).

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს, ძირითადად, ევალება დაეხმაროს საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსს სხვადასხვა ფუნქციებში. ამრიგად, გენერალური შტაბი პასუხისმგებელია:[2]

  • მონაწილეობა თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში და სამხედრო საფრთხეების შეფასებაში
  • სარდლობის სტრუქტურის განვითარებაში
  • წვევამდელთა დაქირავების გეგმისა და განრიგის შედგენაში
  • სამხედროების მომზადების რეგულირებაში
  • განათლებისა და წვრთნების დაგეგმვაში
  • სამხედრო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანებში

გენერალური შტაბი მოიცავს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:[2]

  • J-1 პერსონალის დეპარტამენტი
  • J-2 დაზვერვის დეპარტამენტი
  • J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი
  • J-4 ლოჯისტიკური დაგეგმარების დეპარტამენტი
  • J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი
  • J-6 კავშირგაბმულობის და საინფორმაციო სისტემების დეპარტამენტი
  • J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი
  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი
  • საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო
  • შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო
  • სამედიცინო დეპარტამენტი
  • სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი
  • კავშირგაბმულობის და უზრუნველყოფის ცენტრი

გენერალური შტაბის უფროსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლამდე გენერალური შტაბის უფროსი იყო შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი. 2018 წლიდან შტაბის უფროსი ექვემდებარება თავდაცვის ძალების მეთაურს. წინა გენშტაბის უფროსების შესახებ იხილეთ საქართველოს თავდაცვის ძალები.

  1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულება (13 დეკემბერი, 2018).
  2. 2.0 2.1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულება (22 ნოემბერი, 2013).
  3. ზაზა ჩხაიძე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2025
  4. „გიორგი მათიაშვილი“. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-21. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. ჯონი ტატუნაშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2025