ჯონი ფირცხალაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯონი ფირცხალაიშვილი ხვდება რიჩარდ მაიერსს თბილისში, 2002 წლის 23 ნოემბერი.

ჯონი მიხეილის ძე ფირცხალაიშვილი (დ. 22 მაისი, 1947, ლანჩხუთი) — ქართველი გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი (1991-1992), გენერალური შტაბის უფროსი (1998-2003).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ლანჩხუთის პირველი საშუალო სკოლა. 1965-1970 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1970 წელს, როგორც თადარიგის ლეიტენანტი, გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. 1970-1972 წლებში მსახურობდა ოდესის სამხედრო ოლქში ოცმეთაურად. 1972-1973 წლებში მეთაურობდა მოტომსროლელ ასეულს. 1973-1974 წლებში იყო ბატალიონის შტაბის უფროსი. 1974 წელს დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და დაინიშნა მოტომსროლელი ბატალიონის შტაბის უფროსად. 1974-1978 წლებში მსახურობდა მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურად. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ურალის სამხედრო ოლქში სასწავლო მოტომსროლელი პოლკის შტაბის უფროსად. მსახურობდა სამხედრო მრჩევლად ეთიოპიაში. 1978-1981 წლებში მსახურობდა კარპატისპირეთის სამხედრო ოლქში სასწავლო მოტომსროლელი პოლკის შტაბის უფროსად. 1981-1982 წლებში იყო მოტომსროლელი პოლკის მეთაურის მოადგილე. 1982-1983 წლებში — მოტომსროლელი პოლკის მეთაური. 1983-1985 წლებში იყო მოტომსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი. 1985-1988 წლებში იყო მოტომსროლელი დივიზიის მეთაური. 1988-1990 წლებში მსახურობდა უკრაინის სსრ-ში, ვინიცის ოლქის სამხედრო კომისრად.

1990-1991 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო კომისრად. 1991 წლის 15 აგვისტოდან 1992 წლის 6 იანვრამდე იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თავდაცვის მინისტრი. 1992-1993 წლებში მუშაობდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამხედრო კონსულტანტებისა და ინსპექტორების ჯგუფის უფროსის მოადგილედ – მთავარ სამხედრო კონსულტანტად. 1993-1996 წლებში იმყოფებოდა თადარიგში. 1996-2003 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში სახმელეთო ჯარების სარდლად, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, პირველ მოადგილედ. 1998 წლიდან 2003 წლის სექტემბრამდე იყო გენერალური შტაბის უფროსი.

2003 წელს გავიდა თადარიგში. ამჟამად ცხოვრობს ფეოდოსიაში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაჯილდოებულია „წითელი ვარსკვლავის“ ორდენით (1982). არის „ვახტანგ გორგასლის“ ორდენის III, II და I ხარისხის (2003) კავალერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
1991 – 1992
შემდეგი:
ლევან შარაშენიძე
წინამორბედი:
საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი
1998 – 2003
შემდეგი:
გივი იუკურიძე