კვიპრიანე სამთავნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვიპრიანე სამთავნელი — XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე (სამთავისის ეპისკოპოსი), მთარგმნელი. წარმოშობით დიდგვაროვანი იყო, არაგვის ერისთავთა ოჯახისშვილი, განათლება მიიღო იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოზის ხელმძღვანელობით. კარგად იცოდა ბერძნული ენა. დომენტი კათალიკოსის დავალებით ბერძნულიდან თარგმნა ლიტურგიკული თხზულება „კურთხევანი“, რომელიც ორი (მოკლე და გრძელი) რედაქციით დამკვიდრდა ქართულ ღვთისმსახურებაში. დომენტი კათალიკოსისავე დავალებით თარგმნა „განმარტება ეკლესიისა და კურთხევა მისი“. 1703 წელს ბერძნულიდან თარგმნა „საქმენი შვიდთა სასიკვდინეთა ცოდვათანი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მწერლობა : ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. I, თბ.: „განათლება“, 1984. — გვ. 152-153.