ფლაინგ-ფიში
| დედაქალაქი | |
|---|---|
|
ფლაინგ-ფიში ინგლ. Flying Fish Cove | |
![]() შობის კუნძული | |
| ქვეყანა |
|
| ავსტრალიის გარე ტერიტორიები | შობის კუნძული |
| კოორდინატები | 10°25′18″ ს. გ. 105°40′41″ ა. გ. / 10.42167° ს. გ. 105.67806° ა. გ. |
| დაარსდა | 1888 |
| ცენტრის სიმაღლე | 135 მეტრი |
| მოსახლეობა | 1347 კაცი (2011) |
| სასაათო სარტყელი | UTC+7 |
ფლაინგ-ფიში (ინგლ. Flying Fish Cove) — მთავარი დასახლებული პუნქტი ავსტრალიის კუთვნილი გარე ტერიტორიის შობის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
დაარსდა 1888 წელს, ბრიტანელების მიერ. ფლაინგ-ფიში ამჟამად წარმოადგენს შობის კუნძულის ადმინისტრაციულ ცენტრს და მისი მოსახლეობა შეადგენს 1347 ადამიანს (2011).[1]
შობის კუნძულზე მცხოვრები 2072 ადამიანიდან (2011) დაახლოებით 65 % ცხოვრობს ფლაინგ-ფიშში — 1347 კაცი. აქ არის პატარა ყურე, რომელსაც შეუძლია იახტებით ტურისტების მიღება, ასევე აქ მდებარეობს ფლაინგ-ფიშიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული აეროპორტი. დასახლებული პუნქტის სანაპიროზე შესაძლებელია დაივინგით გართობაც.
იქვე ფლაინგ-ფიშიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს დასახლება სილვერ-სიტი, რომელშიც აშენებულია მდგრადი, ციკლონისგან კარგად დაცული ალუმინისგან და სხვა მასალებისაგან აგებული შენობები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფლაინგ-ფიში
- ფლაინგ-ფიშის შესახებ დაარქივებული 2018-06-08 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||||||||
