შინაარსზე გადასვლა

ვესტ-აილენდი (ქოქოსის კუნძულები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ვესტ-აილენდი
ინგლ. West Island
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
დაქვემდებარება დედაქალაქი
ავსტრალიის გარე ტერიტორიები ქოქოსის კუნძულები
კოორდინატები 12°11′13″ ს. გ. 96°49′42″ ა. გ. / 12.18694° ს. გ. 96.82833° ა. გ. / -12.18694; 96.82833
ფართობი 6,2 კმ²
მოსახლეობა 133 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 21,45 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა მალაელები
სასაათო სარტყელი UTC6:30
ვესტ-აილენდი (ქოქოსის კუნძულები) — ავსტრალია
ვესტ-აილენდი (ქოქოსის კუნძულები)

ვესტ-აილენდი (ინგლ. West Island) — ავსტრალიის კუთვნილი გარე ტერიტორიის ქოქოსის კუნძულების დედაქალაქი. ავსტრალიიდან დაშორებულია 2100 კილომეტრით. მოსახლეობა — 133 კაცი[1] (2011). ის ორი დასახლებული კუნძულიდან ერთ-ერთია (მეორეა სოფელი ბანტამი — 421 კაცი (2011) ჰოუმ-აილენდის კუნძულზე). მოსახლეობის დიდი ნაწილი მალაელია.

ვესტ-აილენდი მდებარეობს იმავე დასახელების კუნძულზე და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თავმოყრილია კუნძულის ცენტრში. აქ არის საავადმყოფო, რამდენიმე ოტელი და კაფე. კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებზე გაშენებულია პალმის პლანტაციები. ჩრდილოეთით ცისტერნებისათვის გამოყოფილია ადგილი საწვავის შესანახად. იქვე მდებარეობს პლაჟი და იზოლირებული ადგილი. მეორე მსოფლიო ომის დროს აშენებული აეროპორტის გვერდით მოქმედებს მეტეოროლოგიური ობსერვატორია. კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს 1995 წელს შექმნილი პულუს ეროვნული პარკი (Pulu Keeling National Park).[2]

  1. მოსახლეობის აღწერა Citypopulation (2011)
  2. Pulu Keeling National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-29. ციტირების თარიღი: 2011-09-24.