ასოცირებული სახელმწიფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასოცირებული სახელმწიფო, ასოცირებული წევრი, თავისუფალი ასოციაცია, თავისუფლად მიერთებული სახელმწიფო — ორმხრივ საფუძველზე არაერთი და იგივე მნიშვნელობის სახელმწიფოების გაერთიანების კონფედერაციული ფორმა, რომლის დროსაც სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფორმალურად შენარჩუნებული პატარა სახელმწიფო საკუთარი სახელისუფლებო უფლებამოსილების მნიშვნელოვან ნაწილს ანდობს დიდ სახელმწიფოს. როგორც წესი ეს უფლებამოსილებებია საგარეო პოლიტიკა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, შეიარაღებული ძალები. ასოცირებული სახელმწიფო ფაქტობრივად წარმოადგენს პროტექტორატის ნაირსახეობას; ბევრ შემთხვევაში იგი თავისზე დამოკიდებული ტერიტორიის საგარეო დამოკიდებულების გარდამავალი ფორმაა, რომელიც იმყოფება კოლონიასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსებს შორის.

ამჟამად არსებული ასოცირებული ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოკიდებული პარტნიორი მთავარი ქვეყანა ასოცირების თარიღი დამოკიდებულების დონე საერთაშორისო სტატუსი
კუკის კუნძულების დროშა კუკის კუნძულები ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 4 აგვისტო, 1965 ახალი ზელანდია კუკის კუნძულების სახელით მოქმედებს საერთაშორისო ურთიერთობებსა და თავდაცვის საჯკითხებში, ოღონდ მხოლო კუკის კუნძულების მოთხოვნის საფუძველზე და ასევე მათი კონტროლით.[1][2][3] აღიარებულია გაერთიანებული ერების მიერ თუმცა არ არის წევრი.
ნიუეს დროშა ნიუე ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 19 ოქტომბერი, 1974 ახალი ზელანდია ნიუეს სახელით მოქმედებს საერთაშორისო ურთიერთობებსა და თავდაცვის საჯკითხებში, ოღონდ მხოლო ნიუეს მოთხოვნის საფუძველზე და ასევე მათი კონტროლით.[4][5] აღიარებულია გაერთიანებული ერების მიერ თუმცა არ არის წევრი.
მარშალის კუნძულების დროშა მარშალის კუნძულები აშშ-ის დროშა აშშ 21 ოქტომბერი, 1986 აშშ უზრუნველყოფს მარშალის კუნძულების დაცვას, აფინანსებს გრანტებით და მოქალაქეებს უზრუნველყოფს სოციალური სამსახურებით.[6] გაერთიანებული ერების წევრი ქვეყანა
მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დროშა მიკრონეზიის ფედერაციული შტატები აშშ-ის დროშა აშშ 3 ნოემბერი, 1986 აშშ უზრუნველყოფს მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დაცვას, აფინანსებს გრანტებით და მოქალაქეებს უზრუნველყოფს სოციალური სამსახურებით.[7] გაერთიანებული ერების წევრი ქვეყანა
პალაუს დროშა პალაუ აშშ-ის დროშა აშშ 1 ოქტომბერი, 1994 აშშ უზრუნველყოფს პალაუს დაცვას, აფინანსებს გრანტებით და მოქალაქეებს უზრუნველყოფს სოციალური სამსახურებით.[8] გაერთიანებული ერების წევრი ქვეყანა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CIA. (15 July 2010) The Cook Islands at the CIA's page. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 July 2010. ციტირების თარიღი: 2010-07-15.
  2. Government of New Zealand. Cook Islands Constitution Act 1964. New Zealand Parliamentary Counsel Office. ციტირების თარიღი: 2015-08-21.
  3. Government of New Zealand. Cook Islands Constitution Commencement Order 1965. New Zealand Parliamentary Counsel Office. ციტირების თარიღი: 2015-08-21.
  4. CIA. (15 July 2010) Niue at the CIA's page. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 July 2010. ციტირების თარიღი: 2010-07-15.
  5. Government of New Zealand. Niue Constitution Act 1974. New Zealand Parliamentary Counsel Office. ციტირების თარიღი: 2015-08-21.
  6. CIA. (15 July 2010) Marshall Islands at the CIA's page. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 July 2010. ციტირების თარიღი: 2010-07-15.
  7. CIA. (15 July 2010) FSM at the CIA's page. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 July 2010. ციტირების თარიღი: 2010-07-15.
  8. CIA. (15 July 2010) Palau at the CIA's page. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 July 2010. ციტირების თარიღი: 2010-07-15.