პანამის ყელი
პანამის ყელი მისი ისტორიული სახელია დარიენის ყელი — მიწის ვიწრო ზოლი, რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეს შორის, ასევე აკავშირებს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას. ის მდებარეობს პანამაში, პანამის არხის ტერიტორიაზე. როგორც უმეტესობა ყელს მასაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
პანამის ყელი ჩამოყალიბდა დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ, პლიოცენის ეპოქაში. ამ მოვლენამ განაცალკევა წყნარი და ატლანტიკის ოკეანეები და შექმნა გოლფსტრიმის დინება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიბის ზღვაში ცურვის დროს ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ გაიგო ადგილობრივი ინდიელებისგან, რომ არსებობდა სამხრეთის ზღვა. 1513 წლის 25 სექტემბერს ის გახდა პირველი ეფროპელი, ვინც წყნარი ოკეანე იხილა. 1519 წელს ინდიელების სამოსახლოს მახლობლად შეიქმნა პატარა დასახლება პანამა. პერუს აღმოჩენის შემდეგ ის სწრაფად განვითარდა და გახდა სავაჭრო ცენტრი. 1671 წელს უელსელმა მეკობრემ ჰენრი მორგანმა გადაკვეთა პანამის ყელი და დაარბია დასახლება. ამის შემდეგ დასახლებამ გადაინაცვლა რამდენიმე კილომეტრით დასავლეთით მდებარე ნახევარკუნძულზე. ძველი ქალაქის ნანგრევები დაცულია და 1997 წლიდან გამოცხადებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mellander, Gustavo A.(1971) The United States in Panamanian Politics: The Intriguing Formative Years. Daville,Ill.:Interstate Publishers. OCLC 138568.
- Mellander, Gustavo A.; Nelly Maldonado Mellander (1999). Charles Edward Magoon: The Panama Years. Río Piedras, Puerto Rico: Editorial Plaza Mayor. ISBN 1-56328-155-4. OCLC 42970390.