პალმის ღვინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პალმის ღვინო — ცნობილი, როგორც ტოდდი, ალკოჰოლური სასმელი, რომელიც იქმნება სხვადასხვა სახეობის პალმის ხის წვენისგან, მაგალითად, პალმირასა და ქოქოსის პალმებისგან. [1] [2] იგი ცნობილია სხვადასხვა სახელით სხვადასხვა რეგიონში და გავრცელებულია აზიის, აფრიკის, კარიბის ზღვის აუზის, სამხრეთ ამერიკისა და მიკრონეზიის სხვადასხვა ნაწილში.

მცირე მეწარმეებისა და ცალკეული ფერმერების მიერ პალმის ღვინის წარმოებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მცენარის კონსერვაციას, რადგან პალმები ხდებიან რეგულარული საყოფაცხოვრებო შემოსავლის წყარო, რაც შეიძლება ეკონომიკურად აღემატებოდეს გაყიდული მერქნის ღირებულებას. [3]

პალმის ღვინო კამერუნში ცნობილია, როგორც მატანგო, მბუჰ, ტუმბუს ალკოჰოლური სასმელი და თეთრი სასმელი. ემუ, ნკვუ - ნიგერიაში; პოიო - სიერა ლეონეში, ნსამბა - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში; „მანჯენვო“ ანგოლაში; ნსაფუფუო განაში; [4] „ტაადი“ ჩრდილოეთ ინდოეთში, „თჰატი კალუ“ (కల్లు) in ტელუგუს ენაზე , „კალ“ (கள்) ტამილურ ენაზე და „კალუ“ (കള്ള്) მალაიალამურ ენაზე; ჰტან იეი (ထန်း ရည်) მიანმარში; და ტოდი მალაიზიასა და შრი-ლანკას ინგლისურ ენაზე; მნაზი კენიაში; გორიბონი საბაჰი, კალიმანტანში; ვინო დე კოიოლი ცენტრალურ ამერიკაში; ტუბა მარიანას არქიპელაგში; და ტუბა ფილიპინებსა და მექსიკაში, ასევე ბორნეოში. ტოდი ასევე მოიხმარება შრი-ლანკასა და მიანმარში.

აფრიკაში, პალმის ღვინის შესაქმნელად ყველაზე ხშირად იყენებენ ვერცხლის ფინიკის წვენს (Phoenix sylvestris). პალმის ღვინის ტუმბვის პროცესი აღწერილია ნიგერიელი მწერლის ჩინუა აჩებეს რომანში „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“, ასევე, ის წარმოადგენს ნიგერიელი მწერლის ამოს ტუტუოლას რომანის „პალმის ღვინის სასმელის“ სიუჟეტს. პალმის ღვინო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნიგერიის ზოგიერთ ცერემონიაში, მაგალითად იგბოს ხალხებში და სხვაგან ცენტრალურ თუ დასავლეთ აფრიკაში. სტუმრებს ქორწილებში, დაბადების დღეებზე, დღესასწაულებსა და დაკრძალვის დროს თავაზობენ უხვად. პალმის ღვინო ხშირად სამკურნალო მცენარეებით არის გაჟღენთილი, სხვადასხვა ფიზიკური ტკივილების სამკურნალოდ.

ამოტუმბვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოდის მტუმბავები მუშაობენ ქოქოსის პალმის ხეზე

წვენს მოიპოვებს და აგროვებს მტუმბავი. როგორც წესი, წვენს აგროვებენ პალმის ხის მოჭრილი ყვავილიდან. წვნიანის შესაგროვებლად კონტეინერი მაგრდება ყვავილის ღეროზე. თეთრი სითხე, რომელიც თავდაპირველად მოედინება, ძალიან ტკბილი და არაალკოჰოლურია იქამდე სანამ არ ადუღდება. ალტერნატიული მეთოდია მთელი ხის მოჭრა. იქ სადაც ეს ხდება, ზოგჯერ ცეცხლს უკიდებენ მოჭრილ ბოლოში, რათა წვენის გამოდინებას შეუწყონ ხელი.

პალმის წვენი დუღილს იწყებს შეგროვების შემდეგ დაუყოვნებლივ, ჰაერში არსებული ბუნებრივი საფუარის გამო (ხშირად პალმის წვენის ჭურჭელშიც ამატებენ საფუარს). ორსაათიანი დუღილის შედეგად მიიღება არომატული ღვინო 4 %-მდე ალკოჰოლის შემცველობით, მსუბუქად დამათრობელი და ტკბილი. შეიძლება გახანგრძლივდეს ღვინის დუღილის პროცესი ერთ დღემდე, უფრო ძლიერი და მჟავე გემოს მისაღებად. ზედმეტად გრძელი დუღილი ღვინის ნაცვლად ძმარს წარმოქმნის. [5]

დისტილაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალმის ღვინის დისტილაცა შესაძლებელია უფრო ძლიერი სასმელის შესაქმნელად, რომელიც რეგიონის მიხედვით სხვადასხვა სახელს ატარებს (მაგ., არრაკი, სოფლის ჯინი, ჩარაამი და ქანთრის ვისკი ).

ფილიპინებში პალმისგან დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელს ლამბანოგი ეწოდება, რომელიც მზადდება დაძველებული ტუბასგან. მას აქვს ძალიან მაღალი ალკოჰოლი შემცველობა, 40–45 % . [6] [7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Enjoying ‘tuak’ in Batak country by Wan Ulfa Nur Zuhra, NORTH SUMATRA, Feature, 21 January 2013 Jakarta Post
  2. Rundel, Philip W. The Chilean Wine Palm დაარქივებული 2006-01-04 საიტზე Wayback Machine. in the Mildred E. Mathias Botanical Garden Newsletter, Fall 2002, Volume 5(4). Retrieved 31 August 2008
  3. Confirel:Sugar Palm Tree – Conservation of natural heritage. Retrieved 15 April 2012
  4. Toddy and Palm Wine – Practical Answers დაარქივებული 2008-07-05 საიტზე Wayback Machine. on the Practical Action website. Retrieved 31 August 2008
  5. Fermented and vegetables. A global perspective. Chapter 4.. ციტირების თარიღი: 5 February 2018
  6. How Tuba and Bahalina, Also Known as Coconut Wine, Are Made. ციტირების თარიღი: 21 April 2019.
  7. Philippine Fermented Foods: Principles and Technology.