ვისკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჭიქა ვისკით.

ვისკი (ინგლ. whisky ან whiskey)[1] — ძლიერ ალკოჰოლიანი, არომატული, შოტლანდიურ-ირლანდიური ტრადიციული სასმელი, რომელიც მარცვლეულის (ქერი, სიმინდი, ჭვავი), წყლისა და საფუარისგან მზადდება. მარცვლეულისაგან ან ალაოსგან მიღებული სპირტი, დაძველების და არომატის მიღების მიზნად, ინახება ამერიკულ და ევროპულ მუხის კასრებში, რომლებშიც ადრე ძველდებოდა ამერიკული ბურბონი ან ევროპული ჰერესი. არსებობს ვისკის რამდენიმე სახეობა: ერთ-ალაოიანი (Single malt — კლასიკური შოტლანდიური), შერეულ ალაოიანი (blended malt), მარცვლეულის (grain — ითვლება შედარებით დაბალი კატეგორიის ვიდრე Malt), შერეული (blended — რომელშიც უმეტესი წილი არის მარცვლეულის ვისკის სპირტები, ხოლო გარკვეული დოზით ალაოს), ერთი კასრიდან ჩამოსხმული (single Cask) და კასრის ალკოჰოლური სიმძაფრის, (Cask strength) რომელშიც ალკოჰოლის კონცენტრაცია 70%-მდეც კი აღწევს). მსოფლიოში, ყველაზე გავრცელებულ და გაყიდვად ვისკებათ ითვლება ისეთი შერეული ვისკები (ბიუჯეტური ფასის გამო), როგორებიცაა: J& B, Grant's, Ballantine's, Johnnie Walker Red და ა. შ. მაგრამ აგრეთვე არსებობს მაღალი ხარისხის, დაძველებული შერეული ვისკებიც, რომლებშიც არის ალაოს სპირტების მაღალი კონცენტრაცია, მაგალითად: Chivas Regal (18–25-წლიანი), Johnnie Walker (Gold-Blue), Islay Mist და ა. შ.

ვისკი ასევე იწარმოება: აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში და რამოდენიმე ქვეყანაში. აშშ-ში, ისევე როგორც შოტლანდიაში არსებობს ვისკის რამდენიმე სახეობა. მათ შორის ყველაზე ცნობილია: Tennessee whiskey (მაგ: Jack Daniel’s) და Bourbon whiskey (მაგ: makers mark, bakers). კასრში ჩასხმამდე ამერიკული ვისკი, სპეციალურად მომზადებულ ნახშირზე გადის მაღალი დონის ფილტრაციის ეტაპს, და სპირტი ხდება ბევრად უფრო რბილი და გაწმენდილი ისეთი მავნე ნივთიერებებისაგან, როგორიცაა: ეთერ-ზეთები, ალდეჰიდები, აცეტონი და ა.შ. განსხვავებით შოტლანდიური ვისკებისა, რომლებიც იყენებენ ქერის ალაოს, ამერიკული ბურბონი და ტენესი შეიცავს, მინიმუმ 51% სიმინდის დისტილატს. მაგალითად, ყველასათვის ცნობილი Jack Daniel’s-ში არის 80% სიმინდის, 12% ქერის ალაოს და 8% ხორბლის დისტილატი. რაც შეეხება დაძველების ეტაპს, ისინი ძველდება ახალ, ამერიკულ მუხის, გამომწვარ თეთრ კასრებში, მინიმუმ ორწლიანი პერიოდით. ამერიკელები ,როგორც ირლანდიელები თავიანთ სასმელს აწერენ WHISKEY (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, მაგ: makers mark-ს, რომელსაც აწერია WHISKY და ასევე რამდენიმეს) ბოლო წლებში დიდი აქტუალურობა მოიპოვა იაპონურმა ვისკებმა, რომლებმაც ძალიან ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე მოიპოვეს გამარჯვება. მათი დამზადების ტექნოლოგია არის ისეთივე, როგორიც შოტლადიაში. დისტილატს ღებულობენ ქერის ალაოდან და შემდეგში აშრობენ შოტლანდიაში შეძენილი ტორფით, რაც სასმელს ანიჭებს იმ არომატს, რომელი არომატითაც ფასობს კუნძულოვანი შოტლანდიური ვისკები. რაც შეეხება კანადურ ვისკებს, ძირითადად იყენებენ ჭვავის დისტილატს (ასევე ხორბალს და სიმინდს), რადგანაც კლიმატური პირობების გამო ისეთი მარცვლოვანი კულტურა, როგორიც ქერია იშვიათად ხარობს. კანადაში აწარმოებენ კუპაჟირებულ (blended) ვისკებს. მათი სპირტები ხასიათდება რბილი არომატებით. რაც შეეხება დაძველებას, ის რეგლამენტით არის განსაზღვრული და უნდა იყოს დაძველებული მინიმუმ 3 წლით, გამომწვარ მუხის კასრებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ თავდაპირველად დისტილაციის დანადგარი შოტლანდიაში შეიტანეს ქრისტიანმა ჯვაროსნებმა, რის შემდეგადაც შოტლანდიელი ბერები მონასტრებში მას გამოიყენებდნენ სამკურნალო საშუალებად. აღსანიშნავია, რომ ის ისეთი პოპულარული სასმელი გახდა, რომ მას შოტლანდიელებმა დაარქვეს სიცოცხლის წყალი (uisge beatha კელტურად). მალე ეს სახელწოდება ინგლისელმა დამპყრობლებმა Whisky-თ ჩაანაცვლეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სასმელის ისტორიას გააჩნია ირლანდიური ვერსიაც. დღესდღეობით შოტლანდიაში, არის 90-მდე ვისკის მწარმოებელი კომპანია, ხოლო ირლანდია ამ მხრივ ბევრად ჩამორჩება შოტლანდიას და ის მსოფლიო ბაზარზე 12-მდე ძირითადი მწარმოებლით ფიგურირებს. აგრეთვე დადასტურებულია, რომ პირველი ოფიციალური და ლიცენზირებული ვისკის საწარმო აღმოჩენილია ირლანდიაში 1608 წელს – ეს არის ცნობილი Bushmills-ის საწარმო.

არსებობს ორი მთავარი განსხვავება ირლანდიურ და შოტლანდიურ ვისკებს შორის:

  • შოტლანდიური ვისკი დისტილირდება ორჯერ, ხოლო ირლანდიური – სამჯერ.
  • შოტლანდიური ვისკის წარწერაზე არის 6 ასო (Whisky), ხოლო ირლანდიურზე – 7 (Whiskey), ისევე, როგორც ამერიკულზე და კანადურზე (არსებობს სხვაობებიც მარცვლის გაშრობის ტექნოლოგიის მხრივ)

ვისკის წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონები, სადაც აწარმოებენ ვისკის სპირტებს

არსებობს ხუთი რეგიონი შოტლანდიაში, სადაც განლაგებულია კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ალაოიან სპირტებს. ამ საწარმოებში ხარისხი კონტროლდება უმაღლეს დონეზე, რაც არის გარანტი იმისა, რომ მომხმარებელი შეიძენს უმაღლესი კატეგორიის ნაწარმს. ეს რეგიონები და კომანიებია:

  • The Lowlands კომპანიები: Auchentoshan, Bladnoch, Glenkinchie, Eden Mill, Kingsbarns.
  • Speyside კომპანიები: Aberlour, Balvenie, Cardhu, Cragganmore, Dalwhinnie, Glenfarclas, Glenglassaugh, Glenfiddich, Speyburn, The Glenlivet, Glenrothes.
  • The Highlands, რომელშიც ასევე შედის The Islands-ის (ეს არ არის იგივე, რაც Islay, რომელიც ცალკე რეგიონად არის წარმოდგენილი) კომპანიები: The Macallan, Aberfeldy, Balblair, Ben Nevis, Dalmore, Glen Ord, Glenmorangie, Oban, Glendronach, Old Pulteney and Tomatin, Arran, Jura, Tobermory, Highland Park, Scapa და Talisker.
  • Campbeltown კომპანიები: Glen Scotia, Glengyle, Springbank.
  • Islay. კომპანიები: Ardbeg, Bowmore, Bruichladdich, Bunnahabhain, Caol Ila, Kilchoman, Lagavulin, Laphroaig.

ამ რეგიონებიდან განსხვავებულად გამოყოფენ The Highlands-ის დაქვემდებარებაში მყოფ The Islands-ის კუნძულოვან და ასევე რეგიონ Islay-ის კუნძულის ვისკებს. ამ მიდამოებში ისხმება ეგრეთ წოდებული შებოლილი ვისკები. ისინი გამორჩეულია თავიანთი განსხვავებული არომატებით, რომლებიც მოიცავენ ზღვის მინერალების (იოდი და ა. შ.), წყალმცენარეების და კვამლის არომატს (რომელიც მიღებულია მარცვლის ტორფზე გაშრობის შედეგად). ამ კატეგორიას მიეკუთვნება ვისკები: Ardbeg, Talisker, Bowmore, Lagavulin, Laphroaig, Kilchoman, Arran, Islay of Iura, Highland Park, Scapa, Caol Ila, Bruichladdich Bunnahabhain და Tobermory.

ირლანდიას, შოტლანდიისგან განსხვავებით გააჩნია მხოლოდ 12-მდე კომპანია, რომელიც აწარმოებს სპირტებს. ეს კომპანიებია:

  • Alltech
  • Blackwater
  • Cooley
  • Dingle
  • The Echlinville
  • Glendalough
  • Kilbeggan
  • New Midleton
  • Old Bushmills Distillery
  • Teeling Distillery
  • Tullamore
  • The Connacht Whiskey Company

რაც შეეხება აშშ-ს, ისინი აწარმოებენ უამრავი კატეგორიის და დასახელების ვისკებს. შეგვიძლია გამოვყოთ :

  • Jim Beam
  • Jack Daniel’s
  • Baker’s
  • Maker’s Mark
  • Brown-Forman
  • Wild Turkey
  • Benjamin Prichard’s
  • George Dickel 
  • Kentucky Gentleman
  • Jefferson’s Bourbon
  • Ten High
  • Old Charter
  • Old Taylor
  • Pappy Van Winkle
  • Johnny Drum
  • Noah’s Mill
  • Russell’s Reserve

იაპონური ვისკები:

  • YAMAZAKI
  • Nikka Whisky Distilling Co. Ltd

1) Yoichi[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2) Miyagikyo[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hakushu 
  • Taketsuru
  • HIBIKI

კანადური ვისკები:

  • Crown Royal 
  • J.P Wiser’s
  • WhistlePig 
  • Danfield’s
  • Alberta



დამზადების ტექნოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისკის დამზადების ძირითადი სტადიები:

  • ქერის ალაოს მომზადება: ალაოს მისაღებად, წყალში ალბობენ ქერის მარცვლებს და შემდეგ ტოვებენ ერთი კვირის განმავლობაში გასაზრდელად.
  • გაშრობა: შემდეგში გაზრდილ მარცვლებს, აშრობენ ცეცხლმოკიდებულ ტორფზე ან სპეციალურ ღუმელებში.
  • ნაყენის მიღება: გაშრობის შემდეგ, მიღებულ ალაოს ასხამენ ცხელ წყალს და აღნიშნულ ნარევს აჩერებენ 8-12 საათის განმავლობაში.
  • ფერმენტაცია: მიღებულ ნაყენს ასხამენ დიდ ჭურჭელში და შემდეგ ამატებენ საფუარს. შემდგომ 30-35 გრადუს ტემპერატურაზე, 2 დღის მანძილზე მიმდინარეობს დუღილის პროცესი, რის შემდეგადაც წარმოიქმნება დაბალ ალკოჰოლიანი 5 %-იანი სპირტიანი სასმელი, რომელსაც ეძახიან ალაოს რძეს.
  • დისტილაცია: ალაოს რძეს შემდეგში ათავსებენ სპეციალიზებულ სადისტილაციო დანადგარებში. პირველადი დისტილაცია ხდება აპარატის ნაწილში, რომელსაც ეწოდება wash still, რომელსაც გამოჰყავს შედარებით დაბალ ალკოჰოლიანი 25-30 %-იანი სპირტი, ხოლო მეორადი დისტილაცია ხდება აპარატში, რომლის სახელწოდებაა spirits still. ამ აპარატიდან მიღებული სპირტი არის 70 %-იანი (შენიშვნა: ირლანდიურის დისტილაცია ხდება 3-ჯერ).
  • დაძველება: მიღებული მაღალ ალკოჰოლიანი სპირტი ძველდება ამერიკულ ან ევროპულ მუხის კასრებში, რომლებშიც ინახებოდა ბურბონი ან ჰერესი. ამ კასრებში დაძველება ანიჭებს სასმელს ხავერდოვან გემოს და არომატს.
  • ჩამოსხმა: ჩამოსხმამდე, 2-10 გრადუსამდე ტემპერატურაზე ვისკი გადის ფილტრაციის ეტაპს. ფილტრის მასალად გამოიყენებენ ქაღალდის სპეციალიზებულ მემბრანებს. შემდგომში აღნიშნულ სპირტს აზავებენ წყალში, რომლის შემდეგაც მისი ალკოჰოლის შემადგენლობა დაჰყავთ მისაღებ ნორმამდე (40-45 %) და შემდეგ უკვე ასხამენ ბოთლებში. თუ შერეული (blended) ვისკის ბოთლზე მითითებულია ციფრი, რომელიც მიუთითებს მისი დაძველების ასაკს, ამ შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ეს ასაკი არის ამ ვისკში შემავალი ყველაზე ახალგაზრდა სპირტის დაძველება.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Glencairn Whisky Glass, რომელიც შექმნილია ალაოიანი ვისკის სადეგუსტაციოდ.

ვისკის მიირთმევენ სხვადასხვა სახით . არომატის გასაღვივებლად და ალკოჰოლური სიმძაფრის შესამსუბუქებლად , ზოგიერთ ვისკიში ამატებენ რამოდენიმე წვეთ სუფთა წყალს ან სოდიან წყალს .(Whisky Soda) ვისკისთან ერთად მიღებულია ჩაის და ყავის მირთმევაც, ასევე სიგარის მიყოლება. ძალიან უხდება თხილეული, გარკვეული კატეგორიის ხილი, ან ისეთი ქართულ- აღმოსავლური ნუგბარი ,როგორცაა : ჩირი, ცუკატები, ჩურჩხელა ქიშმიში და ა.შ! რაც შეეხება კუნძულოვან, ტორფზე ან შეშაზე შებოლილი მარცვლეულისაგან დამზადებულებულ ვისკებს, მათ ძალიან უხდება ზღვის პროდუქტები ,საქონლის სტეიკი , ყველი (განსაკუთრებით შებოლილი) სუში /როლები, და ა.შ. დეგუსტაციის დროს, ალაოიან ვისკებს ძირითადად მიირთმევენ Glencairn Whisky Glass, Tulip ,Snifter და გარკვეული ტიპის ჭიქებით. ეს არის სპეციალურად შექმნილი სადეგუსტაციო ჭიქები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ვიზუალი (ვიწრო ზედა ნაწილი და მოსახერხებელი ფორმა), რათა დეგუსტაციის დროს, მაქსიმალურად მოხდეს მისი არომატული სპექტრის და ტონების ათვისება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენდრიუსი, ალენ (2002) The Whisky Barons. გლაზგო: Angels' Share (Neil Wilson Publishing). ISBN 978-1-897784-84-6. 
  • ბაქსტონი, იენ; ჰიუზი, პოლ ს. (2014) The Science and Commerce of Whisky. Royal Society of Chemistry. ISBN 978-1-84973-150-8. 
  • სმითი, გევინ დ. (2009) The A-Z of Whisky, მესამე გამოცემა, გლაზგო: Angels' Share (Neil Wilson Publishing). ISBN 978-1-906476-03-8. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Oxford English Dictionary, Second Edition: „In modern trade usage, Scotch whisky and Irish whiskey are thus distinguished in spelling; 'whisky' is the usual spelling in Britain and 'whiskey' that in the U.S.“