საკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაუფილტრავი საკე
საკეს სასმისები

საკე (იაპონ. ) — იაპონური სიტყვა, ნიშნავს „ალკოჰოლურ სასმელს“. იაპონიის ფარგლებს გარეთ ბრინჯისგან გამოხდილი სპეციფიკური ალკოჰოლური სასმელის მნიშვნელობა მიიღო. იაპონურად ამ სასმელს ჰქვია ნიჰონსიუ (日本酒 „იაპონური ალკოჰოლური სასმელი“).

საკეს დანარჩენ მსოფლიოში ბრინჯის ღვინოს უწოდებენ. თუმცა ეს განსაზღვრება სწორი არ არის. ალკოჰოლური სასმელის წარმოება მარცვლის მრავალჯერადი ფერმენტაციით უფრო ლუდს ჰგავს, ვიდრე ღვინოს. ასევე, არსებობს სხვა სასმელებიც, ცნობილი როგორც „ბრინჯის ღვინო“, რომლების მნიშვნელოვნად განსხვავდება ნიჰონსიუსგან.

სიტყვა „საკე“ შესაძლოა ასევე მიუთითებდეს სხვა სასმელებზეც იაპონიის სხვადასხვა რეგიონში. სამხრეთ კიუსიუში საკე ზოგადად გამოხდილ სასმელს ჰქვია — შოჩუ (焼酎). ოკინავაში საკე ნიშნავს ან შაქრის ლერწმისგან გამოხდილ შოჩუს ან ავამორის (泡盛, სიტყვასიტყვით „აქაფული თავი“). საკეს ეს უკანასკნელი ფორმები გამოხდილია გრძელმარცვლიანი ბრინჯისგან და შავი კოძისგან (კუროკოძი 黒麹).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=საკე&oldid=3534492“-დან