შინაარსზე გადასვლა

ტესღუინო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტესღუინო სიმინდის კუსტარული ლუდი, რომელსაც იუტო-აცტეკების რამდენიმე ადამიანი აწარმოებს. [1] ტარაჰუმარას ხალხი ლუდს სიწმინდედ მიიჩნევს და ის მათი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. [2] ანთროპოლოგი ჯონ კენედი იუწყება, რომ „ტარაჰუმარელი წელიწადში საშუალოდ მინიმუმ 100 დღეს უშუალოდ ტესღუინოს უკავშირებს და ამ დროის დიდი ნაწილი მისი გავლენის ქვეშაა.“

ტესღუინო მომდინარეობს ნაუატლის სიტყვისგან tescuini რაც იმას ნიშნავს, „გულისცემას“.

ტარაჰუმარა (რომლებიც თავს რარამურს უწოდებენ) 120,000-კაციანი ენობრივი ჯგუფია, რომელთაც საერთო ენა აქვთ და ინარჩუნებენ თავიანთ კულტურას იზოლირებისა და წინააღმდეგობის გაწევის გზით. მათთვის ტესღუინო სამკურნალო ელექსირია, ბარტერული ნივთი და ღვთიური სასმელი. მათი რწმენით, ტარაჰუმარას ხალხს ღმერთმა ასწავლა სიმინდის ლუდის დამზადების ტექნოლოგია.

ტარაჰუმარას ხალხი ყოველწლიურად იკრიბება სააღდგომო კვირის განმავლობაში (სემანას სანტა) და რიტუალების დაცვით დიდი რაოდენობით სვამს ტესღუინოს. ანთროპოლოგ ბილ მერილის თანახმად, სმიტსონიანის ინსტიტუტიდან, „წმინდა სასმელი მისდევს დიდ სულებს იმ ადამიანისგან, ვინც სვამს მას, და ამიტომ როდესაც ადამიანები სვამენ მას იქცევიან როგორც ბავშვები [...] რადგან სულები რომლებიც აკონტროლებენ მათ ქმედებებს პატარა სულები არიან, პატარა ბავშვების მსგავსად“. [2]

ტესღუინო ასევე მჭიდრო კავშირშია რელიგიურ პრაქტიკასთან. მას იყენებენ როგორც სამკურნალო საშუალებას. ასევე, უკავშირდება რიტუალებს, რომლებიც ტარდება ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებში, მათ შორისაა, დაბადება, სქესობრივი მომწიფება (ბიჭებისათვის), ქორწინება და სიკვდილი. რიგი სხვა სოციალური ფუნქციებიც აქვს ტესღუინოს.

ტარაჰუმარას ზოგადი ტერმინი ალკოჰოლური სასმელებისთვის არის „სუგიკი“. ხოლო, „ბატარი“ გამოიყენება, როდესაც ლუდი სპეციალურად მზადდება სიმინდის ან ლიქენის ფქვილისგან. [3] „პაკიკი“ გამოიყენება, როდესაც ლუდი მზადდება სიმინდის ახალი ღეროებისგან. [4] მიუხედავად იმისა, რომ სიმინდისგან დამზადებული ტესღუინი ყველაზე წმინდად ითვლება, ტარაჰუმარა ასევე ამზადებს ლუდს აგავასგან [5] და ხორბლისგან. ასევე, ისინი ამზადებენ სხვა ალკოჰოლურ სასმელებს ისეთი ხილისგან, როგორიცაა ატამი, კენკრა, ვაშლი, კაქტუსის ნაყოფი და მწვანილის თესლი. [6]

ლუდი მზადდება სიმინდის ბირთვისგან, რომელიც გაჟღენთილია, ამოსვლის შემდეგ მას ხარშავენ და ტოვებენ ველური საფუარის დახმარებით ბუნებრივია ფერმენტაციისთვის. არომატის დასაყენებლად ადგილობრივი ბალახი გამოიყენება.

  1. El Tesgüino, Arqueologiamexicana.mx
  2. 2.0 2.1 John Burnett, The Sacred Corn Beer of the Tarahumara, Npr.org, 25 March 2005
  3. TARAHUMARA (rarámuri). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-29. ციტირების თარიღი: 2020-09-24.
  4. Pennington, C. W. (1983). Tarahumara. In W. C. Sturtevant (Ed.), The handbook of North American Indians, Vol. 10. Washington, DC: Smithsonian Institution.
  5. Southwest Agave Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-17. ციტირების თარიღი: 2020-09-24.
  6. Tesguino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-15. ციტირების თარიღი: 2020-09-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტესღუინო“-დან