შინაარსზე გადასვლა

ჩინუა აჩებე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინუა აჩებე
ინგლ. Chinua Achebe
დაბადების თარიღი 16 ნოემბერი, 1930(1930-11-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი ოგიდი, ანამბრის შტატი, Colonial Nigeria[11] [12] [13]
გარდაცვალების თარიღი 21 მარტი, 2013(2013-03-21)[14] [1] [2] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბოსტონი[15] [6] [9] [10]
დასაფლავებულია ოგიდი
საქმიანობა რომანისტი[16] , პოეტი[17] [18] [19] , ლიტერატურული კრიტიკოსი[20] , ესეისტი[21] , მწერალი[22] [12] [6] [15] , ფილოსოფოსი[23] , უნივერსიტეტის პროფესორი[24] [15] , ჟურნალისტი[15] , სცენარისტი[15] და satirical novelist
ენა ინგლისური ენა[15]
მოქალაქეობა Colonial Nigeria
 ნიგერია[12] [13] [2]
ალმა-მატერი ლონდონის უნივერსიტეტი, University of Ibadan[25] [26] და Government College Umuahia[20]
Magnum opus Things Fall Apart[27] , No Longer at Ease, Arrow of God, A Man of the People და Anthills of the Savannah
ჯილდოები გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემია[28] [29] , მენ ბუკერის საერთაშორისო პრემია[30] [31] [32] [33] [34] [35] , Nigerian National Order of Merit Award[26] , სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია, ნონინოს საერთაშორისო პრემია[36] , ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი[26] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[37] [26] , Lotus Prize for Literature, Commonwealth Poetry Prize[26] , საპატიო დოქტორი[38] და The Dorothy and Lillian Gish Prize[34] [35]
მეუღლე Christie Chinwe Okoli-Achebe[39]
შვილ(ებ)ი Chidi Chike Achebe და Nwando Achebe
გავლენა მოახდინეს

ჩინუა აჩებე (ინგლ. Chinua Achebe; სრული სახელი და გვარი — ალბერტ ჩინუალუმოგუ აჩებე, Albert Chinualumogu Achebe; დ. 16 ნოემბერი, 1930, ოგიდი, ნიგერია, — გ. 21 მარტი, 2013, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ნიგერიელი (იგბო) მწერალი, თანამედროვე აფრიკული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი.

დაამთავრა იბადანის უნივერსიტეტი (ნიგერია) ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს (1967-1970) მხარს უჭერდა ბიაფრანის რეგიონის დამოუკიდებლობას, შემდეგ მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო ნიგერიის უნივერსიტეტის პროფესორი. 1970-იან წლებში ნიგერიის პოლიტიკური ცხოვრებით და კორუფციით იმედგაცრუებული აჩებე ძირითადად აშშ-ში ცხოვრობდა, 1990 წელს კი სამუდამოდ გადასახლდა იქ. ლექციებს კითხულობდა ბარდის კოლეჯში, შემდეგ იყო ბრაუნის უნივერსიტეტის აფრიკანისტიკის პროფესორი. მწერალმა სახელი გაითქვა რომანებით, რომელიც რეალისტურად აღწერს ტრადიციულ აფრიკულ საზოგადოებაში დასავლური წეს-ჩვეულებებისა და ღირებულებების შეღწევით გამოწვეულ საზოგადოებრივ და ფსიქოლოგიურ დეზორიენტაციას და კრიზისს. აჩუბეს საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება მისი პირველი რომანი „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ (Things Fall Apart, 1958), რომელშიც იგბოს ხალხის ცხოვრებისა და კოლონიალიზმის შეჯახებაა დახატული. იმავე თემას ეძღვნება „ღმერთის ისარი“ (Arrow of God, 1964). აფრიკაში გავრცელებული კორუფცია და პოსტკოლონიური პერიოდის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ასპექტები აისახა რომანებში: „მოსვენება დაიკარგა“ (No Longer at Ease, 1960), „კაცი ხალხიდან“ (A Man of the People, 1966), „ჭიანჭველების ბუდეები სავანაში“ (Anthills of the Savannah, 1988). აჩებეს ასევე ეკუთვნის პუბლიცისტური ხასიათის „შინ და დევნილობაში“ (Home and Exile, 2000) და „ბავშვის განათლება ბრიტანელთა მფარველობის ქვეშ“ (The Education of a British-Protected Child, 2009), ავტობიოგრაფიული „იყო ასეთი ქვეყანა: ბიაფრას ცხოვრების ისტორია“ (There Was a Country: A Personal History of Biafra, 2012). მიღებული აქვს მენ-ბუკერის საერთაშორისო პრემია (2007).

  • აჩებე, ჩინუა, „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ — ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ. თბ., ინტელექტი. 2018. ISBN 9789941482403.
  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 3 Encyclopædia Britannica
  3. ↑ SNAC — 2010.
  4. ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
  6. 1 2 3 Babelio — 2007.
  7. ↑ Prabook — 2018.
  8. ↑ Munzinger Personen
  9. 1 2 https://www.blackpast.org/global-african-history/achebe-chinua-1930/
  10. 1 2 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  11. ↑ http://news.bbc.co.uk/2/hi/africa/7896665.stm
  12. 1 2 3 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 10. — ISBN 978-2-221-06888-5
  13. 1 2 Encyclopædia Universalis — Encyclopædia Britannica Inc., 1968.
  14. ↑ Brown University reports on death of poet Chinua Achebe
  15. 1 2 3 4 5 6 Deutsche Nationalbibliothek Record #118646680 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  16. ↑ Africultures — Éditions L'Harmattan, 1997. — ISSN 1276-2458; 2271-1732
  17. ↑ http://www.bbc.co.uk/programmes/p002vsn3/episodes/player
  18. ↑ http://www.worldatlas.com/webimage/countrys/africa/nigeria/ngfamous.htm
  19. ↑ http://www.theguardian.com/related/books/2010/jan/23/chinua-achebe-nigeria-childhood
  20. 1 2 https://encyclopaediaafricana.com/chinua-achebe/
  21. ↑ https://livre.fnac.com/a6176744/Chinua-Achebe-L-education-d-un-enfant-protege-par-la-couronne
  22. ↑ http://www.nytimes.com/2013/03/26/opinion/africas-voice-nigerias-conscience.html
  23. ↑ https://buzzyafrica.com/articles/top-9-des-legendaires-philosophes-africains
  24. ↑ https://news.brown.edu/articles/2009/09/achebe
  25. ↑ https://abidjan.net/qui/profil.asp?id=775
  26. 1 2 3 4 5 Who's who — (untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
  27. ↑ https://www.lecture-ecriture.com/8558-Le-monde-s'effondre-Chinua-Achebe
  28. ↑ https://www.unhcr.org/fr/subsites/promref/4b30f7d93d/achebe-chinua.html
  29. ↑ https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/alle-preistraeger-seit-1950/2000-2009/chinua-achebe
  30. ↑ https://www.jeuneafrique.com/228081/culture/prix-litt-raire-man-booker-quatre-auteurs-africains-dans-la-liste-des-finalistes/
  31. ↑ https://www.afrik.com/chinua-achebe-obtient-le-man-booker-international-prize
  32. ↑ https://www.jeuneafrique.com/94965/archives-thematique/chinua-achebe/
  33. ↑ https://thebookerprizes.com/the-booker-library/authors/chinua-achebe
  34. 1 2 https://www.poetryfoundation.org/poets/chinua-achebe
  35. 1 2 https://www.biography.com/authors-writers/chinua-achebe
  36. ↑ http://premio.grappanonino.it/en/winner/chinua-achebe/
  37. ↑ http://zh.worldheritage.org/articles/eng/Category:Fellows_of_the_American_Academy_of_Arts_and_Sciences
  38. ↑ https://www5.open.ac.uk/students/ceremonies/sites/www.open.ac.uk.students.ceremonies/files/files/Honorary%20graduate%20cumulative%20list(7).xlsx
  39. ↑ https://ng.opera.news/ng/en/literature-poetry/b69bc759f8c4f906a92eb337fb620c12