შინაარსზე გადასვლა

კირშვასერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიშვასერი, წარმოებული გერმანიაში, 40% ალკოჰოლის შემცველობით.

კირშვასერი ან კირში ( გერმ. „ალუბლის წყალი“) — გამჭვირვალე, უფერო ბრენდი, ტრადიციულად, დამზადებული ორმაგი დისტილაციით მორელოს ალუბალისგან, მუქი ფერის კულტივირებული ალუბალი. ამასთან, ახლა მას სხვა სახის ალუბლისგანაც ამზადებენ. ალუბალი მთლიანად დუღდება, მათ შორის შიგთავსიც. [1] ალუბლის ლიქიორისა და ალუბლის კონიაკისგან განსხვავებით, კირშვასერი არ არის ტკბილი. კირშს ზოგჯერ აწარმოებენ ფერმენტირებული ალუბლის წვენის გამოხდის გზით. [2]

საუკეთესო კირშვასერებს აქვთ დახვეწილი გემო ალუბლის დახვეწილი არომატით და ოდნავ მწარე-ნუშის გემოთი, რომელსაც ალუბლის თესლიდან იღებს.

კირშვასერი ჩვეულებრივად მიირთმევენ სუფთად. იგი, ტრადიციულად, უნდა იყოს ცივი, ჩასხმული ძალიან პატარა ჭიქაში და მიიღება აპერიტივად. ამასთან, გერმანულენოვან რეგიონში, სადაც კირშვასერი წარმოიშვა, მას ჩვეულებრივ სადილის შემდეგ მიირთმევენ, როგორც საჭმლის მონელების საშუალებას.

კირშვასერი გამოიყენება ზოგიერთ კოქტეილში, როგორიცაა ლედიფნგერი, ფლორიდა, და როზე.

მაღალი ხარისხის კირშვასერი შეიძლება მიირთვათ ოთახის ტემპერატურით, ხელში გამთბარი როგორც კონიაკი .

წარმოშობა და წარმოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მორელის ალუბლის ილუსტრაცია

იმის გამო, რომ მორელო თავდაპირველად გერმანიის შვარცვალდის რეგიონებში მოჰყავდათ, ითვლება, რომ კირშვასერი სწორედ იქ გაჩნდა.

კირშვასერი არის უფერო, იმიტომ, რომ ეს არ არის დაძველებული ხის ან ძველი იფანისგან დამზადებული კასრში. იგი შესაძლოა დაძველებული იყო პარაფინებით გაფორმებულ ხის კასრებში ან თიხის ჭურჭელში. [1]

საფრანგეთში და ინგლისურენოვან ქვეყნებში სუფთა ხილის ბრენდები eaux de vie-ს სახელით არის ცნობილი. ევროკავშირი ადგენს მინიმუმ 37.5% ალკოჰოლის შემცველობას ამგვარი პროდუქციისთვის; კირშვასერს, როგორც წესი, აქვს ალკოჰოლის შემცველობა 40%–50%. დაახლოებით 10 კილოგრამი ალუბალი ქმნის კილშვასერის 750 მლ. ბოთლს.

ქიმიური შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირშის დამახასიათებელი ნიშნები კონიაკთან ან ვისკთან შედარებით არის: (ა) ის შეიცავს შედარებით დიდი რაოდენობით, უფრო მაღალ ალკოჰოლს და ნაერთ ეთერებს და (ბ) ამ სასმელში მცირე რაოდენობით არის ციანიდის წყალბადი და ნაწილობრივ კომბინირებული როგორც ბენზალდეჰიდი - ციანჰიდრინი, რომელსაც კირშის გამორჩეულ არომატს განაპირობებს.

კირშს ზოგჯერ იყენებენ შვეიცარიულ ფონდუეში და ზოგიერთ ნამცხვარში, [3] მაგალითად, ცუგერ კირშტორტეს შემადგენლობაშო. იგი ასევე ხშირად გამოიყენება ალუბლის საიუბილეო დესერტისთვის.

კირშის გამოყენება შესაძლებელია შოკოლადების შიგთავსშიც. ტიპური კირშის შოკოლადი შედგება არაუმეტეს ერთი ლიტრი კირშისგან, გარშემორტყმული რძით ან (უფრო ჩვეულებრივ) შავი შოკოლადით, რომელსაც აქვს ორ ნაწილად მყარი შაქრის ფენა.

პოპილარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტილი დანის სიმღერაში „Babylon Sisters“, მთხრობელი ვარაუდობს, რომ ის და მისი თანამგზავრი წავლენ სან ფრანცისკოში და „დალევენ კირშვასერს ჭურვიდან“.

1943 წელს ფილმში „პოლკოვნიკ ბლიმპის სიცოცხლე და სიკვდილი“, ინგლისელმა ოფიცერმა კლაივ კენდმა (როჯერ ლაივზი) და მისმა ყოფილმა მეტოქემ, თეო კრეტჩმარ-შულდორფმა, გერმანიის არმიის (ანტონ ვალბრუკი) კირშვასერის ჭიქების ნამსხვრევები ამოიღეს თავიანთი ჭრილობებიდან.

თომას პინჩონის რომანში „ლოტის 49 ტირილი“ კირშს ხსენებულ წინა სიტყვაში აღნიშნავენ, როდესაც პერსონაჟი ოიდიპა მაასი აინტერესებს, შესაძლოა Tupperware-ის პარტიის დიასახლისმა ძალიან ბევრი ჩაყარა ფონდიში.

აგატა კრისტის რომანში „სპილოები მახსოვს“, ერკიულ პუარო შეინიშნავს რომ პერსონაჟი არიადნა ოლივერი კირშის სმას ამჯობინებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Kirsch in the online Culinary Heritage of Switzerland database.
  1. 1.0 1.1 Lichine, Alexis. Alexis Lichine's New Encyclopedia of Wines & Spirits (New York: Alfred A. Knopf, 1987), p. 292.
  2. Kirsch - distilled liquor. ციტირების თარიღი: March 10, 2019
  3. Use of kirsch in a traditional Swiss cake. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-11. ციტირების თარიღი: 2020-09-29.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კირშვასერი“-დან