პუნში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამხრეთ ბურბონის პუნში

პუნში — სასმელების ფართო ასორტიმენტი, როგორც უალკოჰოლო, ისე ალკოჰოლურ სასმელები, რომლებიც ძირითადად შეიცავს ხილს ან ხილის წვენს. [1] [2] სასმელი ინდოეთიდან გაერთიანებულ სამეფოში მეზღვაურებმა და ბრიტანული ოსტინდოეთის კომპანიის თანამშრომლებმა შემოიტანეს. [3] პუნშს ჩვეულებრივ წვეულებებზე მიირთმევენ დიდ, განიერ თასებში, რომლებსაც პუნშის თასებს უწოდებენ.

აშშ–ში, ფედერალური რეგულაციებით, სიტყვა „პუნშს“ აღწერენ როგორც კომერციულ სასმელ პროდუქტს, რომელიც არ შეიცავს ხილს ან ხილის წვენს. ეს ტერმინი გამოიყენება ხელოვნურად არომატიზებული სასმელების ეტიკეტირებისას, ბუნებრივი არომატიზატორებით ან მის გარეშე, რომლებიც არ შეიცავენ ხილის წვენს ან კონცენტრატს მნიშვნელოვანი პროპორციებით. [4] ამრიგად, პროდუქტს, რომელსაც ეწოდება „ხილის პუნში“, შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ხილის ინგრედიენტები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა პუნშის წარმოშობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ჰინდის ენაში არსებულ სიტყვას panc (पाँच ), რაც ნიშნავს „ხუთი“, როგორც სასმელი რომელიც უმეტესად მზადდებოდა ხუთი ინგრედიენტისგან: ალკოჰოლი, შაქარი, ლაიმის ან ლიმნის წვენი , წყალი და სანელებლები . [5] [6] ზოგი მიიჩნევს, რომ ეს სიტყვა მომდინარეობს ინგლისური puncheon–დან, რომელიც მოცულობითი აღწერილობა იყო გარკვეული ზომის კასრებისთვის, რომლებიც ხომალდებზე ალკოჰოლის გადასატანად გამოიყენებოდა. [7]

სასმელი ინგლისში ინდოეთიდან XVII საუკუნის დასაწყისში მეზღვაურებმა და ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის თანამშრომლებმა შეიტანეს. იქიდან იგი გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებში. როდესაც დიდი საზოგადოებისთვის მზადდება საერთო ჭრუჭელში, სასმელი უფრო დაბალი ალკოჰოლის შემცველობითაა, ვიდრე ჩვეულებრივი კოქტეილი. [3] [8]

ტერმინი პუნში პირველად ბრიტანეთის დოკუმენტებში დაფიქსირდა 1632 წელს. იმ დროს, უმეტესად პუნში მზადდებოდა ღვინის ან კონიაკის ბაზით. მაგრამ დაახლოებით 1655 წელს იამაიკური რომის გამოყენება დაიწყეს და გაჩნდა „თანამედროვე“ პუნში. 1671 წლისთვის დოკუმენტებში მითითებულია პუნშის სახლები. 

როდესაც პუნში დაამზადეს ერთი ადამიანისთვის, მას დაუმატეს ალკოჰოლური სასმელი, წყალი და დამატკბობელი, გამოგონების შემდეგ. [9] [10]

ვარიაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უალკოჰოლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხილის პუნში

უალკოჰოლო სახეობია, რომლებსაც ამზადებენ ბავშვებისა და მოზარდებისათვის, რადგან ისინი არ სვამენ ალკოჰოლს. ასეთი პუნში, ჩვეულებრივ, შეიცავს ხილის წვენის, წყლისა და დამატკბობელი შაქრის ნაზავს. ხშირად ემატება ლაიმ-ლიმონის სოდა, ჯანჯაფილი ან სხვა გაზიანი ხილის სოდა. ის ასევე ხშირად შეიცავს ხილის ნაჭრებს, მაგალითად ფორთოხლის და ანანასის. უალკოჰოლო ვერსიები, როგორც წესი, მზადდება სასკოლო ცეკვების, საეკლესიო შეკრების, პიკნიკებისა და სხვა მსგავს სოციალურ შემთხვევებისთვის.

ალკოჰოლური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად, ალკოჰოლური სასმელების უმეტესობა მზადდებოდა არაყის ან რომის გამოყენებით . [11] [7] [12] რომის პუნში ერთ-ერთი უძველესი პუნშია და აქვს მარტივი რეცეპტი, რომელიც ეროვნული რითმით არის ჩაწერილი: „ერთი მჟავე, ორი ტკბილი, სამი ძლიერი, ოთხი სუსტი“ („One of Sour, Two of Sweet, Three of Strong, Four of Weak“ ). ეს არის: ერთი ნაწილი ლაიმის წვენი, ორი ნაწილი დამატკბობელი, სამი ნაწილი რომი (სასურველია ბარბადოსული) და ოთხი ნაწილი წყალი.

კოლეჯის და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის წვეულებებზე ხშირია ალკოჰოლური პუნშები. ეს პუნშები ძლიერ ალკოჰოლურია და მზადდება იაფი ინგრედიენტებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Punch at dictionary.com
  2. Surprising history of punch. ციტირების თარიღი: 27 January 2019.
  3. 3.0 3.1 Edwards, Graham and Sue. The Language of Drink, Alan Sutton Publishing, 1988.
  4. U.S. FDA. A Food Labeling Guide.
  5. Loanwords
  6. Punch at the Online Etymology Dictionary
  7. 7.0 7.1 The History of Punch. ციტირების თარიღი: 27 January 2019.
  8. "A Vintage Cocktail That Packs A Punch", NPR, December 30, 2010, with 3 vintage recipes
  9. https://punchdrink.com/recipes/singapore-sling/
  10. http://12bottlebar.com/2010/02/the-cocktail-and-the-sling/
  11. Parlour Room Punch. ციტირების თარიღი: 27 January 2019.
  12. How well do you know the history of punch recipes?. ციტირების თარიღი: 6 February 2019.