მზეთუნახავი და მხე­ცი (1991 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მზეთუნახავი და მხე­ცი
Beautybeastposter.jpg
ჩრდილოეთ ამერიკული პოსტერი[1]
ჟანრი ზღაპარი
ფილმის ტიპი ნახატი ანიმაციური ფილმი
რეჟისორი
პროდიუსერი დონ ჰენი
ეფუძნება მზეთუნახავი და მხე­ცი
- ჟან-მარი ლეპრინს დე ბომონი
ისტორია
მთხრობელი დევიდ ოგდენ სტირსი (პროლოგი)
როლებში
მუსიკა ალან მენკენი
მონტაჟი ჯონ კერნოხენი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures[2]
პრემიერა
ხანგრძლივობა 84 წთ.[4]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 25 მილიონი აშშ დოლარი[5]
შემოსავალი 425 მილიონი აშშ დოლარი[5]

მზეთუნახავი და მხე­ცი (ინგლ. Beauty and the Beast) — Walt Disney Feature Animation-ის 1991 წლის ანიმაციური ფილმი, რომლის დისტრიბუტორია Buena Vista Pictures. ეს არის უოლტ დისნეის სტუდიების რიგით 30-ე სრულმეტრაჟიანი ფილმი. იგი ეფუძნება ჟან-მარი ლეპრინს დე ბომონის[6] ამავე სახელწოდების ფრანგულ ზღაპარს და ჟან კოქტოს მიერ გადაღებულ 1946 წლის ფილმს[7]. ფილმის სიუჟეტით უფლისწული გადაქცეულია მხეცად[8] (რობი ბენსონი) თავისი ქედმაღლობის გამო, ხოლო ბელი (პეიჯ ო'ჰარა[8]) მის სასახლეში აღმოჩნდება და დროთა განმავლობაში უყვარდება მხეცი. იმისთვის, რომ კვლავ იქცეს ადამიანად, მხეცსაც უნდა შეუყვარდეს გოგონა. ფილმში როლებს აგრეთვე ახმოვანებენ რიჩარდ უაიტი, ჯერი ორბახი, დევიდ ოგდენ სტირსი და ანჯელა ლენსბერი.

უოლტ დისნეიმ წარუმატებლად სცადა ზღაპრის ადაპტირება 1930-იან და 1950-იან წლებში. „პატარა ქალთევზას“ (1989) წარმატების შემდეგ Walt Disney Pictures-ში გადაწყვიტეს, კვლავ აღედგინათ პროექტი, რომელიც რიჩარდ პერდემის წარმოდგენაში თავდაპირველად მიუზიკლი არ უნდა ყოფილიყო. დისნეის თავმჯდომარემ ჯეფრი კაცენბერგმა პერდემის იდეაზე უარი თქვა და ითხოვა, ახალი ნამუშევარი შექმნილიყო ქალთევზას სტილში. ფილმის რეჟისორები არიან გერი ტრუსდეილი და კირკ უაიზი, ხოლო სცენარი, რომელზეც თავდაპირველად როჯერ ალერსი მუშაობდა, ლინდა ვულვერტონის მიერ დაიწერა.[8] ტექსტების ავტორია ჰოვარდ ეშმენი, ხოლო მუსიკის - ალან მენკენი. ეშმენი, თავდაპირველად ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი, მასზე მუშაობის დროს აივ-ით გარდაიცვალა - პრემიერამდე რვა თვით ადრე, ამიტომ ფილმი მის ხსოვნას მიუძღვნეს.

მზეთუნახავი და მხე­ცი დაუსრულებელი სახით აჩვენეს ნიუ-იორკის კინოფესტივალის ფარგლებში, 1991 წლის 29 სექტემბერს. დასრულებული ფილმი 13 ნოემბერს გამოვიდა. მას დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად, მსოფლიო მასშტაბით 425 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლით, 25 მილიონიანი ბიუჯეტით. კრიტიკოსებმაც იგი დადებითად შეაფასეს. ფილმმა მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მიუზიკლის ან კომედიის კატეგორიაში და იქცა პირველ ფილმად, რომელიც ოსკარზე ნომინირებული იყო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. მან მიიღო ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის („Beauty and the Beast“). 1994 წლის აპრილში მზეთუნახავი და მხე­ცი გახდა დისნეის პირველი ანიმაციური ფილმი, რომელიც ბროდვეის მიუზიკლად გადამუშავდა. წარმატების გამო მას აგრეთვე მოჰყვა ორი ფილმი პირდაპირ ვიდეოზე - „მზეთუნახავი და მხე­ცი: მოჯადოებული შობა“ (1997) და „ბელის ჯადოსნური სამყარო“ (1998). აგრეთვე გამოვიდა ტელესერიალი „Sing Me a Story with Belle“. 2002 წელს გამოვიდა ფილმის ვერსია IMAX-ისთვის, ახალი ხუთწუთიანი სეგმენტით „კვლავ ადამიანი“. „მეფე ლომის“ 3D ფორმატში წარმატების შემდეგ, მზეთუნახავი და მხე­ცი 2012 წელს ასეთივე სახით გამოვიდა.[9] 2002 წელს ფილმების ეროვნულმა რეესტრმა მზეთუნახავი და მხე­ცი აირჩია კონგრესის ბიბლიოთეკაში შესატანად, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნამუშევარი“. 2017 წლის 17 მარტს გამოვიდა ანიმაციური ფილმის მხატვრული ფილმის სახით ადაპტირებული ვარიანტი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი სცენა ფილმიდან - მხეცისა და ბელის ცეკვა

პროლოგში მოთხრობილია, თუ როგორ შეეცვალათ გარაგნობა პრინცმა და მისმა მოახლეებმა. გადის წლები. გოგონა სახელად ბელი ცხოვრობს პატარა ქალაქში, სადაც მას და მის გამომგონებელ მამას ყველა უცნაურ ადამიანებად თვლის. მაგრამ ქალაქში არის კაცი სახელად გასტონი, რომელიც ოცნებობს მასზე დაქორწინებაზე.

სხვა ქალაქში მგზავრობისას ბელის მამა მორისი მოულოდნელად მოხვდება მოჯადოვებულ სასახლეში, სადაც მოლაპარაკე ნივთებია. მაგრამ მის სტუმრობას ხელს უშლის დიდი მხეცი, რომელიც მას საპყრობილეში აგდებს. გადის დრო და ბელი, მამის ძიებისას, თავად მიაგნებს სასახლეს. მხეცი თანახმაა, გაუშვას მორისი, მაგრამ მხოლოდ ბელის სანაცვლოდ. გოგონა რჩება მასთან. მხეცი მას ძალიან უხეშად ექცევა, მაგრამ ბელის ზრუნვით, იგი იცვლება და უყვარდება გოგონა.

მორისს სოფელში არავინ უჯერებს, მხოლოდ გასტონია დარწმუნებული, რომ მთელი ამ ისტორიიდან შეუძლია სარგებელი ჰპოვოს. მხეცი დროებით უშვებს ბელს შინ, მამის სანახავად. გოგონა მოულოდნელად ბრუნდება, როდესაც მორისს აკითხავენ საგიჟეთიდან. არავის სჯერავს, რომ მხეცი მართლაც არსებობს. მაშინ ბელი ყველას უჩვენებს სარკეს, სადაც მხეცი გამოჩნდება. გასტონი იყენებს ამ საბაბს და მთელ სოფელს ააჯანყებს, რათა სასახლე დაიპყრონ.

სასახლეში დიდი ბრძოლა იმართება, ნივთებსა და ადამიანებს შორის. გასტონი სასიკვდილოდ დაჭრის მხეცს, მაგრამ თავად გადმოვარდება მაღალი კოშკიდან. ბელი სასოწარკვეთაშია. მაგრამ მხეცი უეცრად იქცევა ლამაზ პრინცად. სასახლე ძველ გარეგნობას იბრუნებს, ნივთები კი ადამიანებად იქცევიან.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევე, როგორც დისნეის ბევრ სხვა ანიმაციურ ფილმში, ამ ფილმშიც ბევრი სიმღერა ჟღერს, თუმცა აქ მათი რაოდენობა ფილმს პრაქტიკულად მიუზიკლად გარდაქმნის. ამან შემქმნელებს უბიძგა, ოფიციალური მიუზიკლი ბროდვეის სცენაზეც დაედგათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stewart, Jocelyn. “Artist created many famous film posters“, Los Angeles Times, February 10, 2008. წაკითხვის თარიღი: February 10, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან March 14, 2010-ში. 
  2. 2.0 2.1 2.2 Beauty and the Beast. American Film Institute. წაკითხვის თარიღი: March 28, 2017.
  3. Beauty and the Beast (1991). The Numbers. წაკითხვის თარიღი: April 3, 2017.
  4. Beauty and the Beast (U). British Board of Film Classification (February 5, 1992). წაკითხვის თარიღი: September 28, 2016.
  5. 5.0 5.1 Beauty and the Beast. Box Office Mojo.
  6. Le Prince de Beaumont, Jeanne-Marie (1783). „Containing Dialogues between a Governess and Several Young Ladies of Quality Her Scholars“. The Young Misses Magazine 1: გვ. 45–67. 
  7. Toacorn.com: Dining and Entertainment section: "Beauty and the Beast stellar" Play review
  8. 8.0 8.1 8.2 Beauty and the Beast. Turner Classic Movies. წაკითხვის თარიღი: May 9, 2016.
  9. Smith, Grady. (October 4, 2011) 'Beauty and the Beast', 'The Little Mermaid', 'Finding Nemo', 'Monsters, Inc.' get 3-D re-releases. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: October 27, 2011.