IMAX
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/22/IMAX.svg/200px-IMAX.svg.png)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fb/IMAX_comparison.svg/220px-IMAX_comparison.svg.png)
IMAX (Image MAXimum-ის აკრონიმი) — ფართოფორმატიანი კინემატოგრაფიული სისტემა, რომელსაც ეფუძნება კინოჩვენების ტექნოლოგიების რიგი და მსოფლიოს კინოთეატრების ტექნიკური არჭურვილობა. ფორმატი 1970 წელს ამავე სახელწოდების კანადურმა კორპორაციამ შეიმუშავა. გამოსახულების დიდი ფორმატის გამო IMAX-ის ტექნოლოგიის ფილმები სხვა კინოთეატრებთან შედარებით ზუსტი საინფორმაციო ტევადობით გამოირჩევა.
ძირითად კინოთეატრებში ეკრანის სიგანე დარბაზის სიგანეზე უფრო მოკლეა, ხოლო IMAX-ში იგი ფართოა და აღემატება ძირითად სიგანეს. შედეგად გამოსახულების კუთხოვანი ზომები აღემატება ნებისმიერ ადგილზე მჯდარი ადამიანის ხედვის არეს - 60—120°-ით ჰორიზონტალურად და 40—80°-ით ვერტიკალურად. ამ პროპორციების ხარჯზე გამოსახულების ზღვარი ხედვის არეს მიღმა გადის და ქმნის ფილმში რეალურად „ყოფნის“ ეფექტს, რაც უფრო მეტად მიღწეულია 3-D ფილმის შემთხვევაში. თავისი თვისებებით IMAX „გიგანტური ეკრანის“ ტექნოლოგიათა სიის სათავეშია მოქცეული, Iwerks-თან და Astrovision-თან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)
- IMAX.com, ოფიციალური საიტი
- IMAX.com.au, LG IMAX – სიდნეი, ავსტრალია
- ლონდონის BFI IMAX დაარქივებული 2012-06-24 საიტზე Wayback Machine.
- ODEON-ის IMAX დაარქივებული 2013-08-28 საიტზე Wayback Machine.
- IMAX საქართველოში დაარქივებული 2016-03-23 საიტზე Wayback Machine.
- IMAX რუსეთში დაარქივებული 2016-01-04 საიტზე Wayback Machine.