Until It Sleeps

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Until it Sleeps)
„Until It Sleeps“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Load
B-მხარე 2 X 4 (საკონცერტო)/ F.O.B.D./ Kill/ Ride Medley (საკონცერტო)/ Until it Sleeps (ჰერმან მელვილის მიქსი)/ Overkill (საკონცერტო)
გამოსვლის თარიღი 21 მაისი, 1996[1]
ჩაიწერა 1995
ჟანრი მძიმე როკი
ხანგრძლივობა 4:30
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
პროდიუსერი ბობ როკი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Sad but True“
(1993)
Until It Sleeps
(1996)
„Hero of the Day“
(1996)
აუდიომაგალითი
yes
ალტერნატიული გარეკანი

Until It Sleeps“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი სინგლი და მეოთხე სიმღერა მათივე 1996 წლის სტუდიური ალბომიდან Load.

დემო ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ადრეულ დემო ვერსიას ერქვა F.O.B.D, რადგან ჯგუფის წევრებს აგონებდათ ჯგუფის Soundgarden სიმღერას Fell on Black Days. იგი ჩაიწერა 1995 წლის 8 დეკემბერს. მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ტექსტი მუსიკას.[2]

ტექსტი და მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექსტის ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდია. ეს არის კიდევ ერთი ტექსტი, რომელიც ეძღვნება ქრისტიანულ სწავლებას. მისი მნიშვნელობის ინტერპრეტაცია შესაძლოა ორგვარად: ჯეიმზის მშობლების ბრძოლა ავადმყოფობასთან[2][3][4] და ჯეიმზის ბრძოლა ალკოჰოლთან[3][4], ან ორივე ერთად. მასში გადმოცემულია, თუ როგორ ჭამს ადამიანს სიმსივნე, შემდეგ კი ორივე (ადამიანიცა და სიმსივნეც) ერთად იღუპებიან. ასევე ჯეიმზის მცდელობა დარდის ალკოჰოლით განქარვებისა, რომელიც შემდეგ მას ისე „შეეჩვია“, რომ ახლა უკვე ცდილობს, როგორმე გაექცეს მას.

მუსიკა დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ. სიმღერა სინგლის სახით გამოვიდა 1996 წლის 22 მაისს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 21 მაისს — მსოფლიოს მასშტაბით. 1996 წლის 6 აგვისტოს სინგლს მიენიჭა ოქროს სტატუსი, გაიყიდა რა 500 000-ზე მეტი ეგზემპლარი.[2]

სინგლის 10-იანი ვინილის ვერსია წითელ ფერებშია.

საკონცერტო შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა პირველად ცოცხლად 1996 წლის 4 ივნისს სან-ხოსეში შესრულდა, კალიფორნია.[5] იმავე წელს შესრულდა ასევე MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიაზე. მეტალიკის Poor Touring Me ტურნეს უცვლელი შემადგენელი იყო 1996 - 1997 წლებში.[2]

მეტალიკამ სიმღერა სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებითაც შეასრულა 1999 წლის აპრილში და შეტანილი იქნა საკონცერტო ალბომში S&M.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Until It Sleeps“4:36
2.„Overkill“4:08
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Until It Sleeps“4:33
2.„2 X 4“ (საკონცერტო, Escape from the studio '95)6:06
3.„F.O.B.D.“ (იგივე Until It Sleeps – ადრეული ვერსია)4:56
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Until It Sleeps“4:36
2.„Kill/Ride Medley“ (საკონცერტო, Escape from the studio '95)10:19
3.„Until It Sleeps“ (ჰერმან მელვილის მიქსი)4:20
იაპონური EP
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Until It Sleeps“4:35
2.„Until It Sleeps“ (ჰერმან მელვილის მიქსი)4:22
3.„Kill/Ride Medley“ (საკონცერტო - Escape from the studio '95)10:19
4.„2 X 4“ (საკონცერტო - Escape from the studio '95)6:08
5.„Overkill“ (საკონცერტო)4:11
6.„F.O.B.D.“ (იგივე Until It Sleeps – ადრეული ვერსია)4:56

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორია სამუელ ბაიერი. გადაღებულია სხვადასხვა ადგილებში ლოს-ანჯელესის მიდამოებში 1996 წლის 6 და 7 მაისს. პრემიერა გაიმართა MTV-ზე 23 მაისს.[6] ვიდეო ეხება ადამიანის დაცემასთან დაკავშირებულ სურეალისტურ კონცეფციებს, გამოსახულს ჰიერონიმუს ბოსხის სხვადასხვა სურათებით. გარდა იმისა, რომ ძირითადი ფორმები შთაგონებულია ბოსხის ნახატებიდან, ძირითადი მოქმედი პერსონაჟები არიან მონსტრების მჭამელი ადამიანები ტკბობის ბაღიდან.[2] ვიდეოში ასახულია ასევე ადამისა და ევას დაცემა თივის გადატანიდან და იესო ქრისტე ჯვარცმის სცენა Ecce Homo-დან.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალურმა ვიდეომ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო როკ ვიდეო“ MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიაზე 1996 წელს.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს იყო ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელმაც ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, ისევე როგორც ჯგუფის პირველი და ერთადერთი სიმღერაა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის საუკეთესო ათეულში მოხვედრა მოახერხა, დაიკავა რა მეათე პოზიცია.[7]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1996) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია (ARIA)[8] 1
ავსტრია (Ö3 Austria Top 40)[9] 12
ბელგია (Ultratop 50 - ფლანდრია)[10] 8
ბელგია (Ultratop 50 - ვალონია)[11] 16
კანადა - RPM Top Singles[12]
5
კანადა - RPM Alternative 30[13]
6
ფინეთი (Suomen virallinen lista)[14] 1
საფრანგეთი (SNEP)[15] 10
გერმანია (Official German Charts)[16] 15
ირლანდია (IRMA)[17]
3
იტალია (FIMI)[18] 9
ნიდერლანდები (Nederlandse Top 40)[19] 9
ახალი ზელანდია (Recorded Music NZ)[20] 11
ნორვეგია (VG-lista)[21] 2
ესპანეთი (AFYVE)[22] 16
შვედეთი (Sverigetopplistan)[23] 1
შვეიცარია (Schweizer Hitparade)[24] 22
ბრიტანეთის სინგლები (The Official Charts Company)[25]
5
აშშ Billboard Hot 100[26] 10
U.S. Billboard Modern Rock Tracks[26] 27
აშშ Billboard Mainstream Rock Tracks[26] 1
წლის საბოლოო ჩარტი
ჩარტი (1996) პოზიცია
Billboard Hot 100[27] 92
კანადა - RPM Top Singles[28] 61

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სინგლი Until It Sleeps. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-14. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Until It Sleeps. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-28. ციტირების თარიღი: 2011-06-19.
  3. 3.0 3.1 Until It Sleeps. Songmeanings.net. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
  4. 4.0 4.1 Until It Sleeps. Lyricinterpretations.com. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
  5. მეტალიკის სიმღერების სტატისტიკა. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
  6. მეტალიკის მუსიკალური ვიდეოები -> Until It Sleeps. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
  7. ჯოელ უიტბარნი (2004). The Billboard Book of Top 40 Hits, მერვე გამოცემა (ბილბორდის გამოცემები), გვ, 421.
  8. "Australian-charts.com – Metallica – Until It Sleeps". ARIA Top 50 Singles.
  9. "Austriancharts.at – Metallica – Until It Sleeps" (გერმანულად). Ö3 Austria Top 40.
  10. "Ultratop.be – Metallica – Until It Sleeps" (ჰოლანდიურად). Ultratop 50.
  11. "Ultratop.be – Metallica – Until It Sleeps" (ფრანგულად). Ultratop 50.
  12. Top Singles - Volume 64, No. 2, August 26 1996. RPM. ციტირების თარიღი: October 10, 2014.
  13. Rock/Alternative - Volume 63, No. 21, July 08 1996. RPM. ციტირების თარიღი: October 9, 2014.
  14. "Metallica: Until It Sleeps" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI Finland.
  15. "Lescharts.com – Metallica – Until It Sleeps" (ფრანგულად). Les classement single.
  16. "Musicline.de – Metallica Single-Chartverfolgung" (გერმანულად). Media Control Charts. PhonoNet GmbH.
  17. The Irish Charts - All there is to know. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-13. ციტირების თარიღი: 2017-06-15.
  18. Italian peaks
  19. "Nederlandse Top 40 – Metallica search results" (ჰოლანდიურად) Nederlandse Top 40.
  20. "Charts.org.nz – Metallica – Until It Sleeps". Top 40 Singles.
  21. "Norwegiancharts.com – Metallica – Until It Sleeps". VG-lista.
  22. Salaverri, Fernando (September 2005). Sólo éxitos: año a año, 1959–2002, 1st, Spain: Fundación Autor-SGAE. ISBN 84-8048-639-2. 
  23. "Swedishcharts.com – Metallica – Until It Sleeps". Singles Top 100.
  24. "Swisscharts.com – Metallica – Until It Sleeps". Swiss Singles Chart.
  25. Metallica - Until It Sleeps - UK Singles
  26. 26.0 26.1 26.2 Metallica - Awards AllMusic
  27. Billboard Top 100 - 1996. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-01. ციტირების თარიღი: 2010-08-27.
  28. Top Singles - Volume 64, No. 18, December 16 1996. RPM. ციტირების თარიღი: October 10, 2014.