შინაარსზე გადასვლა

The Ecstasy of Gold

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Ecstasy of Gold“
სიმღერაენიო მორიკონე
ალბომიდან The Good, the Bad and the Ugly
გამოსვლის თარიღი 1966
ხანგრძლივობა 3:22
„The Ecstasy of Gold“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან We All Love Ennio Morricone
გამოსვლის თარიღი 2007
ჩაიწერა 1989 - 1993, 1999, 2007, 2009
ჟანრი მძიმე მეტალი, ნეო-კლასიკური მეტალი
ხანგრძლივობა 4:48
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Some Kind of Monster“
(2004)
The Ecstasy of Gold
(2007)
„The Day That Never Comes“
(2008)
აუდიომაგალითი

The Ecstasy of Gold (იტალიურად: L'Estasi dell'Oro) — ენიო მორიკონეს მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც წარმოადგენს საუნდტრეკს სერჟიო ლეონეს ფილმისთვის კარგი, ცუდი და ბოროტი. ეს კომპოზიცია ჟღერს იმ სცენის განმავლობაში, როდესაც ტუჩო რამირეზი (ბოროტი) გაგიჟებით ეძებს სასაფლაოს იმ საფლავის გულისთვის, სადაც 200 000 აშშ-ის დოლარია დამარხული ოქროს მონეტების სახით.

  • ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფი მეტალიკა იყენებს The Ecstasy of Gold-ს როგორც გამხსნელ მუსიკას მათ კონცერტებზე 1983 წლიდან;[1] იგი შესულია ასევე საკონცერტო სიმფონიურ ალბომში S&M. ინსტრუმენტული მეტალ ქავერი (ტექსტის მინიმალური რაოდენობით, რომელსაც წამყვანი ვოკალისტი ჯეიმზ ჰეტფილდი წარმოსთქვამს) შესულია 2007 წლის მორიკონესადმი მიძღვნილ ალბომში We All Love Ennio Morricone, საიდანაც გამოიცა კიდეც სინგლის სახით. ეს მეტალ ვერსია ნომინირებული იყო გრემის დაჯილდოებაზე კატეგორიაში „საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულება“. იგი გამოყენებული იქნა ასევე Guitar Hero: Metallica-ის ტრეილერში და შეტანილი იქნა თავად თამაშშიც იმ ფორმით, როგორც ეს მორიკონემ დაწერა. მეტალიკამ ეს სიმღერა გამოიყენა 2010 წლის ტურნეს Death Magnetic Tour დროსაც.
  • ამერიკული პანკ-როკ ჯგუფი Ramones იყენებდა The Ecstasy of Gold-ს როგორც მათი კონცერტების დამამთავრებელ კომპოზიციას.
  • ცნობილი ჩელოისტმა იო-იო მამ შეიტანა ეს კომპოზიცია თავის ტრიბუტ ალბომში Yo-Yo Ma Plays Ennio Morricone.[2]
  • იგი გამოყენებულია ფილმის სულელები 2(2006) გამხსნელი სცენის დროს.[3]
  • გამოყენებულია ასევე ჯეი-ზის სიმღერაში Blueprint 2 ალბომიდან The Blueprint 2: The Gift and The Curse.
  • The Game იყენებს Blueprint 2-ს მისი ტრეკის 300 Bars and Runnin' დასასრულს.
  • Crooked I ასევე იყენებს Blueprint 2-ს ჰიპ-ჰოპის ყოველკვირეული სერიის Blueprint 2 Freestyle-ის 21-ე გამოცემაში.
  • კომპოზიცია გამოყენებულია ბრიზ ევაფლოუინისა და Immortal Technique-ის დუეტში სახელწოდებით Land of the Gun ალბომიდან Stronghold Mixtape Vol. 2
  • მას იყენებდა ასევე დამოუკიდებელი პროფესიონალი მოჭიდავე ედი კინგსტონი არენაზე გამოსვლის წინ 2007 წელს.
  • საფეხებურთო კლუბი სპარტა (როტერდამი) უკრავს ამ კომპოზიციის ვერსიას ყოველი საშინაო მატჩის დაწყების წინ.
  • როკ-ჯგუფ 30 Seconds to Mars სიმღერის Hurricane (2009 წლის ალბომიდან This Is War) დასაწყისი იდენტურია The Ecstasy of Gold-ის დასაწყისისა.
  • 1997 წელს PlayStation-ის თამაშმა Wild Arms თავის მუსიკალურ თემაში Lone Bird in the Shire გამოიყენა Ecstasy of Gold-ის მელოდია.
  • გამოყენებულია AMC-ის სატელევიზიო სერიალის Breaking Bad მესამე სეზონში.[4]
  • იგი აისახა ასევე Nas-ის სინგლში One Mic.
  • ჰოკეის გუნდი Detroit Red Wings უკრავდა ამ კომპოზიციას ყოველი საშინაო თამაშის წინ 2009 - 2010 წლის სეზონზე.

შენიშვნა:ზემოთ მოყვანილია კომპოზიციის გამოყენების მხოლოდ ზოგიერთი მაგალითი.

  1. „We All Love Ennio Morricone“. Metallica.com. ციტირების თარიღი: 2007-03-11.
  2. „Yo-Yo Ma Plays Ennio Morricone“. Yo-yoma.com. ციტირების თარიღი: 2007-11-13.
  3. „Movie connections for Jackass Number Two (2006)“. Imdb.com. ციტირების თარიღი: 2007-11-13.
  4. „6-Minute Recap“. YouTube.com. ციტირების თარიღი: 2010-03-20.