ოლიმპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მხატვრის დანახული ოლიმპია
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 517
რუს.ინგლ.ფრ.

ოლიმპია (ბერძნ. Ολυμπία) ), ძვ. ბერძნული ქალაქი ელიდაში (პელოპონესის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი), რელიგიური ცენტრი, ზევსის კულტისა და მისდამი მიძღვნილი ოლიმპიური თამაშების ჩასატარებელი ადგილი. არქიტექტურული ანსამბლი ჩამოყალიბდა ძვ. წ. VII—IV საუკუნეებში. დაეცა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ. ოლიმპიის შემდეგ შემონახულია პელოპის სამლოცველოს (ძვ. წ. II ატასწლეულის დასასრული), ჰერას (ძვ. წ. VII საუკუნის დასასრული ან VI საუკუნის დასაწყისი), პრაქსიტელეს ქანდაკება "ჰერმესი ჩვილი დიონისეთი" (მარმარილო, დაახლოებით ძვ. წ. 340) დაცულია ოლიმპიის მუზეუმში. ზევსის (ძვ. წ. 468—456, არქიტექტორი ლიბონი; ფრონტების ადრინდელი კლასიკური ქანდაკება და პეონიოსის "ნიკეს" ქანდაკება დაცულია ოლიმპიის მუზეუმში). ღმერთების დედის (მეტროონი, ძვ. წ. IV საუკუნის I ნახევარი), ზევს სოსიპოლისისა და ილითიას (ძვ. წ. 363-ის შემდეგ) ტაძრების, 12 საგანძურისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები. წმინდა ადგილის ფარგლებს გარეთ ბულევტერიონის (ძბ. წ. VI—V სს.), კლასიკური ეპოქის სტადიონის, ე. წ. ლეონიდაიონის (ძვ. წ. IV ს., არქიტ. ლეონიდე) და სხვ. ნაგებობათა ნაშთები. ოლომპიას მუზეუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: