ქალაქ-თანამგზავრი
იერსახე
ქალაქ-თანამგზავრი — ქალაქი ან დაბა, რომელიც ვითარდება უფრო დიდი ქალაქის (მიზიდვის ცენტრი) ახლოს და არსებითად განიცდის მისი საწარმოო-სამეურნეო და კულტურულ-საყოფაცხოვრებო პროცესების ზემოქმედებას. ქალაქ-თანამგზავრი არ ამჟღავნებს ტენდენციას, შეუერთდეს ცენტრალურ ქალაქს. ქალაქ-თანამგზავრის შექმნას საფუძვლად უდევს ქალაქის მახლობლად სამრეწველო საწარმოების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვათა განლაგება. ქალაქ-თანამგზავრის მთავარი დანიშნულებაა დიდი ქალაქების განტვირთვა ჭარბი მოსახლეობისა და მრეწველობის ზედმეტი კონცენტრაციისგან.
ნაირსახეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს სხვადასხვა ტიპის ქალაქ-თანამგზავრები:
- საცხოვრებელი - „საძილე ქალაქი“, ჩვეულებრივად, ტრადიციულ კაპიტალისტურ ქვეყნებში;
- სამრეწველო-სატრანსპორტო;
- სამეცნიერო-საკურორტო და სხვა.
საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში საბჭოთა პერიოდში ერთი ქალაქ-თანამგზავრი იყო — რუსთავი, რომელსაც სხვა დანიშნულებასთან ერთად თბილისის განტვირთვაც ევალებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნეიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 445.