პორტ-ჰარკორტი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
პორტ-ჰარკორტი ინგლ. Port Harcourt | |||
![]() პორტ-ჰარკორტის ცენტრი | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
შტატი | რივერსის შტატი | ||
კოორდინატები | 4°45′00″ ჩ. გ. 7°00′00″ ა. გ. / 4.75000° ჩ. გ. 7.00000° ა. გ. | ||
დაარსდა | 1912 | ||
ფართობი | 186 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 18 მ | ||
მოსახლეობა | 2 667 435 კაცი (2006) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 234-84 | ||
საფოსტო ინდექსი | 500101 to 500272 | ||
ოფიციალური საიტი | riversstatenigeria.net/index/120-Govt Project Pictures.php | ||
პორტ-ჰარკორტი (ინგლ. Port Harcourt) — ნიგერიის რივერსის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც მდებარეობს მდინარე ბონიზე, ნიგერის დელტაში. ქალაქის მოსახლეობა — 2 667 435 ადამიანი (2006), დიდი პორტ-ჰარკორტი მიოთვლის დაახლოებით 5,7 მილიონ მაცხოვრებელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტ-ჰარკორტი ბრიტანელებმა 1913 წელს დააარსეს იმ რაიონში, სადაც ტრადიციულად ცხოვრობენ იკვერეს და იჯოს ხალხი. მას სახელი დაერქვა კოლონიების საქმეთა სახელმწიფო მდივნის ლუის ვერნონ-ჰარკორტის პატივსაცემად. თავდაპირველად ქალაქი გამოიყენებოდა ენუგუში ნაწარმოები ნახშირის ექსპორტისათვის. ქალაქი ენუგუ მდებარეობს 243 კმ-ით ჩრდილოეთით პორტ-ჰარკორტიდან,[1] რომელთანაც ის დაკავშირებულია ინგლისელების მიერ აშენებული რკინიგზით აღმოსავლეთის ხაზზე.[2][1][3]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი პორტ-ჰარკორტი მოიცავს თვითონ ქალაქ პორტ-ჰარკორტს, რომელიც შედგება ძველი ევროპული (თაუნშიპი) და მასთან მიმდებარე რამდენიმე ახალი კვარტალებისგან, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის მქონე 7 რაიონისგან — ოკრიკა, ობიო-აკპორი, იკვერე, ოიიგბო, ოგუ-ბოლო, ტაი და ელემე.
ინფრასტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში მდებარეობს რივერსის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პორტ-ჰარკორტის უნივერსიტეტი. ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, ორი საზღვაო პორტი, ორი სტადიონი და ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
მომავალი გეგმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის მჭიდრო დასახლების გამო 2009 წლის დასაწყისში შტატის ხელისუფლებამ, გუბერნატორ ჩიბუიკე ამაეჩის (Chibuike Amaechi) ხელმძღვანელობით, გამოაცხადა ახალი ქალაქის — გრეით-პორტ-ჰარკორტის შექმნის გეგმები. ახალი ქალაქი უნდა აშენდეს პორტ-ჰარკორტის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Nigeria, Chief Secretary's Office (1933). The Nigeria handbook, 10, Eastern Line: Government Printer, Lagos, გვ. 83.
- ↑ Williams, Lizzie (2008). Nigeria: The Bradt Travel Guide, გვ. 200.
- ↑ Udo, Reuben K. (1970). Geographical Regions of Nigeria. University of California Press, გვ. 85.