შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე II (ქართლის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კონსტანტინე II ქართლის მეფე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინე II.
კონსტანტინე II
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1478 / 1479
მმართ. დასასრული: 1505
წინამორბედი: ალექსანდრე II
მემკვიდრე: დავით X
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1447
გარდ. თარიღი: 1505
შვილები: 1.დავითი,
2. გიორგი,
3. ბაგრატი,
4. მელქისედეკ II
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დიმიტრი
დედა: გულშარი
ხელმოწერა:

კონსტანტინე II (გ. 1505) — ქართლის მეფე 1478/1479-1505 წწ., ალექსანდრე I დიდის ძის დიმიტრი ბატონიშვილის ვაჟი. 1465 წელს ბიძასთან, მეფე გიორგი VIII-თან, ერთად ტყვედ ჩაუვარდა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II-ს. ტყვეობიდან გამოქცეული კონსტანტინე II ქუთაისში გამაგრდა, მაგრამ ხელისუფლებას ვერ დაეუფლა და 1466 წელს საქართველოს მეფედ თავი გამოაცხადა ბაგრატ VI-მ. ამავე დროს ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII, რომელმაც ბაგრატ VI-თან ბრძოლა წააგო, კახეთში გადავიდა და საფუძველი დაუდო კახეთის სამეფოს დამოუკიდებელ არსებობას. 1468 წელს კონსტანტინე II იძულებული გახდა ეცნო ბაგრატ VI-ის მეფობა. თუმცა თავის თავს მაინც მეფეს უწოდებდა 1466 წლიდან ჩანს, ამას ქართლ-იმერეთში ბაგრატ VI-ის მეფობის დროს (1466-1478 წწ.) სამეფოს გარკვეულ ტერიტორიაზე ძალაუფლება ჰქონდა, ე.ი. ეს იყო ორმეფობის დრო. 1478 წელს, როდესაც ბაგრატი გარდაიცვალა კონსტანტინე II-მ სძლია ბაგრატ VI-ის ძეს ალექსანდრეს და ქართლ-იმერეთის ტახტს დაეპატრონა. 1483 წელს კონსტანტინე II არადეთთან დაამარცხა ყვარყვარე II-მ, ამით ისარგებლა ალექსანდრე II-მ და 1484 წელს თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა. 1487 წელს კონსტანტინე II-მ ქუთაისიდან განდევნა, მაგრამ ქართლში იაყუბ-ყაენის შემოსევის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა იმერეთი, რომელსაც კვლავ ალექსანდრე II დაეუფლა (1489 წ.). 1490-იანი წლების დასაწყისში კონსტანტინე II-მ ცნო ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად საქართველოს დაშლის ფაქტი, თუმცა ამის შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას ერთიანი სამეფოს აღსადგენად და ოსმალეთ-ირანის აგრესიის წინააღმდეგ. ამ მიზნის მისაღწევად 1492-1496 წლებს შუა მან ხუცესი ნილოსი გაგზავნა დესპანად კაიროში ეგვიპტის მამლუქ სულთან აშრაფ სეიფ ალ-დინ კაიტბეისთან, აგრეთვე რომის პაპთან და ესპანეთის მეფესთან. მაგრამ კონსტანტინე II-ის ცდას შედეგი არ მოჰყოლია.

წინამორბედი:
ალექსანდრე II
ქართლის მეფე
1478 - 1505
შემდეგი:
დავით X