კონსერვატიზმი საქართველოში
სტატია სერიიდან |
კონსერვატიზმი |
---|
პიროვნებები
|
ეროვნული ვარიაციები
|
კონსერვატიზმი საქართველოში — პოლიტიკური შეხედულებების ვრცელი სისტემა საქართველოში, რომელიც ხასიათდება ქრისტიანული ღირებულებებისა და ნაციონალური იდენტობის დაცვით. ქართულ კონსერვატიულ საზოგადოებას შეიძლება ასევე შეფასდეს როგორც ნატივისტური.[1] ის აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომელთაგან ზოგიერთი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.[1]
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართული კონსერვატიზმი პირობითად ორ განზომილებად იყოფა: კულტურული კონსერვატიზმი, რომელიც ეროვნულ-კულტურული ნორმების დაცვის მნიშვნელობასთან ასოცირდება და სოციალური კონსერვატიზმი, რომელიც სოციალურ ნორმებს შეეხება.[2] საქართველოს მოსახლეობაში შედარებით კულტურული კონსერვატიზმი დომინირებს.[2]
ორივე ტიპის კონსერვატორები ნაკლებად ემხრობიან ძალაუფლების გადანაწილების პრინციპს.[2] მათ მიაჩნიათ, რომ უმცირესობების დაცვის საკითხები მნიშვნელოვანი არაა, მხარს უჭერენ მიწის გასხვისებას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და ნარკოტიკების მომხმარებლების პატიმრობით დასჯასაც ამართლებენ.[2]
სოციალური კონსერვატორები ნაკლებად ემხრობიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.[2]
კულტურული კონსერვატორები მხარს უჭერენ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვის შემცირებას.[2]
საპენსიო რეფორმის სქემებთან დაკავშირებით – კულტურული კონსერვატორები უპირატესობას დაგროვების ნებაყოფლობით ფორმას ანიჭებენ, ხოლო სოციალური კონსერვატორებისთვის უფრო მისაღები სავალდებულო გადახდის სქემაა.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგიერთი ავტორის მოსაზრებით XIX საუკუნის „მამებისა და შვილების ბრძოლა“ შეიძლება შეფასდეს როგორც ქართული კონსერვატიზმის გამოვლენის პირველი მაგალითი, თუმცა ამ პროცესის მონაწილე გრიგოლ ორბელიანს და „მამების“ არც სხვა წარმომადგენელს ქართული კონსერვატიზმის იდეოლოგიური სისტემატიზაცია არ მოუხდენიათ.[3] მათი რეაქცია მხოლოდ ცვლილებების უარყოფა იყო. ქართული კონსერვატიზმის იდეური ქვაკუთხედი ლიტერატურის სახით გვევლინებოდ, რამაც მოგვიანებით გავლენა იქონია ქართული ნაციონალიზმის ჩამოყალიბებაზე, რომლის ფუძემდებელად „შვილთა“ თაობის წარმომადგენელი ილია ჭავჭავაძე ითვლება. ახალგაზრდობის ადრეულ პერიოდში ილია ნაციონალისტია, შემდგომ ხდება ლიბერალი, ბოლოს კი კონსერვატორულ პოზიციას იკავებს მთელი რიგი საკითხების მიმართ.[4] კონსერვატიზმის იდეურ საფუძვლად ილიას მიაჩნდა „ის წყობა, რომელიც ცხოვრებას უკვე აღმოუჩენია, დაუდგენია და დღეს მოქმედებს“, ლიბერალიზმისა კი „ის — რასაც დღევანდელი დღე თხოულობს“.[5] ილია თვლიდა, რომ ყველა ერი, რომელიც ისტორიის ღირსია, ამ „ორნაირ აზრთა წყობის“ ძირითად პრინციპებზე უნდა აგებდეს თავის ცხოვრებას — ე.ი. სახელმწიფოებრიობას — პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტებს.[5]
კონსერვატიული იდეოლოგია არ სარგებლობდა პოპულარობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში და არც საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც.[3] 1990-იან წლებში მომძლავრმა რელიგიურობამ საქართველოში ხელი შეუწყო კონსერვატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას და შეაფერხა დემოკრატიის გაღრმავების პროცესი — ხელის შეშლით ისეთი ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებისთვის, როგორიცაა სექსუალურ უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლება.
1991 წლის 26 მაისს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი ლიდერი ზვიად გამსახურდია დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. იგი აპელირებდა ოჯახური როლით, რელიგიით და შესაბამისად, სოციალური კონსერვატიზმის მიმდევარიც იყო.[6] დამოუკიდებლობის მიღების დღიდან საქართველოში ლიბერალურ პოლიტიკურ ძალებსა და რელიგიურ კონსერვატორებს შორის დაპირისპირება გრძელდება, რაც გამოწვეულია სოციალური და ეკონომიკური რეფორმებით, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას.[7]
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში ფეხის მოკიდება დაიწყო ლიბერალურმა იდეოლოგიამ, განსაკუთრებით კი, სამოქალაქო ნაციონალიზმმა; განმტკიცდა ლიბერალურლი ღირებულებები და გაიზარდა ეკლესიის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, რაზეც გავლენა ასევე გლობალიზაციამ და ინტერნეტზე გაზრდილმა წვდომამ იქონია.
რადიკალურად განწყობილი კონსერვატიული ჯგუფები მონაწილეობდნენ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებში.[8]
ჯგუფები და ორგანიზაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკური პარტიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ახალი მემარჯვენეები
- ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა
- საქართველოს კონსერვატიული პარტია
- თავისუფლება
- პატრიოტთა ალიანსი
- ქართული მარში
- კონსერვატიული მოძრაობა
- ქართული იდეა
- თავისუფალი საქართველო
- კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია
- ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ეკლესია
- მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი
- ევრაზიის ინსტიტუტი
- geworld.ge
- ასავალ-დასავალი
- TV ობიექტივი
- Alt-Info (ალტ-ინფო)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Nodia, Ghia. Nativists Versus Global Liberalism in Georgia - The Mobilization of Conservative Civil Society en. ციტირების თარიღი: 2021-02-08
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 როგორ შევაფასოთ საქართველოს მოსახლეობის იდეოლოგიური შეხედულებები? (2018-11-21). ციტირების თარიღი: 2021-02-08
- ↑ 3.0 3.1 Geworld. (2019-01-31) რატომ უჭირთ ქართველ კონსერვატორებს?. ციტირების თარიღი: 2021-02-08
- ↑ ჯავახიშვილი, გიორგი. (2020-12-07) ლიბერალიზმი საქართველოში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-08. ციტირების თარიღი: 2021-02-08
- ↑ 5.0 5.1 კუპრაშვილი, Ჰ. (2016). ძირითადი პოლიტიკური მიმდინარეობები თანამედროვე ევროპაში. „ტექნიკური უნივერსიტეტი“.
- ↑ ქართული ნაციონალური ნარატივები კონფლიქტებთან მიმართებაში: 1991-2012 წლები ka-GE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-07. ციტირების თარიღი: 2021-02-08
- ↑ 'Better Late Than Never': New Gender-Quota Bill Gives Hope To Georgia's Women en. ციტირების თარიღი: 2021-02-08
- ↑ პროექტის "საქართველოს მომავალი" ფარგლებში მომზადებული პუბლიკაცია - მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ცვალებად საზოგადოებაში, ივლისი 2021 ka. ციტირების თარიღი: 2021-11-27
- ↑ MIA investigates Vasadze over forming a vigilante group en-US (2019-06-17). ციტირების თარიღი: 2021-02-08
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-09-24. ციტირების თარიღი: 2024-09-24.