მოქალაქეობა
მოქალაქეობა — პოლიტიკური და იურიდიული კავშირი ინდივიდსა და განსაზღვრულ სახელმწიფოს შორის. ამ კავშირიდან მომდინარეობს მოქალაქის შესაბამისი უფლებები და მოვალეობები.
მოქალაქეობის თეორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქალაქეობის რესპუბლიკური მოდელის გაგებით როდესაც მოქალაქეობის ძირითად ელემენტს წარმოადგენს მმართველობაში, პოლიტიკაში მონაწილეობა. მოქალაქეობის რესპუბლიკური გაგება გავრცელებული იყო ანტიკურ რომსა და საბერძნეთში. მოქალაქეობის ლიბერალური მოდელის, რომელიც XVII საუკუნიდან განვითარდა, გაგებით მოქალაქეობა უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი სტატუსია, ხოლო პოლიტიკური საქმიანობა წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდება.
არსებობს აგრეთვე განსხვავებები მოქალაქეობის უნივერსალურ და დიფერენციალურ თეორიებს შორის. უნივერსალური მოდელის მიხედვით მოქალაქეობა არის სამართლებრივი სტატუსი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოს ყველა წევრს ენიჭება თანაბარი სამოქალაქო, სოციალური და პოლიტიკური უფლებები. მოქალაეობის დიფერენციალური მოდელი ეფუძნება განსხვავებების (კულტურული, რასობრივი, კლასობრივი, სქესობრივი და სხვ.) და პლურალიზმის პოლიტიკური მნიშვნელობის აღიარებას.
მოქალაქეობის მიღების წესები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნების დიდ ნაწილში მოქალაქეობის მიღება ხორციელდება რამდენიმე ძირითადი სამართლებრივი მექანიზმით. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სახელმწიფოს კანონმდებლობა განსხვავდება, მოქალაქეობის მინიჭების საერთო წესებს მიეკუთვნება დაბადება, ნატურალიზაცია და გამონაკლის შემთხვევაში ინვესტიციით მოქალაქეობის მიღება.
- დაბადების გზით მოქალაქეობა (ფილიაცია) – მოქალაქეობა შესაძლოა ავტომატურად მიენიჭოს პირს, თუ მისი ერთი ან ორივე მშობელი არის კონკრეტული ქვეყნის მოქალაქე (prinzipი jus sanguinis) ან იმ შემთხვევაში, თუ პირი დაიბადა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე (jus soli), როგორც ეს განსაზღვრულია შესაბამისი კანონმდებლობით. მაგალითად, გერმანიაში მოქალაქეობა გადაეცემა მშობლის მოქალაქეობის საფუძველზე, ხოლო კანადაში – დაბადების ადგილის საფუძველზე.[1]
- ნატურალიზაცია – მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია იმ პირთათვის, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობენ კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იცავენ მის კანონებს, ფლობენ სახელმწიფო ენას და ინტეგრირდებიან ადგილობრივ საზოგადოებაში. ბევრ ქვეყანაში ასევე გათვალისწინებულია სამოქალაქო გამოცდის ჩაბარება და სამოქალაქო ლოიალობის დეკლარირება.
- გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია მოქალაქეობის მიღება გარკვეული ინვესტიციების სანაცვლოდ. ასეთი სახის მოქალაქეობას მხოლოდ ზოგიერთი ქვეყანა იძლევა და არ არის საყოველთაოდ მიღებული. ინვესტიციის კონკრეტული რაოდენობაც სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Archibugi, Daniele (2008). The Global Commonwealth of Citizens. Toward Cosmopolitan Democracy. Princeton University Press. ISBN 978-1400829767.
- Carens, Joseph (2000). Culture, Citizenship, and Community: A Contextual Exploration of Justice as Evenhandedness. Oxford University Press. ISBN 978-0198297680.
- Heater, Derek (2004). A Brief History of Citizenship. NYU Press. ISBN 978-0814736722.
- Kymlicka, Will (1995). Multicultural Citizenship: A Liberal Theory of Minority Rights. Oxford University Press. ISBN 978-0198290919.
- Maas, Willem (2007). Creating European Citizens. Rowman & Littlefield. ISBN 978-0742554863.
- Marshall, T.H. (1950). Citizenship and Social Class and Other Essays. Cambridge University Press.
- Shue, Henry (1950). Basic Rights.
- Smith, Rogers (2003). Stories of Peoplehood: The Politics and Morals of Political Membership. Cambridge University Press. ISBN 978-0521520034.
- Somers, Margaret (2008). Genealogies of Citizenship: Markets, Statelessness, and the Right to Have Rights. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-79394-0.
- Soysal, Yasemin (1994). Limits of Citizenship. Migrants and Postnational Membership in Europe. University of Chicago Press.
- Turner, Bryan S. (1994). Citizenship and Social Theory. Sage. ISBN 978-0803986114.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოქალაქეობა სტენფორდის ფილოსოფიის ენციკლოპედია (ინგლისური)