შინაარსზე გადასვლა

ნესტორ მახნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნესტორ მახნო
დაბადების თარიღი 7 ნოემბერი, 1888(1888-11-07)[1]
გარდაცვალების თარიღი 25 ივლისი, 1934(1934-07-25)[2] (45 წლის)
ჯარის სახეობა მახნოვშჩინა
წოდება კომბრიგი
მეთაურობდა მახნოვშჩინა და უკრაინის სსრ-ის პირველი ზადნეპროვსკაიას უკრაინული საბჭოთა დივიზიის მე-3 ბრიგადა
ბრძოლები/ომები რუსეთის სამოქალაქო ომი და საბჭოთა-უკრაინის ომი

ნესტორ ივანეს ზე მახნო (უკრ. Не́стор Іва́нович Махно́; მიხნო, მიხნენკო; 7 ნოემბერი 1888, სოფელი გულიაი-პოლე, ეკატერინოსლავის გუბერნია, რუსეთის იმპერია25 ივლისი 1934, პარიზი) — უკრაინელი ანარქისტი, სამოქალაქო ომის დროს „აჯანყებულთა რევოლუციონერული არმიის“ ხელმძღვანელი უკრაინაში, მოკავშირე, შემდგომ კი მოწინააღმდეგე ბოლშევიკებისა. ცნობილია როგორც батько Махно (ამ ხელმოწერით გასცემდა სამხედრო ბრძანებებს).

დაიბადა 1888 წლის 26 ოქტომბერს (ახ.სტ. 7 ნოემბერს), გულიაიპოლელი გლეხების ოჯახში. მამა — ივან როდიონოვიჩ მახნო (მიხნენკო) (1846–1889) და დედა — ევდოკია მატვეევნა მახნო (ქალიშვილობის გვარით პერედერიი) სოფლის მაცხოვრებლები (სახელმწიფო გლეხები) იყვნენ. ჰყავდა ოთხი უფროსი ძმა (პოლიკარპე, საველი, ემელიანი, გრიგორი) და და — ელენა. ემელიანი 1918 წელს გარდაიცვალა, პოლიკარპე შემდგომში ჰეტმან სკოროპადსკის ჰაიდამაკებმა, საველი — თეთრებმა, ხოლო გრიგორი — წითლებმა მოკლეს. ნესტორი მამის გარეშე იზრდებოდა.

1906 წლიდან იყო ანარქისტული ორგანიზაციის „ანარქო-კომუნისტების გლეხთა კავშირის“ წევრი.

1906-1910 წლებში იყო სხვადასხვა ტერორისტული აქტების ხელმძღვანელი და შემსრულებელი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ზაპოროჟიეს ოლქის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე.

1918 წლის დასაწყისიდან იყო ზაპოროჟიეს რევკომის წევრი. 1918 წლის მაისიდან გახდა ბოლშევიკი. 1918 წლის ნოემბრიდან იბრძოდა სიმონ პეტლიურას წინააღმდეგ.

1919 წლის დასაწყისიდან იყო უკრაინის წითელი არმიის ბრიგადის მეთაური. 1919 წლის აპრილიდან დაუპირისპირდა ბოლშევიკებს. 1919 წლის ბოლოდან კვლავ ბოლშევიკებთან ერთად იბრძოდა თეთრი გვარდიის წინააღმდეგ.

1920 წლის ბოლოს კვლავ შეიცვალა პოლიტიკური ორიენტაცია, დაუპირისპირდა ბოლშევიკებს და 1921 წლის შემოდგომაზე წავიდა ემიგრაციაში.

  • Махно Н. И. Азбука анархиста. — М.: Вагриус, 2005.
  • Махно Н. И. Воспоминания / предисл. В. М. Волина. — 1929—1937.
  • Махно Н. И. На чужбине 1924-1934 гг. Записки и статьи. — Париж: Громада, 2004.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 521.
  • Белаш А. В., Белаш В. Ф. Дороги Нестора Махно. — Киев: РВЦ «Проза», 1993
  • Веллер М. И. Махно. — Москва: АСТ, 2007
  • Семанов С. Н. Нестор Махно. Вожак анархистов. — М.: Вече, 2005

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]