ქრისტიანული კომუნიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Red flag II.svg კომუნიზმი Red star.svg
ძირითადი ცნებები

კოლექტივიზი ანტიკაპიტალიზმი ანტიიმპერიალიზმი მუშათა თვითმმართველობა პირდაპირი დემოკრატია კლასობრივი ბრძოლა მსოფლიო რევოლუცია პროლეტარიატის დიქტატურა გეგმიური ეკონომიკა პროლეტარული ინტერნაციონალიზმი

ცნობილი მოღვაწეები

ტომას მორი ტომაზო კამპანელა გრაკხ ბაბეფი რობერტ ოუენი ვილჰელმ ვაიტლინგი ალექსანდრე გერცენი კარლ მარქსი ფრიდრიხ ენგელსი ელიზე რეკლიუ პეტრე კროპოტკინი ერიკო მალატესტა როზა ლუქსემბურგი კლარა ცეტკინი ვლადიმერ ლენინი ალექსანდრ ბერკმანი ემა გოლდმანი ბარტოლომეო ვანცეტი ლევ ტროცკი ნესტორ მახნო ალექსანდრა კოლონტაი ანტონიო გრამში იოსებ სტალინი ბუენავენტურა დურუტი ანტონ პანეკუკი ხო ში მინი მაო ძედუნი იოსიპ ბროზ ტიტო ალბერ კამიუ ჰერბერტ მარკუზე ჟან-პოლ სარტრი ენვერ ხოჯა სიმონ დე ბოვუარი ჩე გევარა პიერ პაოლო პაზოლინი კიმ ირ სენი კორნელიუს კასტორიადისი გი დებორი მიურეი ბუკჩინი ფიდელ კასტრო სუბკომანდანტე მარკოსი

მოქმედი კომუნისტური პარტიები და მოძრაობები

კომუნისტური პარტიები

მიმდინარეობები

უტოპიური სოციალიზმი მარქსიზმი ევროკომუნიზმი ანარქო-კომუნიზმი ქრისტიანული სამხედრო პირველყოფილი


ქრისტიანული კომუნიზმირელიგიური კომუნიზმის განშტოება, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ რწმენას. მისი მიმდევრები მიიჩნევენ, რომ იესო ქრისტეს ქადაგება შეესაბამება კომუნისტურ იდეოლოგიას.

იდეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანული კომუნიზმის სიმბოლო: ნამგალი და ლათინური ჯვარი

ქრისტიანული კომუნიზმი ეფუძნება ბიბლიაში არსებულ ნაწყვეტებს, რომლებიც შეესაბამება კომუნისტურ მსოფლმხედველობას.

„საქმე წმიდათა მოციქულთა“ შეიცავს მონაკვეთს, რომელშიც საუბარია ერების თანასწორობის შესახებ:

„განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ. პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?!“ (საქმე წმიდათა მოციქულთა 2:7-11).

„საქმე წმიდათა მოციქულთა“ ასევე შეიცავს მონაკვეთს, სადაც წერია, რომ ძველად ქრისიტიანები ცხოვრობდნენ მცირე კომუნებში კერძო საკუთრების გარეშე:

„ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად.“ (საქმე წმიდათა მოციქულთა 4:32).

ქრისტიანი კომუნისტების აზრით, კომუნისტური იდეოლოგიის თეზისები ღრმადაა ჩადებული ქრისტიანულ რწმენაში. ისინი მიიჩნევენ, რომ იესო ქრისტეს მოძღვრება უარყოფდა კაპიტალისტური წყობისთვის დამახასიათებელ მერკანტილისტურ აზროვნებას და ღარიბების დახმარებისკენ მოუწოდებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]