ელიზე რეკლიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზე რეკლიუ
ფრანგ. Élisée Reclus
EliseeReclusNadar.jpg
დაბ. თარიღი 15 მარტი, 1830(1830-03-15)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი სენტ-ფუა-ლა-გრანდი, ჟირონდა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 4 ივლისი, 1905(1905-07-04)[1] [2] [3] [4] [7] [5] [6] (75 წლის)
გარდ. ადგილი ტორუ, დასავლეთი ფლანდრია, ბელგია
დასაფლავებულია იქსელის სასაფლაო
მოქალაქეობა საფრანგეთი
მუშაობის ადგილი ბრიუსელის ახალი უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბრიუსელის ახალი უნივერსიტეტი
მამა ჟაკ რეკლიუ
დედა Zéline Trigant-Marquey
ნათესავ(ებ)ი Pauline Kergomard
ჯილდოები მფარველის მედალი[8]

ჟან ჟაკ ელიზე რეკლიუ (ფრანგ. Élisée Reclus; დ. 15 მარტი 1830 — გ. 4 ივლისი 1905) — ფრანგი გეოგრაფი, სოციოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე. ანარქიზმის ერთ-ერთი თეორეტიკოსი. I ინტერნაციონალის წევრი, ემხრობოდა ბაკუნისტებს, ლუი ბონაპარტის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში; ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. პარიზის კომუნის (1871) პერიოდში იყო ეროვნული გვარდიის მებრძოლი. რეკლიუ ტყვედ იგდეს ვერსალელებმა და დასაჯეს სამშობლოდან სამუდამო განდევნით. ცხოვრობდა იტალიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში.

1892-1905 წლებში იყო გეოგრაფიის პროფესორი ბრიუსელში (თავდაპირველად თავისუფალ უნივერსიტეტში, შემდეგ მისი ინიციატივით შექმნილ ახალ უნივერსიტეტში). თავის შრომებში რეკლიუმ განამტკიცა ისტორიის როლი ქვეყანათმცოდნეობაში. საყოველთაო აღიარეა მოიპოვა რეკლიუს 19 ტომიანმა შრომამ „ადამიანი და დედამიწა“ (1876-1894), რომელსაც მკვლევარი დაახლოებით 20 წელი წერდა. ამ წიგნში რეკლიუს მასალა კავკასიის შესახებ მიაწოდა ქართველმა პუბლიცისტმა იონა მეუნარგიამ. რეკლიუ საზოგადოების განვითარებაში დიდ როლს ანიჭებდა გეოგრაფიულ გარემოს, მაგრამ არ იყო გეოგრაფიული დეტერმინიზმის თანამიმდევრული მომხრე. გეოგრაფიაში „ანარქიული“ მიმართულების წარმომადგენელი იყო. 1892 წელს საფრანგეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ მიანიჭა ოქროს მედალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 344.

  • ცაიშვილი ს., გოგია ი., წერილები ოინა მეუნარგიისადმი, ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები, 1947, [ტ.] 1. გვ. 267-268, 293-294 (რეკლიუს წერილი, თარგმანი და კომენტარი).
  • Лебедева Н. А., Лебедев Н. К., Э. Реклю, М., 1956.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118598848 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. Pinson G., Thérenty M. Médias 19 — 2011. — ISSN 1927-0178
  8. Royal Geographical Society Gold Medal RecipientsRoyal Geographical Society, 2022.