ბილ შენკლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

უილიამ შენკლი (დ. 2 სექტემბერი, 1913 — გ. 29 სექტემბერი, 1981) — შოტლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ცნობილი გახდა ლივერპულის მწვრთნელობის პერიოდში. შენკლის დროს ლივერპული აღზევდა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ერთხელ უეფა-ს თასი. 1974 წელს გადადგომის შემდეგ კლუბში შენკლის მემკვიდრეები ბობ პეისლი და ჯო ფაგანი მივიდნენ, მომდევნო დეკადაში მერსისაიდული კლუბი ოთხჯერ გახდა ჩემპიონთა თასის გამარჯვებული და შვიდჯერ ლიგის ტიტულის მფლობელი. შენკლი იყო კლუბის ქარიზამტული ლიდერი, საიმიჯო სახე, მის პერიოდში კლუბის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ფანების ფაქტორს.[1][2]

შენკლი შოტლანდიის პატარა სოფლიდან მოდის, მისი ოთხი ძმა ასევე პროფესიონალი ფეხბურთელები იყვნენ. თამაშობდა მარჯვენა ნახევარმცველად, თორმეტჯერ ითამაშა შოტლანდიის ნაკრებში. ფეხბურთელობა დაიწყო კარლაილ იუნაიტედში, კარიერის უმეტესი წლები გაატარა პრესტონ ნორტ ენდში, სადაც 1938 წელს მოიგო ინგლისის თასი. მეორე მსოფლიო ომში სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებში გაიწვიეს. 1949 წელს შენკლიმ დაიწყო სამწვრთნელო კარიერა კარლაილ იუნაიტედში, შემდგომ წვრთნიდა გრიმსბი თაუნს, ვორკინგტონს[3][4] და ჰადერსფილდ თაუნს, 1959 წლის დეკემბერში კი ლივერპულის მთავარი მწვრთნელი გახდა.

ლივერპული მეორე დივიზიონში იყო დაქვეითებული, შენკლი შეუდგა კლუბში არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსწორებას, რათა ლივერპული დაბრუნებოდა ინგლისურ და ევროპულ ფეხბურთს. მისი ხელმძღვანელობით 1962 წელს ლივერპული გახდა მეორე დივიზიონის გამარჯვებული და აღზევდა ინგლისი უმაღლეს ლიგაში, შემდგომ იყო სამჯერ პირველ დივიზონში გამარჯვება, ორი ინგლისის ასოციაციის თასი, ოთხი ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი და ერთი ევროპის თასი. შენკლის პერიოდში შეიცვალა ოფიაციალური ფორმა, ფეხბურთელები მთლიანად წითელ ფერში შემოსილები გამოდიოდნენ, კლუბის ჰიმნი გახდა "You'll Never Walk Alone". შენკლი გადადგა 1974 ინგლისის თასის მოგებიდან რამდენიმე კვირაში, ის კლუბს წვრთნიდა 15 წლის განმავლობაში.[5] კლუბის დატოვებიდან შვიდი წლის შემდეგ გარდაიცვალა 68 წლის ასაკში. შენკლი მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად, ის 2002 წელს შეიყვანეს ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში, 2004 წელს შოტლანდიური ფეხბურთის დიდების დარბაზში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენკლის მემორიალი (მარჯვნივ) გლენბუკში

ბილ შენკლი დაიბადი შოტლანდიის პატარა ქვანახშირის მომპოვებელ სოფელ გლენბუკში, აირშირი. 1913 წელს სოფელში 700 კაცი ცხოვრობდა. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მიდიოდა ქვანახშირის მომპოვებელ სხვა დიდ ქალაქებში.[6] დროთა განმავლობაში მოსახლეობა დაიცალა, 1976 წელს გლენბრუკში იმოგზაურა ჯონ რობერტსმა, რათა შენკლიზე წიგნი დაეწერა. აქ მხოლოდ 12 სახლი იყო დარჩენილი, მათგან ერთი შენკლის და ელისაბედს ეკუთნოდა[6]

ბილის მშობლებს ჯონს და ბარბარას 10 შვილი ჰყავდათ, ხუთი ბიჭი და ხუთი გოგო.[7] ბილი მეცხრე ბავშვი იყო და ყველაზე პატარა ბიჭი. მიუხედავად იმისა, რომ მას საფეხბურთო სამყაროში ყველა ბილს ეძახდა, დაბადების სახელი უილიამი იყო, და ოჯახშიც ყველა ასე მოიხსენიებდა.[8] მამა ფოსტალიონი და კოსტუმების მკერავი იყო, ოჯახში სხვა წევრებისგან განსხვავბით მას ფეხბურთთან არ ჰქონია შეხება.[9]

ყველა ძმა პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა.[6] ალეკი, ოჯახში სენდის ეძახდნენ, თამაშობდა აირნ იუნაიტედში და კლიდში;[10] ჯიმი (1902–1972), სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეფილდ იუნაიტედი და საუთენდ იუნაიტედი;[11] ჯონი (1903–1960), პორტსმუთი და ლუთონ თაუნი;[12] და ბობი (1910–1982), ალოა ატლეტიკი და ფალკირკი.[13] ბობი წარამტებული მწვრთნელი გახდა, მისი ხელმძღვანელობით დანდი 1962 წელს შოტლანდიის ჩემპიონობა იზეიმა და შემდგომ სეზონში ევროპის თასის ნახევარფინალში გავიდა.[13] შენკლის ბიძები რობერტი და უილიამ ბლითები ასევე პროფესიონალი ფეხბურთელები იყვნენ, ისინი შემდგომ პორტსმუთის და კარლაილ იუნაიტედის დირექტორები გახდნენ.[7]

ავტობიოგრაფიაში შენკლიმ დაწერა, რომ მძიმე ბავშვობა ჰქონდა, განსაკუთრებით ზამთრში ხშირი იყო შიმშილობა.[14] იხსენებდა, რომ მეგობრებთან ერთად ხშრად მეზობელი ფერმებიდან სხვადასხვა პროდუქტებს იპარავდნენ.[15] შენკლი აღიარებდა რომ ეს არასწორი საქციელი იყო, თუმცა მძიმე ყოფის გამო უწევდათ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და შემდგომ მან და მისმა მეგობრებმა დაშვებული შეცდომებისგან ბევრი რამ ისწავლეს.[16] ხუთიდან 14 წლამდე სკოლაში დადიოდა. სახლშიც და სკოლაშიც მკაცრი დისციპლინა იყო, რამაც მისი ხასიათი ჩამოაყალიბა.[17] მისი საყვარელი საგანი იყო გეოგრაფია, აგრეთვე უყვარდა სკოლის სტადიონზე ფეხბურთის თამაში, თუმცა სკოლას თვისი ფეხბურთის გუნდი არ ჰყავდა.[18]

1928 წელს სკოლის დამთავრების შემდგომ ბილი ძმასთან ერთად მაღაროში დასაქმდა, სადაც ორი წელი იმუშავა. მაღარო დაიხურო და ბილი უმუშევარი დარჩა.[19] ავტობიოგრაფიაში დეტალურად იხსენებდა რა მძიმე დღეების გავლა უწევდა მაღაროში მუშაობისას. ყველაზე დიდი პრობლემა კი სიბინძურე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი სამუშაო დღის შემდეგ ბანაობდა, მაღაროელისთვის სიბინძურე ცხოვრების ნაწილი იყო.[20]

შენკლის ფეხბურთის თამაშისთვის თავი არ დაუნებებია და ზოგჯერ გლაზგოში მიემგზავრებოდა სელტიკის და რეინჯერსის თამაშის საყურებლად, თუმცა გლაზგოური კლუბების დაპირისპირებისადმი გულგრილი რჩებოდა და თავს არცერთ მათგანს არ მიაკუთვნებდა.[21] შენკლი უმუშევრი რამდენიმე თვე იყო და მალევე კარლაილ იუნაიტედს შეუერთდა. ავტობიოგრაფიაში ამბობდა, რომ საფეხბურთო მომავალში დარწმუნებული იყო და მაღაროში მუშაობა მხოლოდ დროის მოკვლა იყო. მას სჯეროდა რომ პროფესიონალი ფეხბურთელი აუცილებლად გახდებოდა და ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო.[22]

შენკლის ადგილობრივ სოფლის გუნდ გლენბუკ ჩერიპიკერსი არ უთამაშია.[23] საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მას შოტლანდიურ კლუბში მხოლოდ ერთხელ მოუწია მცირე ხნით ყოფნა, 18 წლის შემდეგ 1931–32 სეზონში შენკლიმ ითამაშა კრონბერი ეგლინკტონში, გნებუკიდან 12 მილის მოშორებით და ამ გზას ველოსიპედით გადიოდა.[23] კრონბერში ერთი სრული სეზონიც არ დაყო, შენკლი აღნიშნავდა რომ უფროსი ფეხბურთელებისგან და ძმებისგან ბევრი რამ ისწავლა.[23]

ფეხბურთელის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლაილ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენკლის სამწვრთნელო კარიერა იწყება იმ კლუბში, სადაც მისი საფეხბურთო დებიუტი შედგა. 1948–49 სეზონში კარლაილ იუნაიტედი ჩრდილოეთის მესამე დივიზიონში მეთხუთმეტე ადგილზე გავიდა და ახლოს იყო გასავარდნ ზონასთან, კლუბისთვის გეოგრაფიული მდებარეობის გამო რთული იყო სამხრეთელი ფეხბურთელების დამატება.[24] შენკლის მუშაობამ შედეგი მომდევნო წელს გამოიღო, 1949–50 სეზონში კლუბი მეცრე ადგილზე გავიდა, 1950–51 სეზონში მესამეზე  და რამდენიმე ქულა დააკლდა დაწინაურებამდე.[24]

კარლაილში შენკლის მთავარი ფეხბურთელი იყო ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ჯეფ ტვენტიმენი, მოგვიანებით ის ლივერპულში წავიდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ტვენტიმენმა ლივერპულში სკაუტად დაიწყო მუშაობა და რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი მიიყვანა შენკლის ლივერპულში.[25]

ახალბედა მწვრთნელი ფსქიოლოგიურ ხერხებს მიმართავდა, რათა ფეხბურთელების მოტივაცია აემაღლებინა. ერთი თამაშის წინ მეტოქე გუნდზე თქვა, რომ მათ დიდი გზა გამოიარეს, დაღლილები არიან და მატჩისთვის შესაბამის ფორმაში არ არიან. ის ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებდა კლუბის მხარდამჭერები აქტიურად გამხდარიყვნენ.[24] მთავარი სტადიონი ბრუნტონ პარკი მძიმე მდგომარეობაში იყო, მთავარი სტენდი დანგრევის პირას იყო მისული, მაყურებელი კი თამაშებს არ ესწრებოდა.[26] შენკლის კლუბის ფორმა არ მოსწონდა და ის დაწვა, როდესაც ლინკოლნ სიტისთან მიეგზავრებოდნენ სათამაშოდ დანკასტერში დაინახა სპორტული მაღაზია, სადაც გაჩერდა და სრული ეკიპირება თავიდან შეიძინა.[27]

1950–51 სეზონში ბილეთები სრულად გაიყიდა, რაც კლუბის ისტორიაში არასდროს მომხდარა. კარლაილი ახლოს იყო დაწინაურებასთან, ასოციაციის თასზე კი არსენალთან ჰაიბერიზე ფრე ითამაშა, განმეორებით შეხვედრაში კი 4-1 დამარცხდა. კლუბის დირექციისგან პირობა იყო დადებული თუ ლიგაზე სამეულში მოხვდებოდნენ ისინი ფეხბურთლებს პრემიერს დაურიგებდნენ, თუმცა მათ სიტყვა არ შეასრულეს. შენკლიმ სეზონის ბოლოს თანამდებობა დატოვა, შემოთავაზება გრიმსბი თაუნისგან მიიღო. შენკლიმ კარლაილ იუნაიტედში 95 მატჩი ჩაატარა, სადაც ლიგაზე რეკორდული 42 მოგება და 22 ფრე დააფიქსირა.[24]

გრიმსბი თაუნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლივერპულში წარუმატებელი გასაუბრების შემდეგ,[28] 1951 წლის ივნისში შენკლი გრიმსბი თაუნში გადავიდა. ავტობიოგრაფიაში ამბობდა, რომ გრიმსბის უფრო მეტი პოტენციალი ჰქონდა ვიდრე კარლაილს.[29] ბოლო წლებში გრიმბსი რამდენჯერმე დაქვეითდა, საბოლოოდ კლუბმა პირველი დივიზიონიდან მესამეში ამოყო თავი, ფინანსური პრობლემების გამო ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გაყიდა.[30] მიუხედავად მძიმე ვითარებისა, შენკლის სჯეროდა, რომ კლუბში კვლავ იყვნენ მოთამაშეები, რომლებთან ერთადაც მუშაობას შეძლებდა, სეზონის ბოლოს კი სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებდა იაფად.[29]

1951–52 სეზონი მეორე ადგილზე დასრულდა და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა ლინკოლნ სიტის, მეორე ადგილი მაღალ დივიზიონში გადასასვლად საკმარისი არ იყო, წესებით მესამე დივიზიონიდან მხოლოდ ერთი კლუბი გადადიოდა მეორეში.[31]

შენკლიმ დანერგა ხუთკაციანი ფეხბუთის სისტემა და ვარჯიში ტარდებოდა ისე თითქოს ლიგის მატჩი ყოფილიყოს.[32] თითოეული თამაში ერთი საათი გრძელდებოდა. დაიხვეწა გრძელი პასები და კონტრშეტები, აგრეთვე საჯარიმო ჩაწოდებები.[32]

გრიმსბის მობერებულმა შემადგენლობამ 1952–53 სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა საბოლოო შედეგები აღარ იყო დამაკმაყოფილებელი და ლიგა მეხუთე ადგილზე დასრულდა.[33] 1953–54 წელს საბჭომ თანხები აღარ გამოყო ახალი ფეხბურთელებისთვის, შენკლი იმედგაცრუებული დარჩა. ძირთადი შემადგენლობისადმი ერთგულების გამო მან სარეზერვო გუნდიდან ფეხბურთელების დაწინაურებისგან თავი შეიკავა (მსგავსი შეცდომა შემდგომ ლივერპულშიც დაუშვა). 1954 წლის იანვარში შენკლიმ კლუბი დატოვა, მიზეზადი კი საბჭოს უმოტივაციობა დაასახელა.[34] ავტობიოგრაფიაში შენკლი ამბობდა, რომ გრიმსბიში თავს როგორც სახლში ისე გრძნობდა. ვორკინგტონიდან შემოთავაზების მიღებით კმაყოფილი დარჩა, რადგან შოტლანდიასთან ახლოს იქნებოდა.[32] გრიმსბი თაუნში ჩატარებული 118 მატჩიდან ლიგაზე 62 მოიგო, 35-ჯერ კი ფრე ითამაშა.[34]

ვორკინგტონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვორკინგტონი ჩრდილოეთის მესამე დივიზიონიდან დაქვეითებასთან იყო ახლოს, შენკლისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო და საქმეს ენთუზიაზმით შეუდგა.[35] 1953–54 სეზონში ვორკინგტონმა ლიგაზე მეოცე ადგილი აიღო, მომდევნო წელს კი მერვე. სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობა გაიზარდა და მერყეობდა 6,000-დან 8,000-მდე.[35]

მწვრთნელობის გარდა შენკლის სხვა ბევრი ადმინისტრაციული საქმეების გაძღოლაც უწევდა, მათ შორის ტელეფონის ზარებზე პასუხი და მოძველებულ საბეჭდ აპარატზე წერილების აკრეფა და პასუხების გაცემა მოსულ შეტყობინებებზე.[3][4] იყო აგრეთვე სარისკო საქმეებიც, ყოველკვირეულად ბანკში ხელფასების წამოსაღებად წასვლა. შენკლი ყველაზე დიდ პრობლემად ვორკინგტონის სტადიონის გაზიარებაში ხედავდა ადგილობრივ რაგბის კლუბთან, რის გამოც მინდვრის საფარი ზიანდებოდა.[36] მას არაერთხეულ მოუწია დაპირისპირება გამგეობის წევრებთან, რომელთა უმრავლესობა რაგბის ლობისტები იყვნენ და ფეხბურთისადმი დიდი ინტერესი არ გააჩნდათ.[37]

1955 წლის 15 ნოემბერს შენკლიმ ვორკინგტონი დატოვა და ჰადერსფილდ თაუნში წავიდა.[38] ამ პერიოდში ჩაატარა 85 მატჩი, სადაც 35 მოიგო და 27 წააგო.[35]

ჰადერსფილდ თაუნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად შენკლი ჰადერსფილდის სარეზერვო გუნდის მწვრთნელად დაინიშნა. მისმა აღზრდილმა რამდნიმე პერსპექტიულმა ახალგაზრდამ ძირითად შემადგენლობაში გადაინაცვლა. 1955–56 სეზონში ჰადერზფილდი მეორე დივიზიონში დაქვეითდა და მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს. 1956 წლის 5 ნოემბერს შენკლი გახდა ძირითადი გუნდის მწვრთნელი. შობას შედგა 16 წლის პერსპექტიული ფეხბურთელის დენის ლოუს დებიუტი. ჰადერსფილდის რიგებში ირიცხებოდა რეი უილსონი, ის კლუბის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, შემდგომ კი ევერტონში წავიდა.[39] შენკლის პერიოდში ჰადერსფილდი უმაღლეს დივიზიონში ვერ დაბრუნდა, 1956–57 სეზონი დასრულდა მე-12 ადგილზე, 1957–58 მეცხრეზე და 1958–59 მეთოთხმეტეზე.[40]

შენკლის ჰადერსფილდის გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ კენ ტეილორი, კრიკეტის მოთამაშე და თავდამსხმელი ლეს მასი და კაპიტნი ბილ მაკარი.[41] 1957 წლის 21 დეკემბერს ჰადერსფილდი ჩარლტონ ატლეტიკთან 7–6 დამარცხდა, ოპონენტმა მატჩის უმეტესი დრო ათი ფეხბურთელით გაატარა, 27-ე წუთზე ჰადერზფილდი 5–1 იგებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა. შენკლიმ ამ მატჩს ყველაზე საოცარი თამაში უწოდა რაც კი ენახა.[42] გამორჩეული თამაში იყო ათკაციანი ჰადერსფილდის მიერ ლივერპულის დამარცხება 5–0, შენკლიმ თქვა, რომ ლივერპულის წარმომადგენლებმა ისე დატოვეს სტადიონი თითქოს დაკრძალვაზე იმყოფებოდნენო.[43]

კლუბის ხელმძღვანელობას ძირითადი ფეხბურთელების გაყიდვა სურდა, შემცვლელების მოყვანას კი არ აპირებდნენ, რამაც შენკლი განარისხა. 1959 წლის ნოემბერში შემოთავაზება ლივერპულისგან მიიღო. შენკლი იხსენებს მის პირველ კონტაქტს ლივერპულის დირექტორ ტომ უილიამსთან, მან ჰკითხა მზად იყო თუ არა ქვეყნის საუკეთესო გუნდი გაეწვრთნა, რაზეც შენკლიმ მიუგო "რატომ, მეთ ბასბი წავიდა?"[44] შენკლიმ დაინახა ლივერპულის დიდი პოტენციალი, მერსისაიდული კლუბი ჰადერსფილდის მსგავსად მეორე დივიზიონში იმყოფებოდა. შენკლი დათანხმდა შემოთავაზებას და 1959 წლის 1 დეკემბერს კარიერა ლივერპულში გააგრძელა.[45] ჰადერსფილდში ჩატარებული 129 მატჩიდან 49 იყო მოგება და 47 ფრე.[40]

ლივერპული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები (1959–1964)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლივერპული ხუთი წელი მეორე დივიზიონში იყო დაქვეითებული, 1958–59 წლის ინგლისის თასიდან კი არალიგის წევრმა ვორჩესტერ სიტიმ გამოაგდო.[46]

შენკლის სამწვრთნელო შტაბში თავი მოიყარა იმ ხალხმა, რომლებსაც ბოლომდე ჰქონდათ გააზრებული მისი იდეები, ესენი იყვნენ: ბობ პეისლი, ჯო ფაგანი და რობერტ ბენეტი.[47] პეისლის გავლენა ლივერპულზე უდიდესი იყო, შენკლის ბიოგრაფის სტეფან კელის აზრით შენკლი იყო დიდი მოტივატორი, პეიზლი კი ტაქტიკოსი.[48] ტაქტიკური ანალიზისთვის და სამოქმედო გეგმებისთვის შეიქმნა სპეციალური ოთახი, რომელსაც ბუთრუმი ეწოდა[49] სამწვრთნელო შტაბის ჩამოყალიბების პარალელურად სამუშაო იყო ფეხბურთელებზე.[50]

შენკლი უკმაყოფილო იყო ლივერპულის შემადგენლობით, მან 24 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა და ყველა მაათგანმა წლის ბოლოს კლუბი დატოვა. შოტლანდიელმა ზუსტად იცოდა რა უნდა გაკეთებულიყო მომავალი წარმატებისთვის და რომელი ფეხბურთელები შედიოდნენ მის გეგმებში.[51][52]

„ჩემი სურვილი იყო „ლივერპულის“ შეუხებელ ციხესიმაგრედ გადაქცევა. ბასტიონის იდეა თავის დროზე ნაპოლეონს ჰქონდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია ამ გზაზე, სწორედ ამის გაკეთება მსურდა „ლივერპულში“ - ამეშენებინა გუნდი, რომელიც საბოლოოდ იმდენად გაძლიერდებოდა, რომ ყველა მეტოქეს დანებება მოუწევდა.“
— —ბილ შენკლი

გუნდი და მისი ინფრასტრუქტურა მეტად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. „ენფილდის“ შენობებში წყალი არ მოდიოდა, „მელვუდის“ სავარჯიშო ბაზის ბალახი კი ქუჩის სტადიონისას ჰგავდა, სადაც მხოლოდ ერთი მოძველებული კრიკეტის პავილიონი ფუნქციონირებდა.[53] მინდვრის საფარი იმდენად მძიმე მდომარეობაში იყო, რომ დაბომბილის შთაბეჭდილებას ტოვებდა.[54] შენკილიმ შეიმუშავა განვითარების პროგრამა, რომელიც პირველ რიგში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით უნდა დაწყებულიყო.[54] კელის აზრით, შემდგომი წარმატების მთავარი საიდულო გახდა სავარჯიშო სისტემა, რომელიც შენკლიმ, პეისლიმ, ფაგანმა და ბენეტმა დანეგეს მელვუდში. შენკლის მისვლის დროს ფეხბურთელები უსწორმასწორო ნიადაგზე ვარჯიშობდნენ და ასფალტზე დარბოდნენ, რაც ტრავმიანობას ზრდიდა. ახალმა მწვრთნელმა კლუბში მიიტანა ვარჯიშის ახლებური ხედვა, რომელიც მხოლოდ  სირბილზე არ იყო დაფუძნებული, შოტლანდიელმა მომზადების პროცესში გამოიყენა თამაშის ელემენტაბი და აქცენტი გაკეთდა ბურთის კონტროლზე და ჯგუფურ ვარჯიშებზე. ლივერპულის ფეხბურთელებისთვის ვარჯიშის სისტემატური პროგრამა იქცა ყოველდღიურ რუტინად. ვარჯიშის ხუთთა მეთოდი, რასაც შენკლი ადრეულ კლუბებში იყენებდა დაინერგა ლივერპულშიც.[55] გამძლეობის და ბუთის კონტროლის ერთგვარი თამაში იყო ე.წ "ოფლის ყუთი", რაც მდგომარეობდა შემდეგში, ხის ძელებისგან კეთდებოდა კედლები ფეხბურთელს კედლიდან კედელზე უნდა გადაეტანა ბურთი ისე რომ არ დაეგდო და ასე რამდენიმეჯერე.[56] ვარჯიშის დასრულებამდე სანამ ფეხბურთელი აბაზანს მიიღებდა და ისაუზმებდა აუცილებელი იყო ე.წ გაცივების ვარჯიშების ჩატარება, ყოველივე ეს ორგანიზმს საშუალებას აძლევდა ნელ-ნელა გადასულიყო დასვენების მდგომარეობაში. შენკლის პროგრამაში არცერთი დეტალი არ იყო უყურადღებოდა დარჩენილი.[57]

ლივერპულის აღსადგენად საჭირო იყო ახალი ფეხბურთელების შეძენა, ავტობიოგრაფიაში იხსენებს თუ რამდენი ბრძოლა მოუწია კლუბის წარმომადგენლობასთან, რათა მათ სრულად გაეაზრებინათ პოტენციალი და თანხები დაეხარჯათ ახალ ფეხბურთელებზე. შენკლიმ ლითლვუდის აუზების ორგანიზაციაში მოკავშირე იპოვა ერიკ სოიერის სახით, მწვრთნელად დანიშვნიდან მალევე სოიერსი შეუერთდა ლივერპულს საბჭოს და სრულად გაიაზრა მისი შეხედულებები. 1961 წელს შენკლიმ მოითხოვა შოტლანდიიდან ორი ფეხბურთელის დამატება, რაზეც საბჭოს პასუხი იყო, რომ ამ ეტაპზე მათ არ შეეძლოთ ფეხბურთელების ყიდვა, სოიერის პასუხი იყო "ჩვენ არ შეგვიძლია რომ არ ვიყიდოთ ისინი".[58]

ლივერპულმა ორი შოტლანდიელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი რონ იეტსი და ცენტრალური თავდამსხმელი იან სტ ჯონი შეიძინა დანდი იუნაიტედიდან და მოტერუელიდან.[59] სოიერის გარეშე ეს ტრანსფერები ვერ განხორციელდებოდა, შენკლიმ საბჭოს განუცხადა თუ ისინი ვერ გაამართლებდნენ მზად იქნებოდა თანამდებობა დაეტოვებინა.[60] ლივერპულის ახალგაზრდული გუნდიდან ძირითად შემადგენლობაში გადმოვიდა მეკარე ტომი ლოურენსი, ცენტრალური ხაზის გასაძლიერებლად პრესტონიდან დაიმატეს გორდონ მილი. ძირითადის სხვა ფეხბურთელები იყვნენ  ჯიმი მელია, რონი მორანი, ალან აკურტი და ინგლისის ნაკრების წევრები გარი ბირნი და როჯერტ ჰანტი. შენკლიმ მასზე თქვა: "ღმერთო მას თამაში შესძლებია!"[61] 1959–60 და 1960–61 სეზონში ლივერპული მეორე დივიზიონში მესამე ადგილზე გავიდა (მხოლოდ პირველ ორს შეეძლო დაწინაურება); მომდევნო 1961–62 სეზონში მეორე დივიზიონის მოგების შემდეგ კლუბი უმაღლეს დივიზიონში აღზევდა, ამ სეზონში ჰანტმა 41 გოლი გაიტანა.[51]

უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების პირველი წელი (1962–63) მერვე ადგილზე დასრულდა. გუნდის ახალი წევრები გახდნენ უილი სტივენსონი რეინჯერსიდან და მარცხენა თავდამსხმელი პიტერ ტომპსონი პრესტონიდან.[62] შენკლის მძიმე შრომის პირველი შედეგი 1963–64 სეზონში დადგა, ლივერპული ინგლისის ჩემპიონი მეექვსედ გახდა, სეზონის ბოლო თამაში ენფილდზე არსენალთან 5–0 გამარჯვებით დასრულდა.[63] როჯერტ ჰანტის აზრით, ლივერპული შენკლის პერიოდში ქვეყანაში საუკეთესო გუნდი იყო.[64] 1964 წელს ჯიმი მელია წავიდა ვულვერჰემპტონ უონდერერსში;[65] ტრანსფერიდან აღებული თანხით (£40,000) კლუბმა შეიძინა არსენალის ფეხბურთელი გეოფ სტრონგი. ლივერპული სატრანსფერო ბაზარზე 1967 წლამდე აღარ გამოჩენილა.[66]

1964 - 1970[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბში მისვლისას შენკლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინგლისის თასის მოგება იყო, იეტსისი და სტ ჯონის დამატებისას ლივერპულის საბჭოსთან საუბრისას შენკლიმ თქვა, რომ სწორედ ამ ფეხბურთელებთან ერთად შეძლებდა გამარჯვებას.[61] სტ ჯონმა გამარჯვების გოლი 1965 წლის ინგლისის თასის ფინალში გაიტანა, თამაშის ძირითადი დრო ლიდზ იუნაიტედთან ფრედ დასრულდა, ბოლო წუთის გოლით კი ლივერპული პირველად დაეუფლა ინგლისის თასს. ავტობიოგრაფიაში შენკლიმ ამ გამარჯვებას, საუკეთესო დღე უწოდა მის კარიერაში.[67]

ლივერპულის დებიუტი ევროპულ ტურნირებზე შედგა 1964–65 წლის ევროპის თასზე, სადაც ნახევარ-ფინალამდე მიაღწიეს. განმეორებით თამაშში ლივერპულმა ანდერლეხტი გამოაგდო. სწორედ აქ შენკლიმ ცვლილებები შეიტანა ლივერპულის ფორმაში. აქამდე ფეხბურთელებს ეცვათ წითელი მაისური, თეთრი შორტი და თეთრი წინდები, შენკის და იან სტ ჯონის იდეა იყო ფორმა სრულად წითელი ყოფილიყო, რაც ფეხბურთელებს უფრო მაღლებად წარმოაჩენდა, თავდაპირველად ასე გამოდიოდნენ მხოლოდ ევროპულ თამაშებში, მალე კი სრულად წითელი ფერი ტრადიციულ ეკიპირებად იქცა.[68] [69] ინგლისის თასის მოგებიდან სამ დღეში ლივერპულმა ენფილდზე ინტერი მილანი მიიღო და 3–1 გაიმარჯვა.[70] განმეორებითი მატჩი შედგა სან სიროზე, შენკლიმ ამ თამაშს "ნამდვილი ომი" უწოდა, რომელშიც ლივერპული 3–0 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში 4–3 იყო, იტალიელების სასარგებლოდ.[71] შენკლიმ ინტერის გამარჯვებას უსამართლო უწოდა.[72] კელის აზრით, ორი სადავო გოლი ლეგიტიმურად იყო ჩათვლილი.[73] შენკილიმ აღნიშნა, რომ მათი მარცხის შემდეგ ინტერის ფანები გაგიჟებულები იყვნენ სიხარულით, რაც მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ ლივერპული სწორად ვითარდებოდა და მაღალ სტანდარტებს აყენებდა.[72] კლუბმა 1964–65 წლის ინგლისის ჩემპიონატში წინა სეზონთან შედარებით 13 ქულით ნაკლები დააგროვა და მეშვიდე ადგილზე გავიდა.[51]

1965–66 სეზონში ლივერპულმა ინგლისის ჩემპიონობა დაიბრუნდა და გავიდა უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალში, ჰამპდენ პარკზე თამაში 2–1  დასრულდა, ბორუსია დორტმუნდმა მხოლოდ დამატებით დროში შეძლო გამარჯვება. შენკლი უკამყოფილო, რადგან "ორი სულელური გოლი გაუშვეს".[72] შენკლიმ და პეიზლიმ შეისწავლეს ევროპული ფეხბურთის პრინციპები, რის შემდგომაც ლივერპულისთვის სრატეგია ჩამოყალიბდა, გასვლაზე თამაში უნდა ყოფილიყო ფრთხილი, სახლში თამაში კი აქტიური.[74] შენკლის ტაქტიკა პირველად იუვენტუსთან გამოიყენეს გასვლაზე. ამ მატჩში პირველი გოლი იტალიელებმა 81-ე წუთზე გაიტანეს, შენკლიმ ფეხბურთელებს მოუწოდა რომ თავდაცვაზე გადასულიყვნენ და სხვაობა მინიმალური დარჩენილიყო. მეორე თამაში ენფილზე 2–0 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში 2–1 იყო და ლივერპული შემდეგ ეტაპზე გადავიდა.[74]

1966–67 სეზონი ინგლისის სუპერთასზე მეზობელი ევერტონის დამარცხებით დაიწყო. თუმცა სეზონი მეხუთე ადგილზე დასრულდა. შენკლიმ პოტენციალი დაინახა ბლეკპულის ახალგაზრდა ფეხბურთელ ემლინ ჰაგზში ის 1967 წლის თებერვალში ლივერპულში გადავიდა, მოგვიანებით ინგლისელი კაპიტანად დაინიშნა.[72] 1966–67 წლების ევროპის თასზე გამოსვლა იყო ცუდი, ლივერპულმა რუმინული პეტროლულის ბარიერი მძიმე ბრძოლის შემდეგ გადალახა, შემდგომ ეტაპზე კი აიაქსთან განადგურდნენ, ამ თამაშში იყო 19 წლის იოჰან კრეიფი.[75] ორი მატჩის ჯამში ანგარიში იყო 7–3, აქედან პირველი თამაში ამსტერდამში ლივერპულმა 5–1 წააგო.[75] ავტობიოგრაფიაში შენკლიმ დაწერა, რომ ამსტერდამში თამაში ნისლის გამო არ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა წაგების მიუხედავად იმედი ჰქონდა რომ მეორე თამაშს მოიგებდნენ.[76] მიიჩნევენ, რომ შენკლიმ ახალი გუნდის ფორმირება დააგვიანა და ეს იყო ის მომენტი როცა ხელახალი მშენებლობა უნდა დაეწყო.[51]

მომდევნო წლებში ინგლისის ჩემპიონატში ლივერპულის პოზიციები გაუმჯობესდა, 1967–68 სეზონში მესამე ადგილის აღების შემდეგ, მეორეზე გავიდა 1968–69 წელს, თუმცა თავად შენკლი დიდად კმაყოფილი არ იყო და ამ პერიოდს მოიხსენიებდა როგორც "გარდამავალი და მომზადება 1970-იანებისთვის".[77] შენკლიმ განახორციელა ორი ძვირიანი ტრანსფერი, რომლებმაც ვერ გაამართლა. 1967 წელს ჩელსიდან დამატებულმა ტონი ჰათლიმ (£96,000), ერთი წლის შემდეგ ფეხბურთელობა ქოვენთრი სიტიში გააგრძელა.[77] შენკლიმ დაწერა, რომ მისი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ტრავმები და უიღბლობა იყო.[78] 1968 წლის სექტემბერში £100,000 გადაიხადეს ვულვერჰემპტონის თავდამსხმელ ალუნ ევანსში, ის იყო პირველი 100,000 ფუნტად ნაყიდი თინეიჯერი. ევანსის ლივერპულური კარიერა ვერ შედგა, საბოლოოდ მწვრთნელი იძულებული გახდა ასტონ ვილასთვის მიეყიდა.[79]

1960-იან წლებში გაკეთებული ტრანსფერებიდან მხოლოდ ემლინ ჰაგინსმა გაამართლა, სწორედ მისი კაპიტნობის დროს გახდა ლივერპული პირველად ევროპის თასის გამარჯვებული. გუნდის ძირითადი შემადგენლობა 1969–70 სეზონამდე არ შეცვლილა, ამ წელს ლივერპულმა მეხუთე ადგილი დაიკავა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა თანაქალაქელ და მთავარ მეტოქე ევერტონს.[80] შენკლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ევერტონი, მიუხედავად იმისა, რომ პატივს სცემდა მერსისაიდის "ლურჯ მხარეს", ლივერპულს ყოველთვის მათზე მაღლა აყენებდა. სწორედ ამას უკავშირდება შენკლის ხუმრობა "ამ ქალაქში ორი დიდი გუნდია ლივერპული და მისი რეზერვები".

1969–70 ინგლისის თასის მეოთხედფინალში ლივერპულმა ძალიან ცუდი თამაში აჩვენა და მეორე დივიზიონის უოტფორდთან ვიქერიჯ როუდზე 1–0 დამარცხდა.[80] სწორედ ეს მარცხი გახდა ბოლო მომენტი, როცა შენკლი საბოლოოდ დარწმუნდა რომ ლივერპულის შემადგენლობა თავიდან იყო შესაქმნელი, გუნდს გადახალისება სჭირდებოდა. ძველი თაობის: სტ ჯონის, იეტსის, ბირნის, ჰანტის და ლოურენსის ლივერპულური კარიერა დასრულდა. ლივერპულის ახალწვეულები გახდნენ რეი კლემანსი, ალის ლინდსი, ლარი ლოიდი, ჯონ ტოშაკი, ბრაიან ჰოლი და სტივ ჰეივეი.[80] ჰოლი ლივერპულის აღზრდილი იყო და ძირითად შემადგენლობაში დაწინაურდა, დანარჩენი ფეხბურთელები ქვედა დივიზიონებიდან მოდიოდნენ, ჰეივეი კი საერთოდ არალიგის წევრი კლუბიდან.[81] ტომი სმიტის, იან კალაჰარის, კრის ლაულერის და ემლინ ჰაგსის სახით ჩამოყალიბდა ლივერპულის ძირითადი ბირთვი, რომელბმაც შექმნეს 1970-იანი წლების ლივერპულის დომინანტი გუნდი.[80]

1970 - 1974[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი გუნდისთვის 1970–71 სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა, თუმცა გავიდნენ საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის ფინალში, სადაც 0–1 დამარცხდნენ ლიდზ იუნაიტედთან.[82] ამ ტურნირზე ლივერპულმა ორი მატჩის ჯამში 4–1 გამოთიშა მიუნხენის ბაიერნი.[83] იმავე წელს 1965 წლის შემდეგ პირველად ლივერპული გავიდა ასოციაციის თასის ფინალში, ამჯერადაც მეტოქის გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ლივეროპული არსენალთან  2–1 დამარცხდა.[84] £35,000 სანაცვლოდ სკანდორპ იუნაიტედიდან გუნდს შეუერთდა კევინ კიგანი, ის შენკლის ახალი გუნდის საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა, მას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომ ავტობიოგრაფაში ცალკე თავიც მიუძღვნა ბიჭი სახელად კიგანი.[85] შენკლი მას უწოდებდა "ახალი გუნდის ინსპირაციას".[86]

კიგანის პირველ სეზონში 1971–72 წელს ლივერპულს ლიგაზე მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა გასაჩემპიონებლად. შენკლი ირწმუნებოდა, პრინციპულ მატჩში დერბისთან გასვლაზე მათ პენალტი არ დაუდეს, ასევე უსამართლოდ იქნა განსჯილი არსენალთან მატჩი, სადაც გოლი გაუუქმეს, დაკარგული ქულების გამო კი ჩემპიონი დერბი ქაუნთი გახდა.[87] მიუხედავად იმედგაუცრუებისა შენკლი დარწმუნებული იყო რომ შემდეგი წელი მათთვის წარმატებული იქნებოდა.[88]

steps leading down to tunnel, above the tunnel is a sign with This Is Anfield in white letters on a red background, with a crest on it
სიტყვები “THIS IS ANFIELD“ შენკლის ინიციატივით დამონტაჟდა 1964 წელს, რათა მოწინააღმდეგებს შიში გაჩენოდათ.

შენკი ყოველთვის იყენებდა ფსიქოლოგიურ ხრიკებს ფეხბურთელებში მოტივაციის გასაძლიერებლად, ასევე მოწინააღმდეგეებში შიშის ჩასანერგად.[89] მისი ინიციატივით სტადიონზე შესასვლელი გვირაბის თავზე გამოაკრეს წარწერა "THIS IS ANFIELD" (ეს ენფილდია).[90] ფანების ხმაურის ფონზე წარწერას მოწინააღმდეგე ფეხბურთელებში შიშის განცდა უნდა გამოეწვია.[91] შენკლი ამბობდა რომ ამ სიტყვებს მხოლოდ ერთი დანიშნულება ჰქონდა ”შეახსენოს ჩვენ ბიჭებს თუ სად თამაშობენ და ოპონენტებს თუ ვის წინააღმდეგ უწევთ თამაში”.[92] ბანერის გამოკვირს შემდგომ პირველ მატჩში ლივერპულმა ნიუკასლ იუნაიტედი 5–0 დაამარცხა.[91]

1972–73 სეზონში ლივერპულმა მერვედ მოიგო ლიგა, შენკლისთვის მესამე.[93] 1972 წლის 30 დეკემბერს ლივერპული ენფილდზე კრისტალ პალასთან დამარცხდა, სახლში ლივერპულს ზედიზედ 21 თამაში არ ჰქონდა წაგებული.[94] რაც სახლში წაუგებელი მატჩების რეკორდი იყო ინგლისში, 2020 წლის მარტში ეს მიღწევა გააუმჯობესა იურგენ კლოპმა.[95] ამავე წელს ლივერპულმა მოიგო პირველი ევროპული ტიტული ევროპის თასი.[96] ორმატჩიან ფინალში ლივერპულს შეხვდა ბორუსია მენხენგლადბახი, შენკლის სიტყვებით საუკეთესო კლუბი ევროპაში.[97] პირველი მატჩი ენფილდზე ორჯერ გადაიდო, რადგან ძლიერმა წვიმამ სტადიონი დატბორა.[98] შენკლის გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ ათამაშებდა ჯონ ტოკაშს, მაგრამ გლადბახის ტაქტიკის შესწავლის შემდეგ ის ძირითადში ჩასვა. ტოკაშმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, საბოლოო ანგარიში 3–0 იყო.[99] მეორე თამაშში გლადბახმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიატანა, შენკლიმ აღიარა რომ მათ ეს თამაში დათმეს, ორი მატჩის ჯამში 3–2, ლივერპული ტურნირის გამარჯვებული გახდა.[100] ეს იყო პირველი შემთხვევა ინგლისში, როცა გუნდი ინგლისის ჩემპიონი გახდა და მოიგო ევროპული ტიტულიც.[101]

1973–74 სეზონში ლივერპული ევროპის თასიდან გამოთიშა ბელგრადის ცრვენა ზვეზდამ, შიდა ჩემპიონატში კი ლიდზს ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა.[102] ასოციაციის თასისი მესამე რაუნდში ლივერპულმა დანკასტერ როვერსთან სახლში ფრე ითამაშა, განმეორებითი შეხვედრის მოგების შემდეგ ლივერპულმა ფინალამდე მიაღწია.[103] უებლის სტადიონზე ლივერპულმა ნიუკასლი 3–0  დაამარცხა.[104] ეს შენკლისთვის ლივერპულში მოგებული ბოლო ტიტულია.

პენსიაზე გასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენკლი 60 წლის იყო, როცა ლივერპულმა 1974 წლის ასოციაციის თასი მოიგო, იხსენებდა, რომ სწორედ ამ დღეს გასახდელში შესვლისას იგრძნო რომ დაღლილი იყო.[105] და უკვე ფიქრობდა გადადგომაზე.[105] ერთი წლით ადრე მეუღლე ნესიმ მოუწოდა, რომ პენსიაზე გასულიყო, თუმცა შენკლი თვლიდა რომ ეს ჯერ ადრე იყო.[106] 1974 წელს მან კლუბი დატოვა, კმაყოფილების მიუხედავად გული წყდებოდა, რადგან ჩემპიონთა თასი ვერ მოიგო.[106]

შენკლიმ მალევე ინანა კლუბიდან წასვლა და შეეცადა უკან დაბრუნებას, ესწრებოდა ვარჯიშებს მელვუდში და სურვილი ჰქონდა კლუბის საქმიანობაში ჩართულიყო, რადგან ლივერპული მისი ცხოვრება იყო.[107] მაგრამ მალევე შეწყვიტა მელვუდში სიარული, რადგან ხალხს მისდამი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა და ეკითხებოდნენ თუ იქ რას აკეთებდა.[108] შენკლი კვლავ ესწრებოდა მატჩებს მაგრამ ცალკე, სამწვრთნელო შტაბის და დირექციისგან მოშორებით. შენკლი უკმაყოფილო იყო, რადგან კლუბი არ იწვევდა მას როგორც საპატიო წევრს გასვლით მატჩებში. პირველად 1976 წელს ევროპის თასის ფინალზე დაპატიჟეს ბრიუგეში, თუმცა ცალკე სასტუმროში იყო და ფეხბურთელებთან და შტაბთან შეხება არ ჰქონია.[108] ლივერპულისგან განსხვევბით პატივით ხვდებოდნენ მთავარი მეტოქეები ევერტონი და მანჩესტერ იუნაიტედი. იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ტომი დოკერტიმ თქვა, რომ შენკლი ოლდ ტრაფორდზე ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნება.[109] შენკლის აზრით, ევერტონში უფრო თბილად ხვდებოდნენ ვიდრე ლივერპულში.[109]

ლივერპულის გადმოსახედიდან შენკლის წასვლის შემდეგ კლუბი ახალ რეალიბას უნდა მორგებოდა. შენკლის არ ესმოდა, რომ მელვუდში მისი მისვლით და კლუბის საქმეებში ჩარევით ლახავდა ბობ პეისლის, როგორც მთავარი მწვრთნელის, იმიჯს. მელვუდში ვიზიტის დროს შენკლის ერთმა ფეხბურთელმა უთხრა რომ პეისლის მუშაობით კმაყოფილი იყო, რაზეც შოტლანდიელმა მიუგო "მე შემეძლო მაიმუნიც დამეტოვებინა მეთაურად".[110] პეისლის თავდაპირველად სიამოვნებდა შენკლის გამოჩენა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქტიური ჩარევები დაიწყო იძულებული გახდა ეთქვა, რომ ის იქ აღარ მუშაობდა ამიერიდან პეისლის გუნდი შენდებოდა და მას ჰქონდა იდეები რომლის მიხედვითაც უნდა წასულიყო გუნდი.[111]

შენკლის სურვილი ჰქონდა ლივერპულის საბჭოში ადგილი დაეკავებინა, ისე როგორც მეთ ბასბის შემთხვევაში მოხდა მანჩესტერ იუნაიტედში, როცა ის მწვრთნელობიდან წავიდა 1969 წელს.[111] თუმცა ეს შეუძლებელი იყო, რადგან მას საბჭოსთან წლების განმავლობაში არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაც მის სიტყვებშიც გამოიხატა:[111]

საფეხბურთო კლუბის წმინდა სამება – ფეხბურთელები, მწვრთნელი და ფანები. დირექცია აქ არ შედის. მათი საქმე ჩეკების გამოწერაა.

გამგეობის ზოგიერთ წევრს შენკლის საბჭოში არჩევის სურვილი ჰქონდა, თუმცა პრეზიდენტი ტომი სმითი წინააღმდეგი იყო.[111] შენკლის აქტიური ჩარევები და ვიზიტები ქმნიდან საფრთხეს რომ კლუბის განვითარება მოისპობოდა. საბჭომ მშვენივრად იცოდა, რომ მეთ ბასბის წასვლის, შემდგომ დაბრუნების და აქტიური ჩარევების შედეგები მანჩესტერ იუნაიტედში კატასტროფული იყო, რაც კლუბისთვის 1974 წელს მეორე დივიზიონში დაქვეითებით დასრულდა. საბოლოოდ შენკლისგან დისტანცირება კლუბისთვის წარმარტებით დასრულდა, მომდევნო დეკადაში [111] ბობ პეისლის[112] და ჯო ფაგანის[113] პერიოდში ლივერპულმა არაერთი ლიგის ტიტული და ევროპის თასი მოიგო.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წლის 26 სექტემბრის დილას შენკლი გულის შეტევით ბროდგრინის ჰისპიტალში შეიყვანეს. სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და მდგომარეობა შეფასდა სტაბილური. ორშაბათს მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და რეანიმაციაში გადაიყვანეს. 29 სეტემბრის 00:30 გულის შეტევა კვლავ განმეორდა. ბილ შენკლი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. სხეული 2 ოქტომბერს ენფილდის კრემატორიუმში გადაასვენეს, ფერფლი ენფილდზე კოპის სტენდთან მიმოფანტეს.[114]

შენკლის კარიბჭე ენფილდზე აშენდა 1982 წელს

შენკლის გარდაცვალების დღეს სამუშაო პროცესი შეწყდა მელვუდში და ბელფილდში.[115] ლეიბორისტული პარტიის პრესკონფერენცია წუთიერი დუმილით დაიწყო, შენკლი ყოველთვის სოციალისტი იყო.[115] სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობდნენ შენკლის კლუბების ფეხბურთელები. ლივერპულის პრეზიდენტმა ჯონ სმიტმა დაახასიათა როგორც: "ჩემი აზრით შენკლი იყო ქვეყანაში ყველაზე გამორჩეული და დინამიური მწვრთნელი".[115] 3 ოქტომბერს ენფილდზე პირველი მატჩი ჩატარდა და პატივი მიაგეს გარდაცვლილის ხსოვნას, კოპის ერთ-ერთ წევრს ეჭირა ბანერი წარწერით "შენკლი სამუდამოდ ცოცხალია".[116]

ენფილდ როუდის გასწვრივ ლივერპულმა აღმართა 15 ფუტი სიმაღლის შენკლის კარიბჭე, რომელზეც აწერია "შენ არასდროს ივლი მარტო", კარიბჭე გახსნა ნესი შენკლიმ 1982 წილის აგვისტოში. 1997 წელს სტადიონის სიახლოვეს დაიდგა 7 ფუტი სიმაღლის შენკლის ბრინჯაოს ქანდაკება.[111]

1990-ების შუა პერიოდში პრესტონ ნორტ ენდმა დიპდეილის სრული რეკონსტრუქცია დაიწყო, სტადიონი გადაკეთდა სრულად დასაჯდომად. სპიონ კოპის სტენდი გაუქმდა და ახალ სტენდს ბილ შენკლი კოპის სტენდი დაერქვა და ის განსხვავებულ ფერებში შეიღება.[117]

2002 წელს შენკლი შეიყვანეს ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში, როგორც გამორჩეული მწვრთნელი.[118] 2004 წელს შოტლანდიური ფეხბურთის დიდების დარბაზში.[119]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ფეხბურთელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრესტონ ნორტ ენდი

როგორც მწვრთნელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლივერპული

ინდივიდუალური

2013 წლის აპრილში Royal Mail-მა შენკლი შეიყვანა იმ ექვს ადამიანში ვისაც საფოსტო წერილების გავრცელების გამო ჯილდო მიაკუთვნეს.[128]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Bill Shankly the great orator, a two-punch KO and super street flipping“. The Guardian. ციტირების თარიღი: 6 February 2020.
  2. „Bill Shankly remains the personification of Liverpool 60 years after he arrived on Merseyside“. The Independent. ციტირების თარიღი: 6 February 2020.
  3. 3.0 3.1 Allen, Tom (1990). Team from Beyond the Hills. Martin Wingfield. 
  4. 4.0 4.1 Allen, Tom (1 November 2005). Reds Remembered: The Definitive Workington AFC. Soccerdata. ISBN 1899468234. 
  5. Bill Shankly: Timeline. LFCHistory.net. ციტირების თარიღი: 29 August 2015.
  6. 6.0 6.1 6.2 Shankly, p. 9.
  7. 7.0 7.1 Kelly, p. 12.
  8. Shankly, p. 21.
  9. Shankly, pp. 11–12.
  10. Kelly, p. 14.
  11. Kelly, pp. 14–15
  12. Kelly, p. 15.
  13. 13.0 13.1 Kelly, p. 16.
  14. Shankly, p. 13.
  15. Shankly, pp. 13–14.
  16. Shankly, p. 14.
  17. Shankly, p. 15.
  18. Shankly, pp. 15–16.
  19. Kelly, pp. 17–18.
  20. Shankly, p. 18.
  21. Kelly, p. 17.
  22. Shankly, p. 19.
  23. 23.0 23.1 23.2 Shankly, p. 27.
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 Carlisle United (Manager). LFCHistory.net. ციტირების თარიღი: 24 March 2012.
  25. Kelly, p. 62.
  26. Shankly, p. 62.
  27. Kelly, p. 65.
  28. Kelly, pp. 73–74.
  29. 29.0 29.1 Shankly, p. 66.
  30. Kelly, p. 76.
  31. Shankly, p. 67.
  32. 32.0 32.1 32.2 Shankly, p. 68.
  33. Kelly, p. 78.
  34. 34.0 34.1 Grimsby Town. LFCHistory.net. ციტირების თარიღი: 24 March 2012.
  35. 35.0 35.1 35.2 Workington. LFCHistory.net. ციტირების თარიღი: 24 March 2012.
  36. Shankly, pp. 69–71.
  37. Kelly, p. 81.
  38. Kelly, pp. 90–91.
  39. Kelly, p. 98.
  40. 40.0 40.1 Huddersfield Town. LFCHistory.net. ციტირების თარიღი: 24 March 2012.
  41. Shankly, p. 75.
  42. Shankly, p. 82.
  43. Kelly, p. 111.
  44. Shankly, p. 84.
  45. Kelly, p. 120.
  46. Kelly, p. 136.
  47. Kelly, p. 141.
  48. Kelly, p. 138.
  49. Shetty, Sanjeev (21 December 2001). „The legacy of the boot room“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 24 March 2012.
  50. Shankly, pp. 87–88.
  51. 51.0 51.1 51.2 51.3 Liverpool Sixties Team. LFCHistory.net. ციტირების თარიღი: 24 March 2012.
  52. Kelly, p. 146.
  53. Kelly, p. 142.
  54. 54.0 54.1 Shankly, p. 87.
  55. Kelly, p. 145.
  56. Shankly, p. 96.
  57. Shankly, p. 100.
  58. Shankly, pp. 87–90.
  59. Kelly, pp. 160–165.
  60. Shankly, pp. 90–91.
  61. 61.0 61.1 Shankly, p. 91.
  62. Kelly, pp. 175–177.
  63. Shankly, p. 94.
  64. Kelly, p. 180.
  65. Kelly, p. 184.
  66. Kelly, p. 188.
  67. Shankly, p. 102.
  68. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Red Kit არ არის მითითებული ტექსტი; $2
  69. Kelly, p. 199.
  70. Kelly, p. 208.
  71. Shankly, p. 105.
  72. 72.0 72.1 72.2 72.3 Shankly, p. 106.
  73. Kelly, p. 210.
  74. 74.0 74.1 Kelly, p. 217.
  75. 75.0 75.1 Shankly, p. 107.
  76. Shankly, p. 108.
  77. 77.0 77.1 Shankly, p. 109.
  78. Shankly, p. 110.
  79. Shankly, pp. 110–111.
  80. 80.0 80.1 80.2 80.3 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Liverpool Seventies Team. LFCHistory.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 March 2012. ციტირების თარიღი: 24 March 2012.
  81. Shankly, pp. 115–117.
  82. Kelly, pp. 254–255.
  83. Kelly, p. 255.
  84. Kelly, p. 258.
  85. Shankly, pp. 118–123.
  86. Shankly, p. 123.
  87. Kelly, p. 262.
  88. Shankly, p. 125.
  89. Kelly, pp. 263–264.
  90. Kelly, p. 126.
  91. 91.0 91.1 Shankly, p. 126.
  92. „Bill Shankly 50th anniversary: famous sayings of legendary Liverpool manager“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 22 February 2020.
  93. Kelly, p. 268.
  94. „In numbers: How Klopp and Shankly won 21 home games in a row“. Liverpool F.C. ციტირების თარიღი: 27 February 2020.
  95. „Salah and Milner reaction: 'We showed our mentality to win'. Liverpool FC. ციტირების თარიღი: 7 March 2020.
  96. Kelly, pp. 272–280.
  97. Shankly, p. 131.
  98. Kelly, p. 278.
  99. Kelly, pp. 278–280.
  100. Kelly, p. 280.
  101. Shankly, pp. 131–132.
  102. Kelly, pp. 286–287.
  103. Kelly, pp. 287–288.
  104. Kelly, p. 288.
  105. 105.0 105.1 Shankly, p. 141.
  106. 106.0 106.1 Shankly, p. 142.
  107. Shankly, p. 143.
  108. 108.0 108.1 Shankly, p. 144.
  109. 109.0 109.1 Shankly, p. 145.
  110. Herbert, Ian (2017). Quiet Genius: Bob Paisley, British Football’s Greatest Manager. Bloomsbury Sport, გვ. 66. ISBN 978-1472937322. 
  111. 111.0 111.1 111.2 111.3 111.4 111.5 Corbett, James (18 October 2009). „Bill Shankly: Life, Death and Football“. The Observer. London. ციტირების თარიღი: 25 March 2012.
  112. Manager profile: Bob Paisley. LFCHistory.net. ციტირების თარიღი: 26 July 2018.
  113. Manager profile: Joe Fagan. LFCHistory.net. ციტირების თარიღი: 26 July 2018.
  114. Kelly, pp. 312–314.
  115. 115.0 115.1 115.2 Kelly, p. 313.
  116. „The Kop commemorates Bill Shankly - 20"x16" Premium Framed Print“. LiverpoolFC.com. ციტირების თარიღი: 2 July 2020.
  117. Deepdale Ground Guide. Preston North End. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 March 2009. ციტირების თარიღი: 26 March 2012.
  118. „Wright Inducted into Hall of Fame“. BBC Sport. 15 October 2005. ციტირების თარიღი: 26 March 2012.
  119. 119.0 119.1 2004. Scottish Football Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2011. ციტირების თარიღი: 17 August 2011.
  120. „Bill Shankly's career in pictures“. BBC Sport (ინგლისური). 1 September 2013. ციტირების თარიღი: 27 September 2018.
  121. „Shankly – Your memories“. BBC (ინგლისური). 11 October 2006. ციტირების თარიღი: 27 September 2018.
  122. England Player Honours – Professional Footballers' Association MeritAward. ციტირების თარიღი: 27 September 2018
  123. Greatest Managers, No. 10: Shankly. ESPN FC. ციტირების თარიღი: 21 October 2019.
  124. France Football have ranked the 50 greatest managers of all time. GiveMeSport. ციტირების თარიღი: 19 March 2019.
  125. Jamie Rainbow. (4 July 2013) The Greatest Manager of all time. World Soccer.
  126. Jamie Rainbow. (2 July 2013) The Greatest XI: how the panel voted. World Soccer.
  127. „Wright Inducted into Hall of Fame“. BBC Sport. 15 October 2005. ციტირების თარიღი: 26 March 2012.
  128. Royal Mail celebrates 'Great Britons' with launch of latest special stamp collection. Royal Mail (17 April 2013). ციტირების თარიღი: 26 April 2013.