ფელიპე კოუტინიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფელიპე კოუტინიო
კოუტინიო ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 2018 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფელიპე კოუტინიო კორეია
დაბადების
თარიღი
12 ივნისი, 1992 (1992-06-12) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
რიო-დე-ჟანეირო,
ბრაზილია
სიმაღლე 171 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი,
გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ასტონ ვილა
ნომერი 23
ახალგაზრდული კარიერა
1999–2008 ვასკო და გამა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009–2010 ვასკო და გამა 19 (1)
2010–2013 ინტერი 28 (3)
2012   ესპანიოლი 16 (5)
2013–2018 ლივერპული 152 (41)
2018– ბარსელონა 76 (17)
2019–2020   ბაიერნი 23 (8)
2022   ასტონ ვილა 19 (5)
2022– ასტონ ვილა 12 (0)
ეროვნული ნაკრები
2009 ბრაზილია 17 5 (3)
2011 ბრაზილია 20 7 (3)
2010– ბრაზილია 68 (21)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 ოქტომბერი, 2022
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2022

ფელიპე კოუტინიო კორეია (პორტ. Philippe Coutinho Correia; დ.12 ივნისი, 1992) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, „ასტონ ვილასა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გარემარბი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასკო და გამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოუტინიომ საფეხბურთო კარიერა „ვასკო და გამას“ ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო და 2008 წელს, 16 წლის ასაკში სერია A-ს გიგანტმა „ინტერნაციონალემ“ შეიძინა, 4 მილიონ ევროდ.[1] კოუტინიო 18 წლამდე იჯარის წესით „ვასკო და გამაში“ დარჩა და მიუხედავად ასაკისა, ის მაინც პირველ გუნდში ახერხებდა თამაშს.

ინტერნაციონალე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოუტინიო „ინტერში“ თამაშისას

კოუტინიო ფაქტობრივად „ინტერში“ 2010 წელს გადავიდა და ახალმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა და კლუბის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ, კლუბის მომავლად აღიარეს.

კოუტინიოს დებიუტი ინტერის მაისურით „ატლეტიკოსთან“, 2010 წლის უეფას სუპერთასის მატჩში შედგა, 2010 წლის 27 აგვისტოს. „ინტერის“ პირველ გუნდში ვერ მოხვედრის შემდეგ, კოუტინიო „მიუნხენის ბაირნთან“ დაბრუნდა, სადაც „ინტერის“ მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა. საჯარიმოში სწორედ მის გარღვევას მოჰყვა უესლი სნეიდერის გოლი. 2011 წლის 8 მაისს კოუტინიომ თავის პირველი გოლი გაიტანა „ინტერის“ მიასურით. მისი დარტყმული ჯარიმა ცოცხალ კედელს თავს გადაევლო და „ფიორენტინას“ კარის ბადეში ჩაეშვა. საბოლოო ჯამში, ინტერში გაატარებულ წლებში კოუტინიომ 3 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2011-2012 წლების სეზონში კოუტინიო ძირითადად შეცვლაზე შედიოდა მოედანზე, ამიტომ იმ სეზონში ფელიპე „ესპანიოლში“ გაანათხოვრეს.

ესპანიოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 30 იანვარს კოუტინიო კატალონიურ კლუბ „ესპანიოლში“ გადავიდა სეზონის ბოლომდე.[2] მისი დებიუტი ესპანიოლის მაისურით 2012 წლის 4 თებერვალს შედგა, „ბილბაოსთან“, ფრედ დასრულებულ მატჩში. კოუტინიომ მისი პირველი გოლი კატალონიელთა მაისურით 2012 წლის 11 მარტს გაიტანა, „რაიო ვალეკანოს“ კარში. მან თავის მეორე გოლი იმავე მატჩში 21-ე წუთზე გაიტანა.[3] კოუტინიომ ესპანიოლში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2012 წლის 18 მაისს „ინტერში“ დაბრუნდა და ივარჯიშა გუნდთან ერთად. ის ასევე ინტერის საზაფხულო ტურის 20 კაციან განაცხადში მოხვდა და გუნდთან ერთად ინდონეზიაში წავიდა.

ლივერპული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 26 იანვარს „ლივერპული“ და „ინტერი“ კოუტინიოს თაობაზე შეთანხმდნენ და მერსიაიდულმა გუნდა კოუტინიო 8.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა კოუტინიოს მოცდა მოუწია, სანამ სამუშაო ვიზას მიიღებდა, რადგან საკმარისი საერთაშორისო გამოცდილება არ გააჩნდა ავტომატურად, რომ გადასულიყო ლივერპულში.[4] კოუტინიოთი „საუთჰემპტონიც“ იყო დაინტერესებული, თანაც „საუთჰემპტონში“ ესპანიოლის ძველი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მუშაობდა, თუმცა კოუტინიომ განაცხადა, რომ მას ლივერპულში ერჩივნა თამაში. 2013 წლის 30 იანვარს კოუტინიო ოფიციალურად შეუერთდა ლივერპულს, მას შემდეგ რაც მუშაობის უფლება და ლივერპულის 10 ნომრიანი მაისური მიიღო.[5][6] კლუბში კოუტინიომ თბილი დახვედრა მიიღო ბრაზილიელი ლუკას ლეივასგან, რომელიც ფელიპეს ინგლისთან შეგუებაში ეხმარება.[7] ლივერპულში ჩასვლის შემდეგ კოუტინიომ განაცხადა, რომ მას ლივერპულში მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბება და დიდხანს დარჩენა სურს.[8]

2012–13 წლების სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოუტინიოს დებიუტი ენფილდზე 2013 წლის 11 თებერვალს შედგა, მან სტიუარტ დაუნინგი შეცვალა მატჩის 78-ე წუთზე.[9] კვირაზე ნაკლებში, 17 თებერვალს, კოუტინიომ ლივერპულის მაისურით პირველი გოლი გაიტანა სუონსის კარში.[10] 2 მარტს კოუტინიომ ლივერპულის პირველი და მეორე გოლები შექმნა, „უიგანთან“ 4-0 მოგებულ მატჩში. კოუტინიომ მეორე გოლი „საუთჰემპტონის“ კარში გაიტანა, სადაც ლივერპული 3-1 დამარცხდა. 31 მარტს ლივერპულის პირველი გოლი შექმნა, „ასტონ ვილასთან“ 2-1 მოგებულ მატჩში. 27 აპრილს კოუტინიო ნიუკასლთან, 6-0 მოგებულ თამაშში, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ორი საგოლე პასის გამო. კოუტინიო მთელი მატჩის განმავლობაში წინ მიუძღვოდა საკუთარ გუნდს, ორი საგოლე პასის გარდა, დიდი მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთ გოლში და ჯარიმაც მოიპოვა, რაც ჯორდან ჰენდერსონმა გოლად აქცია.

თამაშის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწრაფ, მიზანდასახულ და მარჯვე, კოუტინიოს შემტევ ნახევარმცველად, მეორე თავდამსხმელად და ფლანგის მოთამაშედ იყენებენ. ეს იმას ამტკიცებს, რომ მას ბევრი შესაძლებლობა აქვს და მოედნის განსხვავებულ ადგილებში შეუძლია თამაში. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს, სადაც ადვილად იცილებს მცველებს და დარტყმაც და ჩაწოდებას გამოსდის. ის „საუთჰემპტონის“ მენეჯერმა მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესისა და რონალდინიოს შეადარა.[11]

ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის სამხრეთ ამერიკის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატზე ბრაზილიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, ფელიპე კოუტინიო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში პირველად 2010 წლის 7 ოქტომბერს გამოჩნდა, ირანის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.[12]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 2013 წლის 21 აპრილი[13]
საკლუბო მატჩები ლიგა თასი ლიგის თასი საკონტინენტო ჯამში
სეზონი კლუბი ლიგა მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი
2009 ვასკო და გამა ბრაზილიის სერია B 12 0 - - - 12 0 -
2010 ბრაზილიის სერია A 7 1 - 7 1 - 17 3 - 0 0 - 31 5 -
2010–11 ინტერი სერია A 13 1 1 - - 6 0 1 201 1 7
2011–12 5 1 1 - 3 0 0 3 0 0 11 1 1
2011–12   ესპანიოლი ლა ლიგა 16 5 1 - - - 16 5 6
2012–13 ინტერი სერია A 10 1 0 - - 9 2 1 19 3 1
2012–13 ლივერპული პრემიერ ლიგა 10 2 5 - - - 10 2 5
ჯამში ბრაზილია 19 1 - 7 1 - 17 3 - - 43 5 -
იტალია 28 3 2 3 0 0 18 2 1 50 5 4
ესპანეთი 16 5 1 16 5 1
ინგლისი 10 2 5 0 0 0 0 0 0 0 0 0 10 2 5
სულ კარიერაში 73 11 8 7 1 - 20 3 - 18 2 1 119 17 20

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის დროშა ვასკო და გამა
  • ბრაზილიის სერია B-ს ჩემპიონი (1): 2009
იტალიის დროშა ინტერი მილანი
(2)
ინგლისის დროშა ლივერპული
ესპანეთის დროშა ბარსელონა
(5)
გერმანიის დროშა ბაიერნი
(3)

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის დროშა ბრაზილია:(1)

ბრაზილიის დროშა ბრაზილია U17:(1)

  • სამხრეთ ამერიკის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატი : 2009

ბრაზილიის დროშა ბრაზილია U20:(1)

  • FIFA-ს ოცწლამდელთა ჩემპიონატი :2011

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Standard Chartered-ის ლივერპულის თვის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2013 წლის მარტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Coutinho, 4 milioni per il Pato di Moratti“. La Gazzetta dello Sport (Italian). 23 July 2008. ციტირების თარიღი: 20 November 2010.
  2. Coutinho ja és jugador de l'Espanyol დაარქივებული 2014-01-06 საიტზე Wayback Machine. . Rcdespanyol.cat (30 January 2012). Retrieved on 25 March 2013.
  3. 5–1: Master piece დაარქივებული 2014-02-01 საიტზე Wayback Machine. . Rcdespanyol.cat (12 March 2012). Retrieved on 25 March 2013.
  4. Pearce, James (29 January 2013). „Philippe Coutinho set for medical as he closes in on move for Liverpool FC“. Liverpool Echo.
  5. „Reds confirm Coutinho deal“. Liverpoolfc.com. 30 January 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 4 მაისი 2013.
  6. „New boy handed vacant No.10 shirt“. Liverpoolfc.com. 30 January 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 4 მაისი 2013.
  7. „Liverpool new-boy Coutinho is a 'proper Brazilian',says Lucas“. Goal.com. 1 February 2013. ციტირების თარიღი: 6 February 2013.
  8. „Coutinho: I want to become a key player for Liverpool“. Goal.com. 23 March 2013. ციტირების თარიღი: 24 March 2013.
  9. "Liverpool 0–2 West Brom" BBC Sport. 11 February 2013. Retrieved 12 February 2013.
  10. "Liverpool 5–0 Swansea" BBC Sport. 17 February 2013. Retrieved 17 February 2013.
  11. http://www.bbc.co.uk/sport/0/football/21805388
  12. Iran 0 Brazil 3. Soccerway (7 October 2010). ციტირების თარიღი: 31 January 2013.
  13. Philippe Coutinho — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)