ბრენდან როჯერსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრენდან როჯერსი
Brendan Rodgers (cropped) 2.jpg
როჯერსი 2012 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
26 იანვარი, 1973 (1973-01-26) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
კარნლოუ, ჩრდილოეთი ირლანდია
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლივერპული(მენეჯერი)
ახალგაზრდული კარიერა
1984–1987 ბოლიმენა
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1987–1990 ბოლიმენა ? (?)
1990–1993 რედინგი 0 (0)
1993–1994 ნიუპორტი ? (?)
1994–1995 უიტნი თაუნი ? (?)
1995–1996 ნიუბერი ? (?)
ეროვნული ნაკრები
1988 ჩრდილოეთ
ირლანდიის
სკოლები
7 (?)
სამწვრთნელო კარიერა
2006–2008 ჩელსის რეზერვები
2008–2009 უოტფორდი
2009 რედინგი
2010–2012 სუონსი
2012– ლივერპული
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

ბრენდან როჯერსი (დ. 26 იანვარი, 1973) — ჩრდილოეთირლანდიელი ყოფილი ფეხბურთელი და მოქმედი მწვრთნელი. ამჟამად ლივერპულის მენეჯერია.

როჯერსმა კარიერა მცველის ამპულაში დაიწყო, ჩრდილოეთირლანდიურ ნახევრად პროფესიონალურ კლუბ, ბოლიმენაში, სადაც ის 18 წლამდე დარჩა, სანამ რედინგი იყიდიდა. თუმცა 20 წლის ასაკში მიღებულმა ტრავმამ როჯერსი იძულებული გახადა ფეხბურთიდან წასულიყო. ის რედინგში მწვრთნელად დარჩა, სანამ ჟოზე მოურინიო როჯერსს ჩელსიში მიიწვევდა, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად, 2004 წელს. 2006 წელს ის დააწინაურეს და რეზერვის მწვრთნელად დანიშნეს.

2008 წელს როჯერსი უოტფორდის მენეჯერი გახდა, სანამ მისმა ყოფილმა გუნდმა რედინგმა ის მთავარ მწვრთნელად დანიშნა, 2009 წელს. როჯერსმა პოსტი ექვს თვეში, ცუდი შედეგის გამო დატოვა და 2010 წელს სუონსის მენეჯერი გახდა. როჯერსმა სუონსი პრემიერ ლიგაში გადაიყვანა, რაც მანამდე არცერთ უელსურ კლუბს არ ჰქონდა გაკეთებული. კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა როჯერსის მომდევნო სეზონი, მან სუონსისთან ერთად პრემიერ ლიგის 2011-2012 წლების სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა. 2012 წლის 1 ივნისს როჯერსი ლივერპულის შეთავაზებას დათანხმდა და მერსისაიდული კლუბის მენეჯერად დაინიშნა.

ის პროფესიონალი ფეხბურთელის, ანტონ როჯერსის მამაა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება]

როჯერსი დაიბადა კარნლოუში, ჩრდილოეთ ირლანდიაში და ხუთ ძმაში ყველაზე უფროსი იყო.[1][2] როჯერსმა განათლება სენტ პატრიკის კოლეჯში, ბოლიმენაში მიიღო, სადაც ის ჰარლინგს თამაშობდა. ფეხბურთის თამაში 13 წლის ასაკში დაიწყო. ის გაიზარდა როგორც სელტიკისა[3][4] და შეფილდ ვენსდის[5] ფანი.

ადრეული კარიერა[რედაქტირება]

როჯერსმა კარიერა ჩრდილოეთ ირლანდიურ ნახევრად პროფესიონალურ კლუბ, ბოლიმენაში დაიწყო, მცველის ამპულაში. 17 წლის ასაკში ის რედინგმა შეიძინა, სადაც როჯერსი რეზერვებში თამაშობდა. როჯერსს კარიერის დასრულება 20 წლის ასაკში მოუწია, მუხლზე არსებული გენეტიკური პრობლემის გამო.[6][7] ამის შემდეგ როჯერსი ინგლისის კონფერენციის გუნდებში გამოდიოდა და ინგლისის არცერთ ლიგაში აღარ უთამაშია. ცოტა ხანში ის რედინგში მივიდა როგორც ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი.[8][9][10]

როჯერსმა ესპანეთში იმოგზაურა და განსხვავებული სამწვრთნელო მეთოდები შეისწავლა, ამიტომ 2004 წელს, ის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდში მიიწვია, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად.[6] ის დააწინაურეს და რეზერვის მწვრთნელად დანიშნეს, როჯერსი იმავე თანამდებობაზე, ავრაამ გრანტისა და ლუიშ ფილიპე სკოლარის ეპოქაშიც დარჩა.[7]

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება]

უოტფორდი[რედაქტირება]

2008 წლის 24 ნოემბერს როჯერსმა ჩელსის აკადემია დატოვა, რადგან ის ჩემპიონშიპის გუნდ, უოტფორდში მიიწვიეს.[11] გუნდში როჯერსმა თავის პირველი ათი მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო და იანვრისთვის, უოტფორდი გასავარდნ ზონაში იყო, თუმცა მალე სიტუაცია დრამატულად შეიცვალა და როჯერსმა გუნდს მე-13 პოზიციაზე დაასრუელბინა სეზონი.[12]

რედინგი[რედაქტირება]

მას შემდეგ რაც რედინგის მენეჯერის პოსტიდან სტივ კოპელი გადადგა, როჯერსი მისი ყოფილი გუნდის გაწვრთნის პირველი კანდიდატი გახდა.[13] რედინგს ერთ მილიონ ფუნტიანი კომპენსაციის გადახდა მოუწია უოტფორდისთვის, რათა როჯერსთან კონტრაქტი გაეფორმებინა. როჯერსი 2009 წლის 5 ივნისს რედინგის მთავარი მწვრთნელი გახდა.[14][15][16][17] მისი რეპუტაცია უოტფორდის ფანებში ძალიან დაეცა, თუმცა ფანებმა მას მაინც მადლობა გადაუხადეს გაწეული სამუშაოსთვის.[18]

2009 წლის 11 აგვისტოს, როჯერსმა რედინგში თავის პირველი მატჩი ჩაატარა და 5-1 მოიგო, ინგლისის მეორე ლიგის გუნდ ბერტონ ალბიონთან. კარგი სტარტის მიუხედავად, როჯერსმა რედინგში წარმატებას ვერ მიაღწია და დანიშვნიდან 6 თვის შემდეგ, იანვარში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.[19]

სუონსი[რედაქტირება]

როჯერსი 2011 წლის ჩემპიონშიპის პლეი-ოფში გამარჯვების შემდეგ.

2010 წლის 16 ივლისს როჯერსი უელსური გუნდის, სუონსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.[20] იმ პერიოდში როჯერსს შეთავაზებები ჰქონდა მანჩესტერ სიტისგან, რობერტო მანჩინის სამწვრთნელო შტაბში შესვლაზე, თუმცა როჯერსმა სუონსი არჩია.[21] როჯერს სუონსიში წარმატებული სტარტი გამოუვიდა და პირველივე სეზონში, თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, თებერვალში ჩატარებულ 6 მატჩში 5 ხუთის მოგებისათვის და 4 მატში კარის მშრალად შენახვისათვის.[22] 2010 წლის 25 აპრილს როჯერსის გუნდმა ჩემპიონშიპის პლეი-ოფის ზონაში მოახერხა მოხვედრა, იფსვიჩის დაამარცხებით.[23]

2010 წლის 16 მაისს როჯერსმა სუონსი პლეი-ოფის ფინალში გაიყვანა, ორრაუნდიან ბრძოლაში ნოტინგემ ფორესტის დამარცხებით.[24] ფინალში როჯერსი მის ყოფილ გუნდს, რედინგს შეხვდა. მატჩი 2010 წლის 30 მაისს უემბლიზე გაიმართა, სადაც სუონსიმ სკოტ სინკლერის ჰეთ-თრიკით 4-2 გაიმარჯვა და თასი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სუონსი გახდა პირველი უელსური, კლუბი რომელიც პრემიერ ლიგაში გადავიდა.[25] სანამ როჯერსი თასს ასწევდა, ის რედინგის მწვრთნელმა, ბრაიან მაკდერმოტმა და მფლობელმა ჯონ მადეისკიმ შეაქეს.[26]

როჯერსმა პირველი მატჩი პრემიერ ლიგაში 2011 წლის 17 სექტემბერს მოიგო, ლიბერთი სთედიუმზე ვესტ ბრომვიჩის დამარცხებით.[27] მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში ბევრი ვარაუდობდა, რომ სუონსი პრემიერ ლიგიდან გავარდებოდა, როჯერსმა გუნდთან ერთად შთამეჭდავი სეზონი ჩაატარა და ისეთ გუნდებთან მოახერხა ქულების აღება, როგორებიც ლივერპული, ნიუკასლი, ტოტენჰემი და ჩელსი არიან.[28][29][30][31]

2012 წლის იანვარში როჯერსის გუნდმა პირველი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა ასტონ ვილასთან, რასაც არსენალის დამარცხება და ჩელსისთან ნათამაშები ფრე მოჰყვა. ამან როჯერსს პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მენეჯერის ტიტული მოაპოვებინა.[32][33][34] 2012 წლის თებერვალში როჯერსმა სუონსისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გათვალისწინებითაც როჯერსი 2015 წლამდე უნდა დარჩენილიყო გუნდში. სეზონის ბოლო მატჩში როჯერსმა ლივერპული დაამარცხა და გუნდს, მისთვის საპატიო მე-11 ადგილზე დაასრულებინა სეზონი. ეს მატჩი ბოლო აღმოჩნდა როჯერსისთვის სუონსის რიგებში.[35]

ლივერპული[რედაქტირება]

2012 წლის 1 ივნისს ბრენდან როჯერსმა ლივერპულთან სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.[36][37] ლივერპულის ეს გადაწყვეტილება მოწონებულ იქნა როჯერსის ყოფილი კოლეგის, რეალის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიერ.[38] როჯერსმა სუონსის მფლობელებსა და მხარდამჭერებს მადლობის ღია წერილი მისწერა[39] და ცოტა ხანში ახალ გუნდი პირველად შეკრიბა და მელვუდზე ავარჯიშა, რათა წინა-სასეზონო ტურისთვის მოემზადებინა.[40][41]

2012 წლის 2 აგვისტოს როჯერსმა თავის პირველი სატურნირო მატჩი გამართა ევროპის ლიგაზე, გომელის წინააღმდეგ და 1-0 გაიმარჯვა.[42] მის პირველ პრემიერ ლიგურ მატჩზე, ლივერპულის მენეჯერის დარგში, მისი გუნდი 3-0 დამარცხდა ვესტ ბრომვიჩთან გასვლით მატჩში.[43] მსიმა გუნდმა პირველი გამარჯვება პრემიერ ლიგაში ნორვიჩის წინააღმდეგ მოიპოვა.[44] 31 ოქტომბერს როჯერსი მის ყოფილ გუნდს, სუონსის შეხვდა ლიგის თასის მეოთხე რაუნდში, თუმცა 3-1 დამარცხდა უელსელებთან.[45] 6 დეკემბერს ლივერპულმა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უდინეზე დაამარცხა, 1-0 და შემდეგ ეტაპზე გავიდა.[46] 2013 წლის 27 იანვარს, როჯერსის ლივერპული FA თასიდან გამოვარდა, ოლდჰემთან განცდილი მარცხის გამო.[47][48]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

როჯერსს ჰყავს ცოლი, სუზენი, ვისთანაც ჰყავს ქალიშვილი მიქა და ვაჟი ანტონი.[49] ანტონი, რომელიც მის მეოცე დაბადების დღეზე დაიბადა, 1993 წელს პროფესიონალი ფეხბურთელია და ბრაიტონში თამაშობს, მაანამდე ის ჩელსისა და რედინგის აკადემიებშიც თამაშობდა.[50][51] როჯერსი თავისუფლად ლაპარაკობს ესპანურად და სწავლობს იტალიურს.[50]

როჯერსის მეტსახელია "ბაკ როჯერსი", ბაკ როჯერსის გამო, რომელიც გამოგონილი პერსონაჟია ფილიპ ფრენსის ნოულენის ნოველაში, არმაგედონი 2419 ჩვ.წ.[11][52][53]

ტიტულები[რედაქტირება]

სამწვრთნელო[რედაქტირება]

სუონსი

ინდივიდუალური[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Swansea City's Brendan Rodgers climbs Kilimanjaro“, BBC News, 16 June 2011. წაკითხვის თარიღი: 23 June 2011. 
  2. Ben Smith. “Brendan Rodgers agrees deal to become Liverpool manager“, BBC Sport, 30 May 2012. წაკითხვის თარიღი: 30 May 2012. 
  3. Brendan relishing Celtic test. Swansea City A.F.C (2 August 2011). წაკითხვის თარიღი: 30 May 2012.
  4. Life just gets better and better for Swansea boss: Boyhood Celtic supporter Brendan Rodgers relishes pre-season showdown. Give Me Football.
  5. Rodgers was a big Owls fan:Royals' boss Rodgers became a massive Owls fan while growing up in Northern Ireland through a close family connection. The Reading Chronicle.
  6. 6.0 6.1 Bold Brendan Rodgers shows how football should be played“, 15 January 2012. წაკითხვის თარიღი: 19 May 2012. 
  7. 7.0 7.1 Spackman, Conor. “Brendan Rodgers: Getting to the top the hard way“, BBC News, 31 May 2011. წაკითხვის თარიღი: 30 May 2012. 
  8. Ex-Newport coach on verge of Anfield move (From Daily Echo). Dailyecho.co.uk (30 May 2012). წაკითხვის თარიღი: 25 October 2012.
  9. Dillon, John. “Brendan Rodgers learnt the hard way“, 23 September 2011. წაკითხვის თარიღი: 30 August 2012. 
  10. Everard, Aleck (1 June 2012). New Liverpool Manager Played For Witney. Witney Town F.C. წაკითხვის თარიღი: 30 August 2012.
  11. 11.0 11.1 Rodgers named new Watford manager“, BBC Sport, 24 November 2008. წაკითხვის თარიღი: 19 April 2012. 
  12. Watford 2008–2009 results. Statto. წაკითხვის თარიღი: 19 April 2012.
  13. 'If money talks Watford's Brendan Rodgers going to Reading is a done deal'“, 13 May 2009. წაკითხვის თარიღი: 29 December 2009. 
  14. Smith, Frank. “Brendan Rodgers: 'Reading? I'm concentrating fully on Watford job'“, 14 May 2009. წაკითხვის თარიღი: 29 December 2009. 
  15. Frank Smith. “'No contact at all' from Reading for Brendan Rodgers“, 22 May 2009. წაკითხვის თარიღი: 30 May 2012. 
  16. Rodgers confirmed as Reading boss“, BBC Sport, 5 June 2009. წაკითხვის თარიღი: 5 June 2009. 
  17. Club disappointed as Rodgers departs“, Watford F.C, 4 June 2009. წაკითხვის თარიღი: 29 December 2009. 
  18. Matthews, Anthony. “Watford supporters' organisation hoping for quick appointment“, 4 June 2009. წაკითხვის თარიღი: 29 December 2009. 
  19. Dulin, David. “Swansea City appoint Brendan Rodgers as new manager“, BBC Sport, 16 July 2010. წაკითხვის თარიღი: 18 July 2010. 
  20. Wilson, Paul. “Brendan Rodgers' sales spiel entices Nuri Sahin to Liverpool“, 25 August 2012. წაკითხვის თარიღი: 31 August 2012. 
  21. Brendan Rodgers secures monthly accolade“, BBC Sport, 4 March 2011. წაკითხვის თარიღი: 3 May 2011. 
  22. Swansea 4 – 1 Ipswich“, BBC Sport, 25 April 2011. წაკითხვის თარიღი: 3 May 2011. 
  23. Darren Pratley finishes off Nottingham Forest to take Swansea to final“, 16 May 2011. წაკითხვის თარიღი: 24 May 2012. 
  24. Reading 2 Swansea City 4: match report“, 30 May 2011. წაკითხვის თარიღი: 30 May 2011. 
  25. Championship play-off final as it happened“, BBC Sport, BBC, 30 May 2011. წაკითხვის თარიღი: 31 October 2012. 
  26. Swansea 3 – 0 West Brom“, BBC Sport, 17 September 2011. წაკითხვის თარიღი: 27 September 2011. 
  27. Liverpool 0 – 0 Swansea“, BBC Sport, 5 November 2011. წაკითხვის თარიღი: 9 February 2012. 
  28. Newcastle 0 – 0 Swansea“, BBC Sport, 17 December 2011. წაკითხვის თარიღი: 9 February 2012. 
  29. Swansea 1 – 1 Tottenham“, BBC Sport, 31 December 2011. წაკითხვის თარიღი: 9 February 2012. 
  30. Swansea 1 – 1 Chelsea“, BBC Sport, 31 January 2012. წაკითხვის თარიღი: 9 February 2012. 
  31. Aston Villa 0 – 2 Swansea“, BBC Sport, 2 January 2012. წაკითხვის თარიღი: 9 February 2012. 
  32. Swansea boss Brendan Rodgers & Tottenham's Gareth Bale rewarded“, BBC Sport, 4 February 2012. წაკითხვის თარიღი: 9 February 2012. 
  33. Swansea 3 – 2 Arsenal“, BBC Sport, 15 January 2012. წაკითხვის თარიღი: 9 February 2012. 
  34. Brendan Rodgers signs new Swansea City deal“, BBC Sport, 9 February 2012. წაკითხვის თარიღი: 9 February 2012. 
  35. Liverpool and Swansea agree Brendan Rodgers compensation“, BBC Sport, 31 May 2012. წაკითხვის თარიღი: 6 October 2012. 
  36. Brendan Rodgers saddened to leave Swansea for Liverpool“, BBC Sport, 1 June 2012. წაკითხვის თარიღი: 6 October 2012. 
  37. Brendan Rodgers given ringing endorsement by Real Madrid manager Jose Mourinho“, 1 June 2012. წაკითხვის თარიღი: 1 June 2012. 
  38. Liverpool FC boss Brendan Rodgers writes open letter of thanks to former club Swansea City. Liverpool Echo (7 July 2012). წაკითხვის თარიღი: 10 July 2012.
  39. Liverpool midfielder Alberto Aquilani seeks clarity over future at Anfield after two seasons on loan“, 4 July 2012. წაკითხვის თარიღი: 10 July 2012. 
  40. Rodgers: Fight for Liverpool or leave. ESPN Soccernet (5 July 2012). წაკითხვის თარიღი: 10 July 2012.
  41. Brendan's Gomel pride. Liverpool F.C (2 August 2012). წაკითხვის თარიღი: 23 August 2012.
  42. Baggies condemn Reds to nightmare start. ESPN Soccernet (18 August 2012). წაკითხვის თარიღი: 23 August 2012.
  43. Norwich 2 - 5 Liverpool. BBC Sport (29 September 2012). წაკითხვის თარიღი: 29 September 2012.
  44. Liverpool 1 - 2 Swansea. BBC Sport (31 October 2012). წაკითხვის თარიღი: 31 October 2012.
  45. Udinese 0 Liverpool 1. Daily Telegraph (6 December 2012). წაკითხვის თარიღი: 7 December 2012.
  46. Oldham dump Liverpool out of FA Cup after Matt Smith double. Guardian UK (27 January 2013). წაკითხვის თარიღი: 30 January 2013.
  47. Rodgers points finger after Reds are dumped out of the FA Cup by Oldham. Daily Mail (27 January 2013). წაკითხვის თარიღი: 30 January 2013.
  48. Brendan Rodgers: Northern Ireland is where my heart lies“, 14 April 2012. წაკითხვის თარიღი: 19 May 2012. 
  49. 50.0 50.1 Kempson, Russell. “Watford manager Brendan Rodgers: the man with a direct line to Jose Mourinho“, 26 January 2009. წაკითხვის თარიღი: 26 January 2009. (ფასიანი რეგისტრაცია)
  50. Owen, Brian. “Ex-Blues kids can shine with Seagulls“, 30 May 2011. წაკითხვის თარიღი: 4 June 2011. 
  51. Mawhinney, Stuart (16 July 2007). Buck Rodgers. The Football Association. წაკითხვის თარიღი: 25 August 2010.
  52. Mike Walters meets new Watford boss Brendan Rodgers“, 13 December 2008. წაკითხვის თარიღი: 30 May 2012.