უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2018 ფინალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2018 ფინალი
Kyiv-final-programme.jpg
ტურნირი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2017–18
თარიღი 26 მაისი, 2018
არენა კიევის ოლიმპიური სტადიონი, კიევი
საუკეთესო ფეხბურთელი გარეთ ბეილი (მადრიდის რეალი)
მსაჯი მილორად მაზიჩი (სერბეთი)
დასწრება 61 561
ამინდი მზიანი, 20°
2017
2019

2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი — საფინალო შეხვედრა 2017-18 წლების სეზონში, რომელსაც უნდა გამოევლინა ტურნირის გამარჯვებული, ეს იყო 63 ჩემპიონთა ლიგა რომელიც ჩამოყალიბებული იქნა უეფას მიერ. 26 სეზონის შემდეგ ტურნირის სახელი „ევროპის თასი“ შეიცვალა სახელით „უეფას ჩემპიონთა ლიგა“. 2018 წელს ფინალს უმასპინძლა კიევის ოლიმპიურმა სტადიონმა. შეხვედრა გაიმართა 2018 წლის 26 მაისს. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მადრიდის რეალი და ლივერპული.[1] [2]

მადრიდის „რეალმა“ გაიმარჯვა 3-1 და მოიპოვა თავისი მე-13 თასი (ჩემპიონთა ლიგა). გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ხუთი სეზონიდან ოთხში გაიმარჯვა. აღსანიშნავია ესპანური კლუბების დომინაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (მადრიდის რეალი-4, ბარსელონა-1).[3]

გუნდი მონაწილეობა ფინალში
მადრიდის რეალი 15 (1956 , 1957 , 1958 , 1959 , 1960 , 1962 , 1964 , 1966 , 1981 , 1998 , 2000 , 2002 , 2014 , 2016 , 2017)
ლივერპული 7 (1977 , 1978 , 1981 , 1984 , 1985 , 2005 , 2007)

გუნდების გზა ფინალამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა მადრიდის „რეალი“ ეტაპი ინგლისის დროშა ლივერპული
შესარჩვი მეტოქე ჯამი პირველი მეორე
პლეი-ოფი გერმანიის დროშა ჰოფენჰაიმი 6–3 2–1 (საშ) 4–2 (საგ)
მეტოქე შედეგი ჯგუფური ეტაპი მეტოქე შედეგი
კვიპროსის დროშა აპოელი 3–0 (საშ) ტური 1 ესპანეთის დროშა სევილია 2–2 (საშ)
გერმანიის დროშა ბორუსია დ. 3–1 (საგ) ტური 2 რუსეთის დროშა სპარტაკი მოსკოვი 1–1 (საგ)
ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური 1–1 (საშ) ტური 3 სლოვენიის დროშა მარიბორი 7–0 (საგ)
ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური 1–3 (საგ) ტური 4 სლოვენიის დროშა მარიბორი 3–0 (საშ)
კვიპროსის დროშა აპოელი 6–0 (საგ) ტური 5 ესპანეთის დროშა სევილია 3–3 (საგ)
გერმანიის დროშა ბორუსია დ. 3–2 (საშ) ტური 6 რუსეთის დროშა სპარტაკი მოსკოვი 7–0 (საშ)
მეტოქე ჯამი 1-ლი მე-2 უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი მეტოქე ჯამი 1-ლი მე-2
საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი 5–2 3–1 (საშ) 2–1 (საგ) 1/16 პორტუგალიის დროშა პორტუ 5–0 5–0 (საგ) 0–0 (საშ)
იტალიის დროშა იუვენტუსი 4–3 3–0 (საგ) 1–3 (საშ) 1/4 ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი 5–1 3–0 (საშ) 2–1 (საგ)
გერმანიის დროშა ბაიერნი 4–3 2–1 (საგ) 2–2 (საშ) 1/2 იტალიის დროშა რომა 7–6 5–2 (საშ) 2–4 (საგ)

ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიევში გამართულ ფინალს ოლიმპიურმა სტადიონმა უმასპინძლა.

ფინალამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეხვედრის ელჩად დაინიშნა ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2003 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში.[4]

გახსნის ცერემონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისელმა მომღერლმა დუა ლიპამ დაიწყო გახსნის ცერემონია. მოგვიანებით მოწვეული და უცნობი სტუმარი იამაიკელი რეპერი სენ პაული გამოჩნდა რომელიც წარსდა სიმღერით „No Lie“. [5] [6]

მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 24 მაისს ფინალამდე ორი დღით ადრე კიევში ვალერი ლობანოვსკის სახელობის დინამოს სტადიონზე გაიმართა უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომელშიც ერთმანეთს „ვოლფსბურგი და „ლიონი“ დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ლიონის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 4–1. [7] [8]

2018 წლის 24-27 მაისს კიევის ცენტრში ჩატარდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფესტივალი.[9]

ფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაისი 26, 2018 (2018-05-26)
20:45
რეალ მადრიდი ესპანეთის დროშა 3–1 ინგლისის დროშა ლივერპული ოლიმპიური სტადიონი, კიევი
მაყურებელი: 61 561[10]
მსაჯი: მილორად მაზიჩი
უეფა
Real Madrid[11]
Liverpool[12]
GK 1 კოსტა-რიკას დროშა კეილორ ნავასი
RB 2 ესპანეთის დროშა დანიელ კარვახალი შეცვლაზე გამოყვანა after 37 წუთი 37'
CB 5 საფრანგეთის დროშა რაფაელ ვარანი
CB 4 ესპანეთის დროშა სერხიო რამოსი (კ)
LB 12 ბრაზილიის დროშა მარსელო
CM 10 ხორვატიის დროშა ლუკა მოდრიჩი
CM 14 ბრაზილიის დროშა კაზემირო
CM 8 გერმანიის დროშა ტონი კროოსი
AM 22 ესპანეთის დროშა ისკო შეცვლაზე გამოყვანა after 61 წუთი 61'
CF 9 საფრანგეთის დროშა ქარიმ ბენზემა შეცვლაზე გამოყვანა after 89 წუთი 89'
CF 7 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ
სათადარიგო:
GK 13 ესპანეთის დროშა კიკო კასილია
DF 6 ესპანეთის დროშა ნაჩო ფერნანდესი შეცვლაზე შესვლა after 37 წუთი 37'
DF 15 საფრანგეთის დროშა ტეო ერნანდესი
MF 20 ესპანეთის დროშა მარკო ასენსიო შეცვლაზე შესვლა after 89 წუთი 89'
MF 23 ხორვატიის დროშა მატეო კოვაჩიჩი
FW 11 უელსის დროშა გარეთ ბეილი შეცვლაზე შესვლა after 61 წუთი 61'
FW 17 ესპანეთის დროშა ლუკას ვასკესი
მწვრთნელი:
საფრანგეთის დროშა ზინედინ ზიდანი
Real Madrid vs Liverpool 2018-05-26.svg
GK 1 გერმანიის დროშა ლორის კარიუსა
RB 66 ინგლისის დროშა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
CB 6 ხორვატიის დროშა დეიან ლოვრენი
CB 4 ნიდერლანდების დროშა ვირჯილ ვან დეიკი
LB 26 შოტლანდიის დროშა ენდრიუ რობერტსონი
CM 7 ინგლისის დროშა ჯეიმს მილნერი შეცვლაზე გამოყვანა after 83 წუთი 83'
CM 14 ინგლისის დროშა ჯორდან ჰენდერსონი (კ)
CM 5 ნიდერლანდების დროშა ჯორჯინიო ვეინალდუმი
RF 11 ეგვიპტის დროშა მოჰამედ სალაჰი შეცვლაზე გამოყვანა after 31 წუთი 31'
CF 9 ბრაზილიის დროშა რობერტო ფირმინო
LF 19 სენეგალის დროშა სადიო მანე Booked after 82 minutes 82'
სათადარიგო:
GK 22 ბელგიის დროშა სიმონ მინოლე
DF 2 ინგლისის დროშა ნათანიელ კლაინი
DF 17 ესტონეთის დროშა რაგნარ კლავანი
DF 18 ესპანეთის დროშა ალბერტო მორენო
MF 20 ინგლისის დროშა ადამ ლალანა შეცვლაზე შესვლა after 31 წუთი 31'
MF 23 გერმანიის დროშა ემრე ჯანი შეცვლაზე შესვლა after 83 წუთი 83'
FW 29 ინგლისის დროშა დომინიკ სოლანკე
მწვრთნელი:
გერმანიის დროშა იურგენ კლოპი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:
გარეთ ბეილი (რეალ მადრიდი)[13]

მსაჯის ასისტენტები:[14]
მილოვან რისტიჩი (სერბეთი)
დალიბორ დურდევიჩი (სერბეთი)
მეოთხე მსაჯი:[14]
კლემენტ ტურპინი (საფრანგეთი)
დამატებითი რეფერი:[14]
ნენად დოკიჩი (სერბეთი)
დანილო გრუჯიჩი (სერბეთი)
მეხუთე მსაჯი:[14]
ნემანია პეტროვიჩი (სერბეთი)

მატჩში ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა მადრიდის რეალის თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ. ოთხ წუთში წონასწორობა ლივერპულელმა სადიო მანემ აღადგინა (იგი პირველი სენეგალელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა). 64-ე წუთზე მადრიდის რეალი წინ გაიყვანა უელსელმა თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა, 83-ე წუთზე კი მან დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია რომ დაახლ. 25-30-ე წუთზე ტრამვა მიიღო ლივერპულის ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა, რომელიც რეალის მცველმა და კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მიაყენა. მატჩში ერთადერთი ყვითელი ბარათი მიიღო ლივერპულის მოთამაშე სადიო მანემ, ეს მოხდა მატჩის 82-ე წუთზე. სალაჰის გარდა 37-ე წუთზე ტრამვა მიიღო რეალის მცველა დანიელ კარვახალმა.

უკრაინული საფოსტო მარკა (2018 წლის ფინალი)

ფინალის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალის შემდეგ არაბულმა ტელევიზიებმა აქტიურად დაიწყეს სერხიო რამოსის გაკიცხვა. სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა მუქარა მის მიმართ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა; მას ემუქრებოდნენ მოჰამედ სალაჰისთვისა და ლორის კარიუსისათვის ტრამვის მიყენებისათვის. თვითონ რამოსმა სალაჰს მოუბოდიშა, აგრეთვე ინტერნეტში ვრცელდებოდა მუქარა „ლივერპულის“ მეკარე ლორის კარიუსის მიმართ, მას მოკვლით ემუქრებოდნენ.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. All you need to know about the Champions League final. Union of European Football Associations (2 May 2018).
  2. Madrid v Liverpool: meet the Champions League finalists. Union of European Football Associations (2 May 2018).
  3. Who is in the 2018/19 Champions League group stage?. Union of European Football Associations (26 May 2018).
  4. All you need to know about the Champions League final“, Union of European Football Associations, 2 May 2018. 
  5. Dua Lipa to Perform at UEFA Champions League Opening Ceremony: 'There'll Be a Whole Lot of Girl Power'“, Billboard, 13 May 2018. 
  6. Sean Paul returns to stage after father's death en. წაკითხვის თარიღი: 29 May 2018
  7. Wrack, Suzanne. “Lyon sweep to Women's Champions League win over 10-player Wolfsburg“, The Guardian, 24 May 2018. 
  8. Lyon beats Wolfsburg 4-1 to win Women's Champions League“, St. Louis Post-Dispatch, 24 May 2018. წაკითხვის თარიღი: 26 May 2018. 
  9. UEFA Champions Festival in Kyiv during final week. Union of European Football Associations (17 May 2018).
  10. Full Time Report Final – Real Madrid v Liverpool (PDF). Union of European Football Associations (26 May 2018). წაკითხვის თარიღი: 26 May 2018
  11. Tactical Line-ups – Final – Saturday 26 May 2018 (PDF). Union of European Football Associations (26 May 2018). წაკითხვის თარიღი: 26 May 2018
  12. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის lineups არ არის მითითებული ტექსტი; $2
  13. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის motm არ არის მითითებული ტექსტი; $2
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის officials არ არის მითითებული ტექსტი; $2
  15. 15.0 15.1 15.2 Team statistics (PDF). Union of European Football Associations (26 მაის 2018). წაკითხვის თარიღი: 26 მაისი 2018