ესტრიდსენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესტრიდსენები
ქვეყანა დანია
ნორვეგია
შვედეთი
გერმანია
ფუძე დინასტია ნაიტლინგები
ტიტულები დანიის მეფე
შვედეთის მეფე
ნორვეგიის მეფე
შლეზვიგის ჰერცოგი
გოტლენდის ჰერცოგი
ფლანდრიის გრაფი
დამაარსებელი სვენ II
უკანასკნელი მმართველი მარგრეტე I
დაარსდა 1047
დაიშალა 1412
გვერდითი შტოები აბელსლეგტენები (შეწყდა 1375 წელს)
ლევენბელკები (შეწყდა 1598 წელს)
ეროვნება დანიელები

ესტრიდსენები (დან. Estridsen) — დანიური სამეფო დინასტია შუა საუკუნეებში, რომელიც მართავდა დანიას (1047-1412), შვედეთს (1125-1412), ასევე ნორვეგიას, ფლანდრიას, შლეზვიგს, გოტლანდსა და ესტონეთის ჩრდილოეთ ნაწილს. დინასტიამ არსებობა 1412 წელს, დედოფალ მარგრეტე I-ის გარდაცვალებასთან ერთად შეწყვიტა, თუმცა მისი გვერდითი შტო 1598 წლამდე არსებობდა. ესტრიდსენების დროს ჩამოყალიბდა კალმარის უნია, რომლის ტახტზეც ისინი ოლდენბურგებმა ჩაანაცვლეს. აღსანიშნავია, რომ ესტრიდსენების გერბია გამოსახული დანიისა და ესტონეთის სახელმწიფო, და ქალაქ ტალინის გერბებზე.

მმართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაგნუს I ძლიერი (????-1134), დანიის მეფე ნილსის ვაჟი, შვედეთის მეფე 1126-32 წლებში;
  • მაგნუს II (1130-1161), შვედეთის მეფე ინგე I-ის შვილთაშვილი, მეფე 1160-1161 წლებში;
  • მარგარეტა (1353-1412), შვედეთის სუვერენული დედოფალი 1389-1412 წლებში;

ცნობილი ქალი ესტრიდსენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინგრიდ დანიელი (????-1093), ნორვეგიის დედოფალი როგორც მეფე ულაფ III-ის მეუღლე;
  • კრისტინა დანიელი (1118-1139), ნორვეგიის დედოფალი როგორც მეფე მაგნუს V-ის მეუღლე;
  • კრისტინა დანიელი (1120-1170), შვედეთის დედოფალი როგორც მეფე ერიკ IX-ის მეუღლე;
  • ინგებორგ დანიელი (1174-1237), საფრანგეთის ორგზის დედოფალი როგორც მეფე ფილიპ II-ის მეუღლე;
  • რიჩეზა დანიელი (1180-1220), შვედეთის დედოფალი როგორც მეფე ერიკ X-ის მეუღლე;
  • სოფია დანიელი (1241-1286), შვედეთის დედოფალი როგორც მეფე ვალდემარის მეუღლე;
  • ინგებორგ დანიელი (1244-1287), ნორვეგიის დედოფალი როგორც მეფე მაგნუს VI-ის მეუღლე;
  • მართა დანიელი (1277-1341), შვედეთის დედოფალი როგორც მეფე ბირგერის მეუღლე;
  • ჰელვიგ შლეზვიგელი (1320-1374), დანიის დედოფალი როგორც მეფე ვალდემარ IV-ის მეუღლე;
  • მარგრეტე I დანიელი (1353-1412), დანიის სუვერენული დედოფალი 1387-1412 წლებში, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალი როგორც მეფე ჰოკონ VI-ის მეუღლე;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Detlev Schwennicke: Europäische Stammtafeln, vol II, 1984, table 98 ff
  • Jacob Langebek (1774), Scriptores Rerum Danicarum Medii Ævi, vol. 3, pp. 281-282