ლუი VIII

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუი VIII

ლუი VIII (ფრანგ. Louis VIII le Lion; დ.5 სექტემბერი, 1187, პარიზი - გ. 8 ნოემბერი, 1226, მონტპენსიერი) — საფრანგეთის მეფე 1223-1226 წლებში. კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. ფილიპ II ოგიუსტისა (1165-1223) და იზაბელა დე ენოს შვილი და მამის პოლიტიკის გამტარებელი. ცოლად ჰყავდა ჰენრი II პლანტაგენეტის შვილიშვილი, ამიტომ პრეტენზიას აცხადებდა ინგლისის ტახტზეც. 1216 წელს ჯონ უმიწაწყლოს წინააღმდეგ აჯანყებული ბარონების თხოვნით წაუძღვა სამხედრო ექსპედიციას ინგლისში, მაგრამ ჯონ უმიწაწყლოს უეცარი სიკვდილის შემდეგ 1217 წლის 20 მაისს დამარცხდა ლინკოლნის ბრძოლაში და იძულებული შეიქმნა უკან დაბრუნებულიყო. ტახტზე ასვლის შემდეგ წაართვა ინგლისელებს პუატუ და ზოგიერთი სხვა სამფლობელო. 1226 წელს სათავეში ჩაუდგა ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობას ტულუზის გრაფის რაიმუნდ VII-ისა და ალბიგოელების წინააღმდეგ.

ლუი VIII-ს და ბლანკა კასტილიელის მეფედ კურთხევა რეიმსის ტაძარში

ქორწინება და შვილები[რედაქტირება]

1200 წლის 23 მაისს ლუიმ ცოლად ბლანკა კასტილიელი მოიყვანა (1188-1252)

შვილები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლუი_VIII&oldid=2456440“-დან