გიორგი ამარტოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ამარტოლი. მინიატიურა "ქრონიკის" ხელნაწერიდან. XIV საუკუნის პირველი ნახევარი, ტვერი.

გიორგი ამარტოლი ( ბერძნ. Γεώργιος Ἁμαρτωλός), იგივე გიორგი ბერისაუკუნის ბიზანტიელი ბერი და ისტორიკოსი. ცხოვრობდა ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ III-ს ზეობაში. დაწერა თხზულება „ქრონოგრაფია“, რომელიც გადმოსცემს მსოფლიოს ისტორიას, სამყაროს შექმნიდან 842 წლამდე. წყაროდ გამოყენებული აქვს ანტიკური და ბიზანტიური საისტორიო თხზულებები, აგრეთვე ზეპირი გადმოცემები. სრულად აღწერს ისტორიულ მოვლენებს და ეპოქის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას. გიორგი ამარტოლის თხზულება საკმაოდ პოპულარული იყო ბიზანტიაში. XII საუკუნეში ქართულად თარგმნა არსენ იყალთოელმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]