გიორგი ჭილაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ჭილაია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ლეონიდეს ძე ჭილაია[1]
დაბადების
თარიღი
26 ივნისი, 1957 (1957-06-26) (66 წლის)
დაბადების
ადგილი
სტალინირი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1969–1974 ნორჩი დინამოელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1975–1981 დინამო თბ. 50 (0)
1982–1983 ტორპედო ქ. 49 (0)
1984 დინამო თბ. 2 (0)
1985 ტორპედო ქ. 28 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

გიორგი ჭილაია (დ. 26 ივნისი, 1957, სტალინირი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას. ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981).

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — გიორგი ჭილაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[2]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ჭილაიამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 3 მატჩი — ევროპის ჩემპიონთა თასის და 3 მატჩიც თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში.

რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს“, მის შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 77 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 ბურთი გაიტანა.

ევროთასებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ წარმოდგენილია ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ოფიციალური ტურნირების ფარგლებში გიორგი ჭილაიას მონაწილეობით გამართული მატჩების სტატისტიკური მონაცემები.

მოგება
ფრე
წაგება
სეზონი შეჯიბრება რაუნდი ქვეყანა მეტოქე გუნდი შინ სტ. წყარო
1979–80 ევროპის ჩემპიონთა თასი 1/16 ინგლისის დროშა ლივერპული 3–0 1–2 [3][4]
1/8 გერმანიის დროშა ჰამბურგი 1–3
1980–81 ევროპის თასების თასი 1/16 საბერძნეთის დროშა კასტორია 0–0
1/8 ირლანდიის დროშა უოტერფორდი 4–0
1/4 ინგლისის დროშა ვესტ ჰემ იუნაიტედი 0–1

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის თასი
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979 [9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
  2. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  3. «Динамо» (Тбилиси) – «Ливерпуль» (Ливерпуль, Англия) 3–0. klisf.net (15 აპრილი, 2005). ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2019.
  4. Dinamo Tbilisi 3–0 Liverpool // European Cup 1st round 2nd leg; Lenin Dinamo Stadium, Tbilisi; 03 October 1979. Goals: Vladimir Gutsaev 55', Ramaz Shengelia 76', Alexandre Chivadze 82' pen. // UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 13 აგვისტო, 2019.
  5. „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2019.
  6. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 — Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2019.
  7. Константин Есенин (17 აგვისტო, 1980). Сбылось и не сбылось — Еженедельник "Футбол-Хоккей" от 17 августа 1980 года о финале Кубка СССР. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2019.
  8. Вячеслав Шарафудинов (20 აგვისტო, 2011). Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й — „В решающем матче за Кубок нам достался очень сильный соперник — тбилисское "Динамо". Тогда за эту команду играли великие футболисты — Александр Чивадзе, Виталий Дараселия, Владимир Гуцаев, Давид Кипиани, Рамаз Шенгелия, Тенгиз Сулаквелидзе. Короче, еще та компания!“ წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2019.
  9. 02 предв. Сборная Грузии — Сборная Литвы 5:0 (3:0). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2016. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.