ვოსორიტიდი
ვოსორიტიდი (ინგლ. Vosoritide), გაყიდვაში გამოიყენება სახელი ვოქსზოგო (ინგლ. Voxzogo) — სამედიცინო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აქონდროპლაზიის სამკურნალოდ.[1][2][3]
ვოსორიტიდის გამოყენება ნებადართულია ევროპის კავშირში 2021 წლის აგვისტოდან,[3][4][5] ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში — 2021 წლის ნოემბრიდან.[2][6] აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ პრეპარატი მოწინავე სამკურნალო საშუალებად (ინგლ. first-in-class medication) მიიჩნია.[7]
სამედიცინო მოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვოსორიტიდი იწვევს დეფექტური გენის მიერ წარმოქმნილი ცილის რაოდენობის შემცირებას, რის შედეგადაც ხრტილი უფრო ადვილად გარდაიქმნება ძვლად.[8]
გვერდითი ეფექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეპარატის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ინიექციის ადგილზე გვერდითი რეაქციები (შეშუპება, სიწითლე, ქავილი ან ტკივილი), პირღებინება და სისხლის დაბალი წნევა.[1][2][3] როგორც აღნიშნავს ზაალ კოკაია, წამლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შეფასდა ძალიან დეტალურად და სარწმუნოდ წარმოებულ მესამე ფაზის კლინიკურ კვლევაში. მისი გვერდითი ეფექტები მიღებულ დადებით შედეგებთან შედარებით მინიმალურია.[9]
„დედების პროტესტი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის აპრილში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით მშობლებმა ორი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს.[10]
აქციებს ოთხი თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე გაიმართა. მშობლები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს საქართველოში მედიკამენტ ვოსორიტიდის შემოტანა, რომელიც მათი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.[10]
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილეები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს აპრილის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა უშედეგოდ.[10]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Voxzogo 0.4MG- vosoritide kit Voxzogo 0.56MG- vosoritide kit Voxzogo 1.2MG- vosoritide kit. ციტირების თარიღი: 19 December 2021
- ↑ 2.0 2.1 2.2 „FDA Approves First Drug to Improve Growth in Children with Most Common Form of Dwarfism“. U.S. Food and Drug Administration (FDA) (პრეს-რელიზი). 19 November 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 November 2021. ციტირების თარიღი: 19 November 2021. თარგი:PD-notice
- ↑ 3.0 3.1 3.2 Voxzogo EPAR (23 June 2021). ციტირების თარიღი: 9 September 2021 Text was copied from this source which is © European Medicines Agency. Reproduction is authorized provided the source is acknowledged.
- ↑ Voxzogo Product information. ციტირების თარიღი: 3 March 2023
- ↑ „European Commission Approves BioMarin's Voxzogo (vosoritide) for the Treatment of Children with Achondroplasia from Age 2 Until Growth Plates Close“ (პრეს-რელიზი). BioMarin Pharmaceutical. 27 August 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 August 2021. ციტირების თარიღი: 9 September 2021 – წარმოდგენილია PR Newswire-ის მიერ.
- ↑ „BioMarin Receives FDA Approval for Voxzogo (vosoritide) for Injection, Indicated to Increase Linear Growth in Children with Achondroplasia Aged 5 and Up with Open Growth Plates“ (პრეს-რელიზი). BioMarin Pharmaceutical. 19 November 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 August 2022. ციტირების თარიღი: 19 November 2021 – წარმოდგენილია PR Newswire-ის მიერ.
- ↑ Advancing Health Through Innovation: New Drug Therapy Approvals 2021 (PDF) (13 May 2022). ციტირების თარიღი: 22 January 2023 თარგი:PD-notice
- ↑ ზაალ კოკაია: ის ფაქტი, რომ წამალი დაჩქარებული წესით დაამტკიცეს, მიუთითებს, რომ პრეპარატი ეფექტიანია
- ↑ ზაალ კოკაია: ის ფაქტი, რომ წამალი დაჩქარებული წესით დაამტკიცეს, მიუთითებს, რომ პრეპარატი ეფექტიანია
- ↑ 10.0 10.1 10.2 ღუდუშაური, ანანო (2023-04-21). „წამალი "ვოსორიტიდი" ბავშვებისთვის“. ევრონიუს ჯორჯია. ციტირების თარიღი: 2023-04-24.