ალექსანდრე შანიძე
იერსახე
ალექსანდრე შანიძე (დ. 15 აგვისტო, 1907, ზემო ნოღა — გ. ?) — ქართველი საბჭოთა პოეტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირველი წიგნი „ლექსები“ 1928 წელს გამოაქვეყნა. ეკუთვნის ძირითადი პოეტური კრებულები: „მეჩვიდმეტე“ (1934), „ლექსები“ (1937), „საბრძოლო სიმღერები“ (1943), „სიყვარულმა მათქმევინა“ (1955), „გულისნადები“ (1962), „რაც მინატრია“ (1967), „სახატე მზის და ვარდისა“ (1975), „ნატვრისთვალი“ (1977), „არდავიწყება“ (1980), „დაბინდებამდე“ (1988), „ვარსკვლავეთის სავანე“ (1989), „მწუხრი ივერიისა“ (1995). მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ბელორუსიულ ენებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 683.