ვიკიპედია:მთავარი გვერდი/ბეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რჩეული სტატია
The Mandalorian black background.svg

მანდალორელი“კოსმოსური ვესტერნის ჟანრის ამერიკული სატელევიზიო სერიალი. შექმნილია ჯონ ფავროს მიერ კომპანია „დისნეის“ სტრიმინგ სერვისისათვის Disney+. იგი „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზის პირველი მხატვრული სერიალია. მანდალორელის სიუჟეტი იწყება „ჯედაის დაბრუნებიდან“ (1983) ხუთი წლის შემდეგ და მოგვითხრობს დინ ჯარინის (ასრულებს პედრო პასკალი), მანდალორელი მარტოხელა თავებზე მონადირის ისტორიასა და მის თავგადასავალს მას შემდეგ, რაც „ბავშვის“ პოვნას დაუკვეთავენ.

„ვარსკვლავური ომების“ შემქმნელს, ჯორჯ ლუკასს, მხატვრულ სატელევიზიო სერიალზე მუშაობა ჯერ კიდევ 2009 წელს ჰქონდა დაწყებული, თუმცა პროექტის განხორციელება ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა. 2012 წლის ოქტომბერში კომპანია „ლუკასფილმი“ Disney-მ იყიდა, რის შემდეგაც „ვარსკვლავურ ომებთან“ დაკავშირებულ სერიალზე მუშაობა Disney+ სტრიმინგ პლატფორმისთვის დაიწყო. 2018 წლის მარტში მთავარი პროდიუსერის რანგში წარმოებაში ჩაერთო ჯონ ფავრო. აღმასრულებელი პროდიუსერები მასთან ერთად არიან დეივ ფილონი, კეთლინ კენედი და კოლინ უილსონი. სერიალის სათაური 2018 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, ხოლო გადაღება კალიფორნიაში, Manhattan Beach Studios ბაზაზე დაიწყო. კომპანიამ Industrial Light & Magic სპეციალურად „მანდალორელისთვის“ შექმნა ტექნოლოგია, სახელწოდებით StageCraft, რომელიც გარემოს შესაქმნელად ვირტუალურ დეკორაციებსა და 360 გრადუსიან ვიდეოკედლებს იყენებს. მას შემდეგ ტექნოლოგია სხვა ფილმებსა და სერიალებშიც გამოიყენება.

„მანდალორელის“ პრემიერა Disney+ პლატფორმის გაშვებასთან ერთად, 2019 წლის 12 ნოემბერს შედგა. რვა ეპიზოდისგან შემდგარ პირველ სეზონს პოზიტიური კრიტიკული გამოხმაურება ხვდა წილად. ნომინირებული იყო გამორჩეული დრამატული სერიალის კატეგორიაში Primetime Emmy Awards 72-ე დაჯილდოებაზე და Primetime Creative Arts Emmy Awards 72-ე დაჯილდოებაზე, სადაც 7 ნომინაციაში გაიმარჯვა. მეორე სეზონის პრემიერა 2020 წლის 30 ოქტომბერს შედგა, ხოლო მესამე სეზონი წინასწარ წარმოებაშია.
იცით თუ არა, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
პინგვინონის მოლეკულა
აქტუალური
ახალი ამბები
კორონავირუსის პანდემია საქართველოში
იდრის დები
  • ჩადის პრეზიდენტი იდრის დები (სურათზე) ქვეყნის ჩრდილოეთში მეამბოხეებთან ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
  • გილერმო ლასო ეკვადორის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ნგუენ სუან ფუკი ვიეტნამის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ქართველი მუსიკოსი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • მადაგასკარის ყოფილი პრეზიდენტი დიდიე რაცირაკა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • 11 მაისი — ამ დღეს...
    ტაპა ჩერმოევი
  • 330 : კონსტანტინოპოლი რომის იმპერიის დედაქალაქად გამოცხადდა.
  • 1310 : 54 ტამპლიერი რაინდი საფრანგეთში ერეტიკოსობისთვის კოცონზე დაწვეს.
  • 1502 : ქრისტეფორე კოლუმბი თავის მეოთხე და საბოლოო მოგზაურობას იწყებს ვესტ-ინდოეთში.
  • 1858 : მინესოტა აშშ-ის 32-ე შტატი გახდა.
  • 1867 : ლუქსემბურგი დამოუკიდებელი ხდება.
  • 1916 : ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის თეორია საჯაროდ წარადგინა.
  • 1918 : შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა, პირველი პრემიერ-მინისტრი ტაპა ჩერმოევი (სურათზე) გახდა.
  • 1924 : მერსედეს-ბენცი შეიქმნა გოტლიბ დაიმლერისა და კარლ ბენცის კომპანიების შერწყმით.
  • 1926 :დაიწყო რუალ ამუნდსენის პირველი ტრანსარქტიკული გადაფრენა დირიჟაბლით „ნორვეგია“ მარშრუტზე შპიცბერგენი-ჩრდილოეთი პოლუსი-ალასკა.
  • 1949 : სიამს ოფიციალურად ტაილანდი დაერქვა.
  • 1998 : ინდოეთმა პოხრანში სამი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა ჩაატარა.
  • 2009 : ნასამ კოსმოსური შატლი ატლანტისი გაუშვა, მეხუთე და ბოლო დამხმარე მისია კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლისთვის.
  • რჩეული სურათი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

    ავტორი: Winky
    დობილი პროექტები