პეტერ პელეგრინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტერ პელეგრინი
პეტერ პელეგრინი
პელეგრინი 2019 წელს
სლოვაკეთის არჩეული პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა15 ივნისი, 2024
წინამორბედიზუზანა ჩაპუტოვა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2023 – დღემდე
პრეზიდენტიზუზანა ჩაპუტოვა
წინამორბედიბორის კოლიარი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 მარტი, 2018 – 21 მარტი, 2020
პრეზიდენტიანდრეი კისკა, ზუზანა ჩაპუტოვა
წინამორბედირობერტ ფიცო
მემკვიდრეიგორ მატოვიჩი

დაბადებული6 ოქტომბერი, 1975 (1975-10-06) (48 წლის)
ბანსკა-ბისტრიცა, ჩეხოსლოვაკია
განათლებამატეი ბელის უნივერსიტეტი, კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი

პეტერ პელეგრინი (სლოვაკ. Peter Pellegrini; დ. 6 ოქტომბერი 1975, ბანსკა-ბისტრიცა, ჩეხოსლოვაკია) — სლოვაკი პოლიტიკოსი, სლოვაკეთის არჩეული პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობას დაიკავებს 2024 წლის 15 ივნისს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 2018-2020 წლებში[1] და ჯანდაცვის მინისტრი 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე. ეროვნული საბჭოს სპიკერი 2014-2016 წლებში და 2023 წლის 25 ოქტომბრიდან.[2] პელეგრინი იყო პარტია კურსი — სოციალ-დემოკრატიის წევრი, შემდეგ დატოვა პარტია და 2020 წლის ივნისის ბოლოს დააარსა პარტია ხმა — სოციალ-დემოკრატია.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დააგროვა ხმების 37,03 % და დაიკავა მეორე ადგილი ივან კორჩოკის შემდეგ, რომელმაც მიიღო ხმების 42,52 %.[3] მეორე ტურში, რომელიც გაიმართა 2024 წლის 6 აპრილს პელეგრინმა დააგროვა ხმების 53,12 % და აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.[4]

პეტერ პელეგრინის ჰყავს იტალიელი წინაპრები.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Slovak president approves new cabinet“. Financial Times. ციტირების თარიღი: 30 March 2018.
  2. Pellegriniho zvolili za predsedu NR SR. O obštrukciu sa postaral Matovič, v rozprave mu tvrdo vynadal sk-SK (2023-10-25). ციტირების თარიღი: 2023-10-25
  3. Výsledky prezidentských volieb 2024 - 1. kolo sk. ციტირების თარიღი: 7 April 2024
  4. Voľby 2024 - Výsledky prezidentských volieb 2. kolo LIVE sk. ციტირების თარიღი: 2024-04-07
  5. Deputy prime minister for investments: Peter Pellegrini (Smer). Petit Press a.s. (22 March 2016).