ვიკიპედია:რჩეული ფოტოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მალხმობა: ვპ:ფოტო

რჩეული სურათები   კრიტერიუმები   ნომინაციის წესები   კანდიდატები

რჩეული სურათები ვიკიპედიაში

ამ გვერდზე თავმოყრილია სურათები, რომლებიც ჩვენი აზრით შესანიშნავია, შოკში ჩამგდებია, წარმტაცია და ინფორმატიულია. ეს არის ვიზუალური ეკვივალენტი რჩეული სტატიების და, შესაბამისად, უფრო მეტად სუბიექტურიცაა.

ქართულ ვიკიპედიაში ეს რუბრიკა 2006 წლის ივნისში დაიწყო და ის სწრაფად ივსება. თუ გსურთ ახალი სურათის დამატება ამ გვერდზე, გთხოვთ წამოაყენოთ იგი განყოფილებაში კანდიდატები. მცირე გამონაკლისების გარდა ეს სურათები თავისუფალი ლიცენზიის უნდა იყოს.

ამ გვერდზე მოხვედრილი ფოტოებიდან ერთ-ერთი პერიოდულად განთავსდება მთავარ გვერდზე.

მალხმობა:
ვპ:რფ

არქივი

სხვა რჩეული მასალა

იაპონური ციყვი[წყაროს რედაქტირება]

იაპონური ციყვი
იაპონური ციყვი

იაპონური ციყვი (ლათ. Sciurus lis, იაპონ. ニホンリス) — ძუძუმწოვარი ციყვისებთა ოჯახიდან, იაპონიის კუნძულების ენდემი. ძირითადი არეალი — ჰონსიუსა და სიკოკუს ტყეები. აგრეთვე ბინადრობს კუნძულ კიუსიუზე. იკვებება თესლებით, ფოთლებითა და მწერებით. შემოდგომაზე მიწაში მარხავს რკოს, რომლითაც იკვებება ზამთრის განმავლობაში.

ავტორი: Ma2bara


გარგარი[წყაროს რედაქტირება]

გარგრის ყვავილობა. დუშეთის რაიონი, საქართველო
გარგრის ყვავილობა. დუშეთის რაიონი, საქართველო

გარგარი (Armeniaca), ხეხილოვანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ხის სიმაღლე 15 აღწევს. ფოთოლი ელიფსური ან განიერკვერცხისებრია; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი და ფოთოლზე ადრე იშლება. ნაყოფი კურკიანია, ხორცოვანი ან მშრალი; აქვს ხავერდოვანი, იშვიათად — გლუვი კანი.

გარგარი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალამტანი მცენარეა. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ მსუბუქ ნიადაგზე. მოსავალს იძლევა მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში მოსავლიანობა ყოველწლიურად 8-12 ტ 1 ჰა-ზე.

ავტორი: თემური


მუსკაუს პარკი[წყაროს რედაქტირება]

მუსკაუს პარკი
მუსკაუს პარკი

მუსკაუს პარკი ან მუჟაკოვსკის პარკი (გერმ. Fürst-Pückler-Park Bad Muskau, პოლ. Park Mużakowski) – ყველაზე დიდი ლანდშაფტური პარკი ცენტრალურ ევროპაში, გერმანია-პოლონეთის საზღვარზე, უჭირავს 545 ჰა ფართობი. პარკის 2/3 მდებარეობს სასაზღვრო მდინარე ნისა-ლუჟიცკის აღმოსავლეთით. პარკის ორივე ნაწილი ერთმანეთს უკავშირდება ხიდით. 2004 წელს პარკი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ავტორი: Biberbaer


კოალა[წყაროს რედაქტირება]

კოალა
კოალა

კოალა ჩანთოსანი დათვი, (Phascolarctos cinereus), ძუძუმწოვარი ცხოველი ჩანთოსნების რიგისა. გარეგნულად დათვს ჰგავს. მისი სხეულის სიგრძე 82 სმ (კუდი არ მოუჩანს), მასა 16 კგ აღწევს. ფერად რუხია. გავრცელებულია ავსტრალიაში. ცხოვრობს ტყეში, ბინადრობს ხეზე. იკვებება ფოთლებით. მრავლდება სექტემბრიდან მაისამდე. მაკეობა 30 დღეღამე გრძელდება. შობს 1 ნაშიერს, რომელიც ჩანთაში რჩება 6 თვემდე. იყენებენ მის ბეწვს. ამჟამად ჩანთოსან დათვებიზე ნადირობა აკრძალულია.

ავტორი: Diliff


ვენერას ბუზიჭერია[წყაროს რედაქტირება]

ვენერას ბუზიჭერია
ვენერას ბუზიჭერია

ვენერას ბუზიჭერია (Dionaea muscipula), მრავალწლოვანი ბალახოვანი მწერიჭამია მცენარე დროზერასებრთა ოჯახისა. აქვს ორნაკვთიანი, მგრძნობიარებეწვებიანი ფოთლები. ფოთოლზე მწერის მოხვედრისას ბეწვები ღიზიანდება, ფოთლის ნაკვთები იკეცება და გამოყოფს საჭმლის მომნელებელ სითხეს. მონელება 5-10 დღე გრძელდება და შემდეგ ფოთოლი კვლავ იხსნება. ვენერას ბუზიჭერია იზრდება უნაყოფო ნიადაგებზე — ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკური სანაპიროს ხავსიან ჭაობებში და ტენიან ქვიშებზე, აზოტის, ფოსფორისა და სხვა შენაერთების ნაკლებობას მწერებით ინაზღაურებს. (სრულად...)

ავტორი: ნოა ელჰარდტი


მშვიდობის ხიდი[წყაროს რედაქტირება]

მშვიდობის ხიდისაფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს. ხიდი აიგო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ქ. თბილისის მერიის დაკვეთით 2009-2010 წლებში. ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 მაისს. ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი (შსს ახალი შენობის და პრეზიდენტის სასახლის ავტორი), ხოლო განათების დიზაინერი - ფრანგი ფილიპ მარტინო (ასევე შსს ახალი შენობის, პრეზიდენტის სასახლის და ტელეანძის განათების ავტორი). (სრულად...)

ავტორი: გიორგი მელაშვილი
თარიღი: 23 ნოემბერი, 2010 (საქართველოს დროშა საქართველო)


კავკასიონი[წყაროს რედაქტირება]

კავკასიონი
კავკასიონი

კავკასიონი — კავკასიის ყელის ირიბად გადამღობი თითქმის სწორხაზოვანი მთაგრეხილი (მთიანი სისტემა), რომელიც თავისი ბოლოებით — ტამანისა და აფშერონის ნახევარკუნძულებია შეჭრილი, ერთი მხრივ, აზოვისა და შავ ზღვას შორის, მეორე მხრივ, კასპიის ზღვის შუა და სამხრეთ ნაწილებს შორის. შედის საქართველოს და აზერბაიჯანის, რუსეთის (კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებისა და ადიღეს, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, [[ჩრდილოეთი ოსეთი|ჩრდილოეთ ოსეთის], ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის რესპუბლიკების) (სრულად...)

ავტორი: პაატა შეთეკაური
თარიღი: 4 დეკემბერი, 2010 (საქართველოს დროშა საქართველო)


ნარიყალა[წყაროს რედაქტირება]

ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარს. ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხისკალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხე-სიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს... (სრულად...)

ავტორი: გიორგი მელაშვილი
თარიღი: 16 იანვარი, 2011 (თბილისის დროშა თბილისი)


პარინაკოტა[წყაროს რედაქტირება]

პარინაკოტა - - (ესპ. Volcán Parinacota) პოტენციურად აქტიური ვულკანი სამხრეთ ამერიკაში, ჩილესა და ბოლივიის საზღვარზე. შედის ნევადო-დე-პაიჩატის ვულკანურ ჯგუფში. მისი სიმაღლეა 6,348 მეტრი. ამ ჯგუფის სხვა მნიშვნელოვანი მწვერვალებია პლეისტოკენე და პომერაპე. პარინაკოტას ბოლო აქტიური ფაზა დაფიქსირებულია ძვ. წ. 290 - 300 წლებში.

პარინაკოტას ყველაზე დრამატული ამოფრქვევა მოხდა 8. 000 წლის წინ, როდესაც ამოიფრქვა 6 კმ³. მოცულობის ლავა. ამ ლავამ ჩაკეტა ადგილობრივი ჩამდინარე წყლები, რის შედეგადაც წარმოიქმნა ჩუნგარის ტბა. ვულკანი მდებარეობს სახამისა (ბოლივია) და ლაუკის (ჩილე) ეროვნული პარკების საზღვარზე... (სრულად...)


ეიაფიალაიეკული[წყაროს რედაქტირება]

ეიაფიალაიეკული - (ისლ. Eyjafjallajökull (listen ) – ერთ-ერთი მცირე ვულკანი ისლანდიის ტერიტორიაზე. ვულკანის სიმაღლე შეადგენს 1,666 მეტრს. ამ ვულკანის ამოფრქვევები შედარებით ხშირად ხდება, გამყინვარების პერიოდის შემდეგ.

ვულკანის კრატერის დიამეტრი შეადგენს 3–4 კილომეტრს, პირველი ამოდრქვევა დაფიქსირებულია 920 წელს, შემდგომი ამოფრქვევები მოხდა 1612 და 1821–1823 წლებში. აიუჰვედლეუკის სულ ბოლო ამოფრქვევა მოხდა 2010 წლის 20 მარტს და 14 აპრილს. ვულკანის ირგვლივ არსებული ტერიტორიიდან ევაკუირებული იქნა 500 ადამიანი.


მდინარის გაყოლებით გარდაცვლილთა ხსენების დღეს[წყაროს რედაქტირება]

მდინარის გაყოლებით გარდაცვლილთა ხსენების დღეს (ჩინ.: 清明上河圖) —XII საუკუნის სუნის დინასტიის მხატვარ ჩჟან ძედუანის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პანორამა. ხელნაწერზე ასახულია იმპერიის დედაქალაქ კაიფინის (თანამედროვე პეკინი/ბეიჯინგი) ცხოვრება ცინმინის დღესასწაულის ზეიმის დროს 5 აპრილს.

528 სმ სიგრძის მქონე ხელნაწერი ასახავს ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლის საქმიანობას. ხელნაწერში ასახულია როგორც გლეხთა შრომა, ასევე დედაქალაქის აურზაური. სულ შესაძლებელია 814 ადამიანის ფიგურის, 28 ხომალდის, 94 ცხოველისა და 170 ხის ხილვა. იუანის დინასტიის ერთ-ერთ იმპერატორს ეს ხელნაწერი ისე მოეწონა, რომ მან საკუთარი ხელით დახატა ლექსი ხელნაწერის უკანა მხარეს.