იმაგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭიჭინობელას გარდაქმნა ნიმფიდან იმაგოდ.

იმაგო (ლათ. imago — სახე, გამოსახულება) — მწერების ინდივიდუალური განვითარების საბოლოო (დეფინიტიური) სტადია. ამ სტადიაზე მწერებს აქვთ კარგად განვითარებული ფრთები, სასქესო დანამატები მუცლის ბოლოზე და სხვ.,[1] განსახლდებიან და მრავლდებიან.[2] იმ მწერების იმაგო, რომელთაც სრული გარდაქმნა ახასიათებთ (პეპლები, ხოჭოები, სიფრიფანაფრთიანები და სხვ.), ვითარდება ჭუპრიდან, ხოლო რომელთაც არასრული გარდაქმნათ ახასიათებთ (სწორფრთიანები, ყურბელები, თანაბარფრთიანები, ნახევრადხეშეშფრთიანები) — ნიმფიდან. იმაგოს სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვადასხვაა:[1] ერთდღიურებისა რამდენიმე საათია, ბუდოსნებისა — წუთები, ზოგიერთი ხოჭო (ცხვირგრძელები და შავტანიანები) იმაგოს სტადიაში 2–3 წელს ცხოვრობს, დედა ფუტკარი — 5 წლამდე, დედოფალი ჭიანჭველები — 15 წლამდე.[2]

ერთდღიურებს, სხვა მწერებისგან განსხვავებით, ახასიათებთ გარეგნულად ერთმანეთისგან მცირედ განსხვავებული ორი სტადია: განვითარება დამთავრებული მატლიდან გამოდის სქესმოუმწიფებელი სუბიმაგო, რომელიც კანს იცვლის და სქესმწიფე იმაგოდ გარდაიქმნება.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 იმაგო // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 110.
  2. 2.0 2.1 Имаго // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 125.
  3. ერთდღიურები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 184.