ჟან-კლოდ დიუვალიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან-კლოდ დიუვალიე
ჟან-კლოდ დიუვალიე
ჰაიტის პრეზიდენტი (დიქტატორი)
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1971 – 1986
წინამორბედი ფრანსუა დიუვალიე
მემკვიდრე ჰენრი ნამპი

დაბადებული 3 ივლისი, 1951
გარდაცვლილი 4 ოქტომბერი, 2014 (63 წლის)
პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი
შვილები ნიკოლა დიუვალიე
ანა დიუვალიე
რელიგია ვუდუ (ფორმალურად კათოლიკე)

ჟან-კლოდ დიუვალიე (ფრანგ. ʒɑ̃klod dyvalje, მეტსახელად „ბეიბი დოკი“, დ. 3 ივლისი, 1951 — გ. 4 ოქტომბერი, 2014) — ჰაიტის პრეზიდენტი და დიქტატორი 1971-1986 წლებში. ამ პოსტზე მან მამამისი — ფრანსუა დიუვალიე შეცვალა, რომელიც ქვეყანას 1957-1971 წლებში მართავდა. დიუვალიეს მმართველობა 1986 წელს დასრულდა, როცა მზარდი სოციალური უკმაყოფილებისა და არეულობების გამო მეუღლესთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა.

ჟან-კლოდ დიუვალიე მოულოდნელად დაბრუნდა ჰაიტიში 2011 წლის 16 იანვარს. მეორე დღეს ის ჰაიტურმა პოლიციამ დააპატიმრა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით. 18 იანვარს მას ბრალი დასდეს კორუფციაშიც. 2013 წლის 28 თებერვალს დიუვალიემ თავი დამნაშავედ არ ცნო კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში. ყოფილი დიქტატორი 2014 წლის 4 ოქტომბერს პორტ-ო-პრენსში გულის შეტევით გარდაიცვალა 63 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]