ვიკიპედია:რჩეული ფოტოები/კანდიდატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search


რჩეული სურათები   კრიტერიუმები   ნომინაციის პროცედურა   კანდიდატები  

გთხოვთ ამ გვერდზე დაასახელოთ რჩეული ფოტოსურათის კანდიდატები. დასახელებისას ყურადღება მიაქციეთ აუცილებელ კრიტერიუმებს. ახალი კანდიდატი დაამატეთ თარგით {{რფკ}} (იხ. ინსტრუქცია იქვე) ბოლო ნომინაციის შემდეგ, სექციაში მომდევნო. არჩევა ხდება კონსენსუსით. გამოიყენეთ თარგები {{ნომი}}, {{ჰო}}, {{მოიცა}}, {{არა}}.

ზოგადად რჩეული ფოტოსურათი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:

  • ფოტოსურათი უნდა იყოს გამორჩეული ხარისხის.
  • სიძველის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ისტორიული ან სხვა (მაგ. ეთნოგრაფიული) მნიშვნელობა.
  • სურათზე აღბეჭდილ მოვლენაზე ან ობიექტზე უნდა არსებობდეს სტატია (განმარტებისთვის).
  • თუ სურათი უკავშირდება გარკვეულ თარიღს, მიუთითეთ ასევე, როდის არის მისი გატანა სასურველი.

ყურადღება: რჩეული სურათების გატანისას თემატური მონაცვლეობა უნდა დავიცვათ.

ამჟამად მთავარ გვერდზე

ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

ავტორი: Winky
რედ.


პირველი რიგში

მომდევნო

დროშა

მსოფლიოს დროშა

მსოფლიოს დროშა - მასზე გამოსახულია მსოფლიოს ყვეყნების დროშები, ყველა თავის ქვეყნის კონტურში.


ავტორი: [:en:User:Transparent 6lue]
სურათზე: მსოფლიოს დროშა

სხვა რჩეული ფოტოები...

რატო? ზედიზედ კი არ გავიყვანთ, ეს მოგვიანებით :) - GIO---->>13 () 14:30, 3 ნოემბერი 2010 (UTC)
ვფიქრობ, რომ დროშების გარდა უამრავი რამაა სინტერესო მსოფლიოში--თეიმურაზი () 19:46, 4 ნოემბერი 2010 (UTC)

ეს ხომ გვქონდა უკვე? ან ამდაგვარი... ამოვიღოთ კანდიდატებიდან. — D.DEU. პასუხი 07:35, 12 ნოემბერი 2010 (UTC)

თვალი (მხედველობის ორგანო)

თვალის კაკალი

თვალი (ლათ. oculus) — მხედველობის ორგანო მოთავსებულია თვალბუდეში იგი შედგება თვალის კაკლისგან და მხედველობის ნერვისგან, რომლებიც ოპტიკურ აპარატს შეადგენს და დამხმარე ორგანოებისგან, რომლებიც მის დამცველ და მამოძრავებელ აპარატს შეადგენენ.

თვალის კაკალი (bulbus oculi) სფერული ფორმის სხეულია. თვალის კაკლის კედელი შედგება სამი აგებულების და ფუნქციური გარსისგან .


ავტორი: User:Che
სურათზე: თვალის კაკალი

სხვა რჩეული ფოტოები...

თუ არ ვცდები არ გვქონდა უკვე მთავარ გვერდზე?--ცანგალა () 10:00, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) მარჯვნივ წითელი სისხლძარღვი ცუდად მხვდება თვალში. -ჯაბა ლაბა 10:35, 19 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) მე კი პირიქით ვიტყვი, არ არსებობს ისეთი თვალი, რომელსაც სისღლძარღვები არა აქვს და აქ მხოლოდ ერთი რომ ჩანს, ეს არარეალურია :)) Deu aw 10:38, 19 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: რის პირიქითს იძახი? სად წერია რომ არ უნდა იყოს? — ჯაბა ლაბა 10:40, 19 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: ძალიან კარგი, ე. ი. გამოდის, რომ გეთანხმები :)) Deu aw 10:50, 19 სექტემბერი 2011 (UTC)

შავკანიანი აფხაზები

შავკანიანი აფხაზები

აფრო-აფხაზები, შავკანიანი აფხაზები ან შავკანიანი კავკასიელები, ასევე ხალხში მიღებულია შავი კაციაფხაზების პატარა ეთნო-რასული ნეგროიდული ჯგუფი, რომელიც სოფელ აძიუბჟაში ცხოვრობს, კოდორის მიმდებარე სოფლებში (ჭლოუ, ფოქვეში, აგდარა, მერკულა და სხვა).

რამდენიმე ჰიპოტეზა არსებობს, თუ როგორ მოხვდნენ აფრიკელები აფხაზეთში. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVII ს. მთავარმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მონათა ბაზარზე, ხოლო მეორე კი იმას, რომ შავკანიანი აფხაზები ანტიკური კოლხების შთამომავლები არიან.


ავტორი: George Kennan, 1870
სურათზე: შავკანიანი აფხაზები

სხვა რჩეული ფოტოები...

  • Symbol support vote.svg (ნომინაცია)--თეიმურაზი () 10:08, 11 თებერვალი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) – ინფორმაციაა ძალიან საინტერესო :). თუ გავა მთავარ გვერდზე, სურათის ზომა უნდა შეიცვალოს. — დავით პასუხი 10:13, 11 თებერვალი 2011 (UTC)
შემცირდეს?--თეიმურაზი () 10:17, 11 თებერვალი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) საინტერესო ინფორმაციაა, გეთანხმები, მაგრამ მეორე კრიტერიუმს რას ვუშვრებით? სურათი ძალიან დაბალი რეზოლუციისაა (288 × 435). თან, კიდევაც შემცირებაზეა საუბარი.—G.G. 10:32, 11 თებერვალი 2011 (UTC)
მეორე კრიტერიუმის გამონაკლისი შემთხვევა ესადაგება ჩვენს შემთხვევას – გამონაკლისები ამ კრიტერიუმიდან დაიშვება ისტორიული ან სხვაგვარად უნიკალური გამოსხულებებისთვის, თუ უფრო მაღალი რეზოლუციის მოძიება შეუძლებელია. თანაც შემცირებაში გარჩევადობის შემცირება ხომ არ მიგულისხმია :) — დავით პასუხი 10:58, 11 თებერვალი 2011 (UTC)
რავიცი.. თავი დასაცინი არ გავიხადოთ და პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გავა ეს სურათი თუ არა. მაინც რომ ძალიან პატარაა... ეს ხალხი ხომ ეხლაც ცხოვრობს იმ მიდამოებში („ისტორიულად უნიკალური“) და ნუთუ უკეთესი ხარისხის ფოტოს მოძიება შეუძლებელია? თან პირველი კრიტერიუმის დარღვევადაც შეიძლება მივიჩნიოთ, ფოტო ზოგიერთ ადგილას გაფუჭებულია... ვიცი, აქაც მეტყვით, გამონაკლისიო, მაგრამ სულ გამონაკლისების გზებით ხომ ვერ ვივლით.ვიღიმი თუ დაასაბუთებთ, რითია ეს ფოტო უნიკალური, შესაძლოა, ჩემს {{არა}}-ს ხაზი გადავუსვა კიდეც.ვიღიმი—G.G. 11:29, 11 თებერვალი 2011 (UTC)

ასეთი უნიკალური სუბ-ეთნორასული ჯგუფის 1870 წლის ფოტო — უნიკალური ფოტო არაა? ამწუთას ავტვირთე ეს სურათი, თუმცა ყვითელი უფრო მომწონს--თეიმურაზი () 14:56, 11 თებერვალი 2011 (UTC)

  • Symbol support vote.svg (მომხრე) - ფოტო იმდენად საინტერესოა რომ ღირს--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 15:18, 13 თებერვალი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - უნიკალური ფოტოა, ამის აურჩევლობა დანაშაულია! :) --Rastrelli F 17:57, 9 აგვისტო 2011 (UTC)

საქართველოს სამხედრო გზა

საქართველოს სამხედრო გზა

საქართველოს სამხედრო გზა - სახელწოდება ისტორიული გზისა, რომლის პროექტის ავტორიცაა სოლომონ გელაშვილი და რომელიც გადის კავკასიონის მთავარ ქედზე და აერთებს თბილისსა და ვლადიკავკაზს. გზის სიგრძე 208 კმ-ია. იგი მიემართება მტკვრისა და არაგვის ხეობებში, გადის ჯვრის უღელტეხილზე (2384 მ), მიუყვება ბაიდარის ხეობას, შემდეგ დარიალის ხეობაში გადაკვეთს კავკასიონის გვერდით ქედს და ეშვება თერგის ხეობაში ვლადიკავკაზისაკენ. საქართველოს სამხედრო გზა გადის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სადაც მდებარეობს საკონტროლო-გამშვები პუნქტები: ზემო ლარსი და ყაზბეგი.


ავტორი: უცნობი, 1890-1900
სურათზე: საქართველოს სამხედრო გზა

სხვა რჩეული ფოტოები...

  • Symbol support vote.svg (ნომინაცია) - --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 16:27, 17 თებერვალი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) ფოტოს სახელი არასწორია, უნდა იყოს «საქართველოს სამხედრო გზა ყაზბეგთან, საფოსტო ბარათი».--Rastrelli F 13:15, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე)--ცანგალა () 08:49, 8 დეკემბერი 2011 (UTC)

კოლოსეუმი

კოლოსეუმი

კოლოსეუმი (ლათ. colosseum), ფლავიუსების ამფითეატრი — გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 - 80), გეგმით ელიფსური შენობის (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლოსეუმის მშენებლობა დაიწყო ძვ. წ. 70-სა - ძვ. წ. 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორი დომიციანეს ზეობისას. კოლოსეუმი რამდენიმეჯერ დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.


ავტორი: Diliff
სურათზე: კოლოსეუმი

სხვა რჩეული ფოტოები...

  • Symbol support vote.svg (ნომინაცია) – მშვენიერი ფოტოა, თან გერმანულ, ინგლისურ და თურქულ ვიკიპედიებშიც რჩეულია. GIO→13 () 13:14, 25 მარტი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - უკომენტაროდ :) —G.G. 16:35, 25 მარტი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) – BruTe () 15:02, 25 აპრილი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — დავით პასუხი 15:26, 25 აპრილი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) — შეიძლება სულელურია, თუმცა ვფიქრობ რჩეული სურათის თემა უნდა იყოს საინტერესო, იშვიათი და განსაკუთრებული. კოლოსეუმი არ არის იშვიათი. ერთი სიტყვით დამღლელია— სამანდ () 16:23, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი:: იშვიათი არ არის, ყოველ ფეხის ნაბიჯზე კოლიზეუმები არაა?ვიღიმი საინტერესო და განსაკუთრებულიც არ არის, თორემ როგორ მოხვდებოდა თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრებას შორის. ვიღიმი „თან გერმანულ, ინგლისურ და თურქულ ვიკიპედიებშიც რჩეულია.“ წყენის გარეშე. ვიღიმი—G.G. 16:50, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: კოლოსეუმი კი არის უნიკალური, სამაგიეროდ მისი ფოტო ყოველ მეორე ნაბიჯზეა. და რადგან ჩვენ ვირჩევთ რჩეულ სურათს და არა რჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას, მე ასე გამოვხატე ჩემი აზრი. მე არ დამაინტერესებს კოლოსეუმი მკითხველი რომ ვიყო )))). ვიკიპედიაში თავის დროზე მოვხდი, იმიტომ რომ რჩეულმა სურათმა მომხიბლა. რუსულად ამბობენ ხოლმე, თავფურცელი — წიგნის სარკეაო (Обложка — зеркало книги)— სამანდ () 21:08, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: ფრიად საინტერესო არგუმენტია, მართლა საინტერესოა ვიღიმი. — დავით პასუხი 05:10, 10 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - ვგონებ, თმურის არა ოფსაითშია, რადგან კრიტერიუმებს არ მიყვება - ჰმმ მაინც დაგეწერა? ფოტოა ისეთი მაგარი, რომ შენი არა კრიმინალია, თემურ. :) --Rastrelli F 07:48, 11 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol neutral vote.svg (ნეიტრალური)--ცანგალა () 09:03, 16 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) რჩეული სურათის თემა არის საინტერესო, იშვიათი და განსაკუთრებული. -ჯაბა ლაბა 10:34, 19 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე)— Nodar Kherkheulidze განხილვა 11:54, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)

ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი თბილისში

ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი თბილისში

ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი თბილისში - გამოჩენილი რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი საქართველოში, ქალაქ თბილისში, თავისუფლების მოედნის სიახლოვეს.

1890 წლის 15 თებერვალს თბილისის პოლიცმეისტერმა ლ. ა. როსინსკიმ ქალაქის საკრებულოს მიმართა ხელმომწერთა თხოვნით: 1) ალექსანდრე პუშკინის ძეგლისათვის გამოყოფილიყო ადგილი ერივანსკის მოედანზე მდებარე ბაღში რომელსაც შემდგომში პუშკინის სკვერს დაარქმევდნენ, და 2) ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი ყოფილიყო სანქტ-პეტერბურგში მდებარე იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბიუსტის ანალოგი. ბიუსტის შესაქმნელად შეგროვდა 2281 რუბ. 05 კაპ. შემოთავაზება მიღებულ იქნა ქალაქის დუმის მიერ 1890 წლის 30 აპრილს, ხოლო პროექტი დამტკიცდა პეტერბურგში 1891 წლის 14 მარტს.


ავტორი: გიორგი მელაშვილი
სურათზე: ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი თბილისში

სხვა რჩეული ფოტოები...

  • Symbol support vote.svg (ნომინაცია), На Холмах Грузии лежит ночная мгла.. Мне грустно... ДА! --თეიმურაზი () 13:28, 4 ივლისი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - მაგრამ ერთდროულად ნომინირება და მხარდაჭერა არ შეიძლება. :)—G.G. 15:47, 23 აგვისტო 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) შუმიტ არაგვა პრედო მნოიუ... პეჩალ მოია სვეტლა, პეჩალ მოია პოლნა ტობოიუ ვიკრიჭები. ამ საზიზღარი ლექსისათვის ერთ დროს პუშკინ II-დ მომნათლეს :)) — დავით პასუხი 08:26, 7 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი)--ცანგალა () 10:37, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: სხვაგან გასაგებია, მიზეზები სხვებმა დაწერეს, მაგრამ აქ ასე პირდაპირ წინააღმდეგობა ცოტა გაუგებარია და მიზეზის დაწერაა საჭირო. ფოტო ძალიან კარგია და დამუშავებულიც კარგადაა. — დავით პასუხი 10:47, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: ცანგალას ეტყობა პუშკინი არ უყვარს--სამანდ () 11:55, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol neutral vote.svg (ნეიტრალური) აჯობებდა ფონი დაუმუშავებელი ყოფილიყო, ამ სახით ფოტოს მხატვრულობას „?“ აქვს. საილუსტრაციოდ კარგია, მაგრამ სანიმუშოდ ვერა.--Rastrelli F 13:07, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) -ჯაბა ლაბა 10:32, 19 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი)— Nodar Kherkheulidze განხილვა 11:53, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)

ოლიმპო

ოლიმპოს სამ განზომილებიანი მოდელი

ოლიმპო (ბერძნ. Ὄλυμπος) — უმაღლესი მთათა მასივი საბერძნეთში (2917 მ), ეროვნული პარკი. ძველბერძნულ მითოლოგიაში ოლიმპო უწმინდესი მთა იყო, ღმერთების სამყოფელი ზევსის მეთაურობით.


ავტორი: Asybaris01
სურათზე: ოლიმპოს სამ განზომილებიანი მოდელი

სხვა რჩეული ფოტოები...

  • Symbol support vote.svg (ნომინაცია) - ნახეთ რა მაგარია :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:50, 4 ივლისი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე)—G.G. 15:41, 23 აგვისტო 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — GIO→13 () 16:27, 2 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol neutral vote.svg (ნეიტრალური) - უკეთესი ვარიანტი თუ არ არის, მე-3 კრიტერიუმით გავა. --Rastrelli F 19:00, 7 სექტემბერი 2011 (UTC)

Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) --გუგბერა განხილვაწვლილი 19:19, 25 ნოემბერი 2011 (UTC)

მაყვალი

Rubus.jpg

მაყვალი — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მეტწილად ხვიარა ბუჩქებია. აქვთ ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე — ტურიონებზე — მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი — ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედებად შეკრებილი. ნაყოფი კრებადია და შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებიაგან. მაყვალის 200-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია.


ავტორი: ჯაბა ლაბაძე


სხვა რჩეული ფოტოები...

  • Symbol support vote.svg (ნომინაცია) – მე მგონი კარგი სურათია, რას იტყვით? — ჯაბა ლაბა 09:33, 23 აგვისტო 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — სურათი კარგია, მაყვალია ოდნავ მკვახევიღიმი—G.G. 09:48, 23 აგვისტო 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — მაყვალი მომინდა ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 15:20, 23 აგვისტო 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — Nodar Kherkheulidze განხილვა 14:59, 3 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) – BruTe () 07:41, 7 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) კარგი სურათია, ეს უნდა გამოვიყენოთ სტატიაში. მაგრამ რჩეულობამდე ბევრი აკლია: მთავარი ობიექტი (მაყვლით დახუნძლული რტო) არაა ფოტოს ცენტრში; გარდა ამისა, უშნოდ მხვდება თვალში ბალახები, განსაკუთრებით რამდენიმე გამხმარი ბალახი. ბოდიში ჯაბას, მაგრამ საწყობში მაყვლის ბევრად უკეთესი ფოტოებიცაა. — დავით პასუხი 15:57, 7 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი)--ცანგალა () 10:41, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი)— სამანდ () 11:55, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: არაა ფოტოს ცენტრში? - აქ კი მაოცებ. უშნოდ გხვდება თვალში? - კრიტერიუმებში არ წერია შენ რა გხვდება თვალში ცუდად. პირდაპირ მაოცებ ასეთიო უტვინო კომენტარებით. საწყობში უკეთესი სურათები შეიძლება იყოს მაგრამ, ვფიქრობ ჩვენს სურათებს უფრო მეტი ყურადრება უნდა მივაქციოთ. ცანგალას და სამანდს ვთხოვ არგუმენტი დაწერონ. — ჯაბა ლაბა 07:26, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: ამ ფოტოზე რომელიც შენ დაიწუნე ყველაფერი ბუნებრივადაა განაწილებული, არანაირი შელამაზება არ ყოფილა. თუ არ გავა ნუ გავა ეს ჩემი თვითმიზანი არაა და ეს ძალიან კარგად იცი, ალბათ იმაში დამეთანხმები რომ ცანგალამ და და სამანდმა არგუმენტები უნდა წარმოადგინონ. არა? — ჯაბა ლაბა 07:40, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: (რედ. კონფლიქტი) მთავარი ობიექტი არაა ფოტოს ცენტრში, ამას ნებისმიერი კარგად აღიქვამს, გაოცება აქ ზედმეტია. არ წერია კრიტერიუმებში? ჯერ ერთი, რომც არ ეწეროს, მე ჩემი აზრი გამოვხატე და ჩემი აზრი კრიტერიუმებზე არაა დამოკიდებული. მეორეც, რამდენიმე კრიტერიუმია, რომელიც სწორედ იმას ამბობს, რასაც მე: 1. მისი მთავარი სუბიექტი ფოკუსშია, აქვს კარგი კომპოზიცია და არ აქვს ყურადღების გადამყვანი ან ობსტრუქციული ელემენტები. 2. ეს არის ფოტოსურათი, დიაგრამა, გამოსახულება ან ანიმაცია, რომელიც საუკეთესო ნიმუშებია მოცემული თემის, რაც კი ენციკლოპედიას შეუძლია მკითხველს შესთავაზოს.... ეს კრიტერიუმებია, რომლებსაც არ აკმაყოფილებს, სამწუხაროდ ეს ფოტო. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმით ფოტო თავისუფალი ლიცენზიით უნდა ვრცელდებოდეს, შენ კი ფოტო დაცული გაქვს (თუმცა, აქ მაინც არაფერს ვამბობ, რადგან ეს უშუალოდ ფოტოზე გამოსახულს არ ეხება). ჩვენს სურათებს ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ ეს უფლებას არ გვაძლევს ყველა ჩვენი სურათი რჩეულად გამოვაცხადოთ. ამის საშუალებას სურათიც უნდა გვაძლევდეს. რაც შეეხება ჩემს უტვინო კომენტარს, გაითვალისწინე, რომ მე ჩემი უტვინო კომენტარით შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია. გმადლობ. — დავით პასუხი 07:47, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: ცანგალას და სამანდს რაც შეეხება, სასურველია თუ დაწერენ მიზეზს, მაგრამ რადგან ჩემი კომენტარის შემდეგ დაწერეს, შეიძლება იფიქრო, რომ მე მეთანხმებიან. მე არ მომწონს ხოლმე ფოტოს პირველი დამწუნებელი რომ კომენტარის გარეშე წერს {{არა}}-ს. — დავით პასუხი 07:53, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი:, ჯაბა ვერ ვხდები რატომ გწყინს? არ მომწონა ფოტო. კომპოზიციურად არ ვარგა. მაყვალი ნახევრადგაფუჭებულია (თუმცა ამასაც, რომ დავანებოთ თავი), მაყვალი არ არის ფოკუსში. მე არ მომწონს. რიგითი სურათია. რატომ უნდა იყოს რჩეული ვერ ვხვდები— სამანდ () 08:08, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: (რედ. კონფლიქტი) კიდევ მაოცებ, ელემენტარულად დიაგონალები გაავლე და დაინახავ ცენტრშია თუ მარჯვენა ზედა კუთხეში. ადამიანი ამ სურათს რომ შეხედავს და ყურადღებას ბალახებზე გადაიტანს რბილად რომ ვთქვათ მხედველობის დიდი პრობლემა აქვს.ვიკრიჭებიჯაბა ლაბა 08:15, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
სამანდ არ მწყინს უბრალოდ ზოგიერთთა უაზრობებს ვერ ვიტან, უფრო სწორად შეგნებულად დაწერილს, არ მოსწონთ მხოლოდ იმიტომ რომ ეს სურათი ჯაბასია, ხოდა დაწერონ ასე პირდაპირ. უტვინო კომენტარი რომ იყო პირდაპირ დავწერე. მაყვალი ნახევრადგაფუჭებულია? ვიკრიჭები ხომ არავინ გაჭმევთ? ვიკრიჭები თან ნახევრადო ეტყობა სხვა საზომით ზომავთ. ვიკრიჭებიჯაბა ლაბა 08:15, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
ხო კიდევ ამ სურათძე წარმოდგენილია მაყვლის განვითარების ყველა ეტაპი: მკვახე, წითელი, მწიფე და გაფუჭებულიც. ასე ერთობლივად მეეჭვება სადმე იყოს წარმოდგენილი. ამიტომ მაინც იმსახურებს რჩეულობას. — ჯაბა ლაბა 08:17, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
ესეც დიაგონალები
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: მხედველობის პრობლემა მართლა მაქვს, ამას არც ვმალავ და არც მრცხვენია; და ეს სასაცილო სულაც არაა; თუმცა, მე ახლომხედველი ვარ და, როგორც ექიმები ამბობენ, ახლოს მე უკეთ ვხედავ, ვიდრე კარგი მხედველობის პატრონები ვიღიმი. ბოდიში ჯაბა შენი ფოტოს გადაჩხაპნისათვის წითელი ხაზებით, შენი იდეა იყო ეს. აქ კარგად ჩანს, რომ მაყვლის ყლორტი ცენტრში არაა. მაყვლების მარცხნივ კი ორჯერ მეტი მანძილია ფოტოს კიდემდე, ვიდრე მარჯვნივ. ესეც რომ არ იყოს, ფოტოს სხვა ბევრი პრობლემა აქვს და რჩეული ვერ უნდა გახდეს, თუკი ობიექტურად შეფასდება. აქ მისი ავტორი - ჯაბა არაფერშუაშია ვიღიმი. და არა მგონია, ჯაბა, ჩემ შეურაცხყოფად ღირებულიყო ეს ყველაფერი. გმადლობ კიდევ ერთხელ. — დავით პასუხი 08:50, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
დათო არ ვიცოდი (მხედველობის პრობლემას ვგულისხობ) გულწრფელად ბოდიშს გიხდი. დიაგონალების გადაკვეთის წერტილი ნამდვილად ემთხვევა მაყვალს. არც ეგაა პრობლემა შეიძლება ჩამოეჭრას და ცენტრშიც იქნება ეს თუ გაწვალებს. მაგრამ შენ ჯაბა გაწვალებს და არა მისი სურათი. სასაცილო აქ ისაა რომ ასე დაწვრილმანდი და 1-2 სანტიმეტრს გამოედევნე. — ჯაბა ლაბა 09:15, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
მე ვფიქრობ, შენ გამოედევნე ჩემს კომენტარს, აბსოლუტურად ჩვეულებრივ კომენტარს. ძალიან ცუდია, რომ ყველაფერში «ჯაბას» ხედავ... რა ვუყო მე, ჯაბა აქ არაფერ შუაშია. სურათი კი ნამდვილად არაა სარჩეულო და ამაზე ბევრი რამ მეტყველებს — ფოტოს, გარდა ცენტრირებისა, სხვა პრობლემებიც აქვს. ყველაფერი მოკლედ რომ ითქვას, სურათი არ აღიქმება ლამაზად და მითუმეტეს სულაც არაა შესანიშნავი, შოკში ჩამგდები, წარმტაცი (როგორც ეს აქ წერია). ერთი კია, ჩვენს ვიკიპედიაში რჩეული ფოტოები ძალიან მარტივად აირჩევა. სხვა ვიკიპედიებში სცადე ამ ფოტოს რჩეულებში წარდგენა, თუნდაც საწყობში, სადაც ჩემზე და შენზე უკეთ გამოცდილი ფოტოგრაფები მუშაობენ და იქ კი მე არ დამაბრალო, რომ ჯაბა გაწუხებსო. ვიღიმიდავით პასუხი 09:24, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
მარტივად აირჩევა? აი კიდევ ერთი სიბრძნე. 1-2 სანტიმეტრზე გამომედევნე და ესაა სიმარტივე? ვიკრიჭებიჯაბა ლაბა 09:34, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
აბა ახლა ნახეთ? უკეთესია მგონი. :) — GIO→13 () 09:50, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: გიო, როდესაც სურათი წამოყენებულია კანდიდატად და ხმები უკვე მიცემული აქვს რამდენიმე მომხმარებელს, ცოტა არასწორია, როცა სურათს ცვლი. ასეთ შემთხვევაში უნდა წამოაყენო ახალი კანდიდატი ქვემოთ და იმას ცალკე უნდა ეყაროს კენჭი. თუ შეიძლება დააბრუნეთ ძველი ვერსია. ახალი ვერსია კი ქვემოთ წამოაყენეთ და ის ცალკე განვიხილოთ. (თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, პრობლემა მხოლოდ ცენტრირებაში არ იყო, ფოტოა თვითონ ულამაზო და ვერ გახდება რჩეული, თუკი ობიექტური შეფასება მოხდება). — დავით პასუხი 09:55, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
თუმცა, ძველ ვერსიას ნამდვილად ჯობია. — დავით პასუხი 09:56, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: ვიცი დავით, მაგრამ მინდოდა ამხელა განხილვის შემოკლება და ამ მიზნით შევცვალე სურათი, დავაბრუნებ და გააგრძელეთ თქვენ. :) — GIO→13 () 09:57, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი:, ჯაბა, არ ვიცი ვინ როგორ შეაფასა შენი სურათი, მე არ მომწონს კომპოზიციურად და ეგღაა. ცენტრი სხვა არის და ფოკუსი სხვა. მე არ მომწონს! და შენს მიმართ არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება არ მაქვს! --სამანდ () 16:17, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: გიორგი მადლობა მაგრამ ნუ შეწუხდები ამათ ხელში არაფერი არ ღირს. გაგრძელებას არ ვაპირებ. თემურ შენს ჩემდამი კარგ დამოკიდებულებაში დარწმუნებული ვარ. ვაპაჭუნებ

P. S. ისე დავით როცა ამდენ მომხმარებელს ხმა მიცემული აქვს შენ ასეთ კომენტარებს წერ დაფიქრება გჭირდება, ეგ შენი ქმედება მათი შეურაცხყოფაც ხომ არაა. ნამდვილად აქ მოვრჩი ამ უმსგავსობებზე პასუხის გაცემას. — ჯაბა ლაბა 06:42, 11 სექტემბერი 2011 (UTC)

არა მგონია მათ სწყენოდათ ჩემი {{არა}}. თუ ეწყინათ, მითხრა, ბოდიშს მოვუხდი ვიღიმი. მე ჩემი {{არა}} დავიცავი უბრალოდ. — დავით პასუხი 06:54, 11 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol neutral vote.svg (ნეიტრალური) - ფოტო კარგი ილუსტრაციაა, მაგრამ სანიმუშო ვერ არის, მარტივი მაგალითი: მხატვრულობით ის ჩამორჩება თუნდაც ამჟამად მთავარ გვერდზე მყოფ, იმავე კატეგორიის ფოტოს.--Rastrelli F 07:44, 11 სექტემბერი 2011 (UTC)

თაჯ-მაჰალი

თაჯ-მაჰალი

თაჯ-მაჰალი (ჰინ. ताज महल, ურდუ/სპარს. تاج محل; ”სასახლე-გვირგვინი”) - ძეგლი აგრაში, ინდოეთი, აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.

თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.


ავტორი: Deep750
სურათზე: თაჯ-მაჰალი
თარიღი: მარტი, 2004
სხვა რჩეული ფოტოები...

  • Symbol support vote.svg (ნომინაცია) — ფაილი რჩეულია ხუთ სხვა ვიკიპედიასა და ვიკისაწყობშიც. — G.G. 17:29, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — ზუსტადაა განაწილებული ფოკუსში. :) კარგია. — GIO→13 () 06:48, 10 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: სურათი 2004 წელსაა გადაღებული, უფრო ახალი არ არსებობს?--სამანდ () 08:36, 10 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: რომც იყოს, რამე შეიცვლება? ჩვენ აქ ფოტოს ვირჩევთ და არა ნაგებობას (შენი სიტყვები) ვიღიმი—G.G. 14:24, 14 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — მიხეილ (მომწერე) 20:35, 15 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — Nodar Kherkheulidze განხილვა 11:54, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)

ლაგუნა-ვერდე

ლაგუნა-ვერდე ვულკან ლიკანკაბურის ფონზე

ლაგუნა-ვერდე (ესპ. მწვანე ტბა) — მინერალების მაღალი შემცველობის ტბა ბოლივიის მაღალმთიანეთში, პოტოსის დეპარტამენტში. მდებარეობს ჩილეს საზღვართან, ვულკან ლიკანკაბურის ძირში, ზღვის დონიდან 4 300 მეტრზე. ფართობი შეადგენს 5,2 კმ²-ს. ვიწრო კორიდორით გამოყოფილია ტბა ლაგუნა-ბლანკასგან.

წყლის მწვანე შეფერილობა განპირობებულია მასში სპილენძის შემცველი მინერალების მაღალი კონცენტრაციით. ტბა გამოირჩევა თბილი წყლით.

არის შემთხვევები, როდესაც მნახველები ტბაზე საოცარ სანახაობას აწყდებიან — ფლამინგოების ცეკვას.


ავტორი: Ville Miettinen
სურათზე: ლაგუნა-ვერდე ვულკან ლიკანკაბურის ფონზე

სხვა რჩეული ფოტოები...

  • Symbol support vote.svg (ნომინაცია) --მიხეილ (მომწერე) 17:21, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: ფოტოა თუ სამგანზომილებიანი სურათი? --სამანდ () 21:11, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: რატომ გეპარება ეჭვი რომ ფოტოა? უბრალოდ ტბის წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ მიმდებარე გარემოს ირეკლავს ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 15:08, 11 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) — მთები? ცა? არარეალურია. მე არ მომწონს!— სამანდ () 11:53, 14 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Pictogram voting comment.svg კომენტარი: ნება შენია ვიღიმი. ფოტოს მთავარი ობიექტია ტბა და არა მთები ან ცა. — მიხეილ (მომწერე) 11:57, 14 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — მე მომწონს.—G.G. 14:21, 14 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — კარგია. :) GIO→13 () 08:43, 16 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) — ჩემი აზრით, სწორედ ეგ არის სურათის სილამაზე, რომ არარეალურივით გეჩვენაბა, არა და სინამდვილეში რეალურია. — Nodar Kherkheulidze განხილვა 08:47, 16 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - ძალიან მაგარი ფოტოა--David Rotating earth (Very small).gif 08:52, 16 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) არ გეგონოთ, რომ ზედმეტად გავაფრინე და ძალიან კრიტიკული გავხდი :)). ფოტო ძალიან მომწონს, მართლა ძალიან ლამაზია, შესანიშნავია მართლაც; უბრალოდ, ბოლო დროს ჩავერთე გერმანული ვიკიპედიის რჩეული ფოტოების პროექტში და თავიდან ძალიან მიკვირდა, ასეთ ფოტოებს რომ არ აძლევდნენ ხმებს... მაგრამ ახლა ვხვდები და ვიზიარებ იმათ მიერ მოყვანილ მიზეზს: არარეალურია. და არარეალურობა კი გამოწვეულია 8. კრიტერიუმის დარღვევით - ფერები ხელოვნურად არის გამკვეთრებული. — დავით პასუხი 08:52, 16 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) ზოგი ბუნებრივიაო ზოგი არაბუნებრივიო გადაირევი კაცი. ვიკრიჭები -ჯაბა ლაბა 10:31, 19 სექტემბერი 2011 (UTC)

ძველი კვებეკი

ძველი კვებეკი, ქალაქის პანორამა

ძველი კვებეკი (ფრანგ. Vieux-Québec) — კანადის ქალაქ კვებეკის სამეზობლო. როგორც წესი, „ძველ კვებეკში“ გულისხმობენ ქალაქის იმ ნაწილს, რომელიც კედლების შიგნით მდებარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ძველი სტრუქტურები ქალაქის სხვა ნაწილშიცაა.

1750 წლისთვის, კვებეკი ახალი საფრანგეთის უდიდესი ქალაქი იყო დაახლოებით 8 000 მცხოვრებით. იგი იყო ფრანგული ძალაუფლების ცენტრი ჩრდილოეთ ამერიკაში. ამავე დროს, კვებეკი ორ ქალაქად იყოფოდა. ზემო ქალაქი კედლებით ოყო გამაგრებული და მდებარეობდა მდინარის თავზე, გაბრტყელებულ კლიფზე. აქვე იყო გუბერნატორის სამყოველი და ჯანდაცვის დაწესებულებები. ქვედა ქალაქი ნავსადგურს წარმოადგენდა, მდებარეობდა კლიფსა და მდინარეს შორის.


ავტორი: m:Martin St-Amant
სურათზე: ძველი კვებეკი, ქალაქის პანორამა

სხვა რჩეული ფოტოები...

  • Symbol support vote.svg (ნომინაცია) — GIO→13 () 14:04, 26 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) როდესაც ამ სტატიას ვწერდი, ამ ფოტომ მომაჯადოვა, ცქერით ვერ ვძღებოდი და დიდი დროც დამაკარგვინა ვიკრიჭები მე მომწონს. — მიხეილ (მომწერე) 14:17, 26 სექტემბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) Deu aw 05:00, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) —G.G. 06:39, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)

ანდები

ანდები

ანდები (ესპ. Andes; Cordillera de los Andes) — ყველაზე გრძელი (9000 კმ) და მსოფლიოში სიმაღლით მეორე (აკონკაგუა 6962 მ) მთათა სისტემა დედამიწაზე (ჰიმალაის მთათა სისტემის შემდეგ). მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და კონტინენტის მთელ დასავლურ ტერიტორიას იკავებს. ანდებს მსოფლიოში მთავარ და ყველაზე დიდ წყალგამყოფ სისტემად მიიჩნევენ. ანდებში სათავეს იღებს სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი მდინარეები: ამაზონი, ორინოკო, პარაგვაი, რიო-ნეგრო და ა.შ.


ავტორი: Robert Morrow
სურათზე: ანდები

სხვა რჩეული ფოტოები...

Symbol support vote.svg (ნომინაცია) — ისევ სამხრეთ ამერიკა :)--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:42, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)

თუშეთის დაცული ლანდშაფტი

თუშეთის დაცული ლანდშაფტი, სოფელი დიკლო

თუშეთის დაცული ლანდშაფტიდაცული ლანდშაფტი საქართველოში, მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მისი ფართობია 27,903 ჰა. დაცული ლანდშაფტი 2003 წელს შეიქმნა და თუშეთის ყველა სოფელს მოიცავს. იგი იმისთვის არის შექმნილი, რათა არ დაიკარგოს თუშური სოფლების ტრადიციული იერსახე და შენარჩუნდეს ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტები და ამავე დროს გარემოსათვის ზიანის მიყენების გარეშე მოხდეს ტურიზმისა და ტრადიციული სამეურნეო დარგების წახალისება.


ავტორი: პ.შეთეკაური
სურათზე: თუშეთის დაცული ლანდშაფტი, სოფელი დიკლო

სხვა რჩეული ფოტოები...

Symbol support vote.svg (ნომინაცია) — კიდევ ერთი :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:39, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)

Symbol support vote.svg (მომხრე)--გუგბერა განხილვაწვლილი 19:20, 25 ნოემბერი 2011 (UTC)
Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) — შეიძლება ცუდი სურათი არ არის, მაგრამ რჩეული? დართლო პაატა შ ეტყობა მაქაური ხარ. სამი ფაილი ჩემი დადებულია. ერთ-ერთი კი ისტორიულიც არის.ცანგალა () 08:47, 8 დეკემბერი 2011 (UTC)
არა ხევსურეთიდან ვარ :)--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 09:05, 8 დეკემბერი 2011 (UTC)
Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) — ხარისხი არ ვარგა. --მიხეილ (მიწერა) 08:50, 8 დეკემბერი 2011 (UTC)
ამ ფოტოს ცოტა დამუშავება უნდა, მეტი არაფერი--Melberg; 10:42, 8 დეკემბერი 2011 (UTC) -
Tusheti4(a).jpg


ბაჰაიზმის მსოფლიო ცენტრი

ბაჰაიზმის მსოფლიო ცენტრი ჰაიფაში ღამეს

ლამაზი სურატი ბაჰაიზმის მსოფლიო ცენტრის ჰაიფაში


ავტორი: დანი ლევი ებრაელი ამერიკელი პოტოგრპი
სურათზე: ბაჰაიზმის მსოფლიო ცენტრი ჰაიფაში ღამეს

სხვა რჩეული ფოტოები...

Geagea განხილვაწვლილი 14:29, 22 აგვისტო 2014 (UTC)