ვარდების ომი
| ვარდების ომი | |||
|---|---|---|---|
|
ჰენრი პეინის ნახატი (1908). აპოკრიფული სცენა სასახლის ბაღიდან, როდესაც მოწინააღმდეგე ბანაკების წარმომადგენლები ირჩევენ წითელ ან თეთრ ვარდს. | |||
| თარიღი | 1455 – 1487 | ||
| მდებარეობა | ინგლისი, უელსი, კალე | ||
| შედეგი | ტიუდორთა (ლანკასტერელთა) ხელისუფლებაში მოსვლა | ||
| მხარეები | |||
|
| |||
| მეთაურები | |||
|
| |||
ვარდების ომი (ინგლ. War of the Roses) — ინგლისის სამეფო ტახტის დაუფლებისთვის მომხდარი სამოქალაქო ომი იორკებისა და ლანკასტერების მომხრეებს შორის. ორივე ოჯახის წარმომადგენლები პლანტაგენეტთა შთამომავლები იყვნენ და საკუთარ თავს ტახტის კანონიერ მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ. ომი 1455–1485 წლებში მიმდინარეობდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში იყო მშვიდობიანობის პერიოდებიც; მცირე ბრძოლები 1455 წლამდე და 1485 წლის შემდეგაც ხდებოდა.
სამოქალაქო ომი ლანკასტერელთა გამარჯვებით დასრულდა, როდესაც რიჩმონდის გრაფმა ჰენრი ტუდორმა ბაზვორთის ბრძოლაში დაამარცხა რიჩარდ III და ინგლისის მეფე გახდა, რითაც ტიუდორთა 117 წლიან მმართველობას დაუდო საფუძველი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომის დაწყების მიზეზი ინგლისის მეფე ჰენრი VI-ის სისუსტე იყო. მან ვერ შესძლო თავიდან აერიდებინა 1453 წელს ასწლიან ომში დამარცხება და ამავდროულად დროდადრო შეშლილობის შეტევებს განიცდიდა. 1454 წელს ინგლისის პარლამენტმა ჰენრი VI-ის სახელით მართვის სადავეები გადასცა იორკის ჰერცოგ რიჩარდს. 1455 წელს დაიწყო ინგლისის ისტორიაში ყველაზე დიდი ფეოდალური დაპირისპირება, ვარდების ომი. რამდენიმე დიდი ბრძოლის შემდეგ 1461 წელს, ჰენრი VI შოტლანდიაში გაიქცა. გრაფ რიჩარდ უორვიკის დახმარებითა და დიდი მხარდაჭერით ტახტი იორკმა ედუარდ IV-მ დაიკავა. ის მეფობის 10 წლის განმავლობაში ლანკასტერებს ებრძოდა. 1470 წელს უორვიკის მხარდაჭერით ჰენრი VI-მ ტახტის დაბრუნება შესძლო, თუმცა 1471 წელს რიჩარდ გლოსტერის ჰერცოგმა მოკლა. ტახტი კვლავ ედუარდ IV-ის ხელში აღმოჩნდა. 1475 წელს ედუარდმა ზავი დადო საფრანგეთთან. 1483 წელს სავარაუდოდ მისმა ძმამ რიჩარდ გლოსტერმა მოკლა. ტახტი მემკვიდრეობით მიიღო მისმა ვაჟმა ედუარდ V-მ, თუმცა იგი მხოლოდ 12 წლის იყო. მცირეწლოვნების გამო მან ვერ შესძლო ტახტის დაკავება. მისმა ბიძამ რიჩარდმა ედუარდი და მისი ძმა ტაუერში გადაიყვანა. ამის შემდეგ ისინი არავის უნახავს, სავარაუდოდ რიჩარდის ბრძანებით დახოცეს. რიჩარდმა დაიკავა ტახტი რიჩარდ III-ს სახელით. ამან შეაშფოთა ლანკასტერები, მათ მეთაურად რიჩმონდის გამგებელი ჰენრი ტიუდორი აირჩიეს და რიჩარდს დაუპირისპირდნენ. 1484 წელს ჰენრიმ 4000 კაციანი ლაშქრით საფრანგეთიდან შეუტია. 1485 წლის 1 აგვისტოს ბოსუორთის ბრძოლისა და რიჩარდის მოკვლის შემდეგ ლანკასტერებმა გამარჯვება იზეიმეს. ჰენრი ტიუდორი მეფედ აკურთხეს ჰენრი VII-ის სახელით. მან ცოლად ედუარდ IV-ის ქალიშვილი ელისაბედ იორკელი შეირთო და შეარიგა ლანკასტერები და იორკები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვარდების ომი დაარქივებული 2018-03-23 საიტზე Wayback Machine. ვარდების ომის ჯარისკაცები და ბრძოლის წესები
- warsoftheroses.com რუკები, დროის ხე, ინფორმაცია მნიშვნელოვან ფიგურებზე და ბრძოლების აღწერები
- ვარდების ომის დიაგრამები