განხილვა:დრო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ სტატიას (და ზოგადად ამგვარ სტატიებს) სერიოზული გამართვა ესაჭიროება. ჩემი თხოვნა იქნება მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ამ მხრივ და ვისაც შეგიძლიათ და დრო გაქვთ, პირდაპირ უცხო ენიდან მაინც თარგმნოთ. --შეშლილი მეცნიერი განხილვაწვლილი 17:35, 7 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

კიდევ? უკაცრავად, მაგრამ აქ მოხალისეები ვართ, თუ რამე არ მოგწონთ, თავად გააუმჯობესეთ ვიღიმიმიხეილ მიწერა 17:41, 7 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]
აქ იმიტომ არის რეგისტრაცია თავისუფალი, რომ ყველას თავისუფლად შეუძლია რედაქტირება. ასე რომ არ ყოფილიყო, იქნებოდა შეზღუდული წრე და რედაქტორების არჩევა მოსაწვევებით. --H.McC. განხილვაწვლილი 20:47, 7 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]
დიახ. ცხადია -- არავის ვაკისრებ მოვალეობას და არც სხვის კომპეტენციაში ვერევი, მხოლოდ თხოვნა დავწერე. ვიღიმი გასაგებია, რომ ის სფერო უფრო მდიდრდება თავისუფალი ცოდნით, სადაც მეტი მოხალისეა, თორემ რისი დაწერის ხალისიც არ არის, ძალას კი არავინ არავის ატანს. ვიკრიჭები უბრალოდ, ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის სასურველი იქნებოდა, ასე თუ ისე ყურადღება ეთმობოდეს ყველა დარგს (მხოლოდ ალაგ-ალაგ თარგმნით მაინც). თუ რამე არასწორად დავწერე მაპატიეთ, გამოცდილების ბრალია. --შეშლილი მეცნიერი განხილვაწვლილი 23:30, 7 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

არასწორდ არაფერი დაგიწერია გიორგი. გამოთქვი სურვილი სტატიის განვრცობისა, რაც სრულიად ნორმალური ვითარებაა. თუ სურვილი გექნა, შეგიძლია შენც ჩაასწორო, რადგან შენც ისეთივე უფლებები გაქვს ვიკიპედიაში, რაც მე და სხვებს. გისურვებ წარმატებებს ვიკისაქმიანობაში. თუ რაიმე დაგჭირდეს მომწერე ჩემს პირად განხილვაში. მზად ვარ დაგეხმარო. --ჯაბა ლაბაძე 04:10, 8 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]